იოგას ნათელქმნა

იოგას ნათელქმნა ნაწილი 3 – Light on Yoga

იოგას ნათელქმნა ნაწილი 3 – Light on Yoga

ავტორი: B. K. S. Iyengar

ჩიტა ვრტი (გონის ცვლილების მიზეზი)

იო­გა სუტ­რებ­ში პა­ტან­ჯა­ლი ასა­ხე­ლებს ჩი­ტა ვრტის ხუთ კა­ტე­გო­რი­ას, რომ­ლე­ბიც იწ­ვევს სი­ამოვ­ნე­ბა­სა და ტკი­ვილს. ესე­ნია:

  1. პრა­მა­ნა (სტან­დარ­ტი ან იდეალი) – რი­თაც გო­ნე­ბა ზო­მავს ან ცნობს საგ­ნებ­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რა­საც ადა­მია­ნე­ბი იღე­ბენ (ა) უშუა­ლო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბით, ანუ აღ­ქმით (პრა­ტი­აქ­შა), (ბ) დას­კვნით (ანუ­მა­ნა) და (გ) მი­ღე­ბუ­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტის სიტ­ყვით, რო­ცა ცოდ­ნის წყა­რო გა­მოც­დი­ლია და სან­დოა (აგა­მა).
  2. ვი­პა­რაი­ა (მცდა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც აღ­მოჩ­ნდე­ბა რომ მცდა­რია სწავ­ლის შემ­დეგ). მა­გა­ლი­თად, არას­წო­რი სა­მე­დი­ცი­ნო დი­აგ­ნო­ზი მცდარ სა­ფუძ­ველ­ზე ან ძვე­ლი წარ­მოდ­გე­ნა, თით­ქოს მზე ბრუ­ნავს დე­და­მი­წის გარ­შე­მო.
  3. ვი­კალ­პა (ფან­ტა­ზია ან წარ­მოდ­გე­ნა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ სიტ­ყვიე­რად არ­სე­ბობს და ფაქ­ტობ­რივ სა­ფუძ­ველს არ ემ­ყა­რე­ბა). მა­გა­ლი­თად, მათ­ხო­ვა­რი შე­იძ­ლე­ბა ბედ­ნიე­რი იყოს, რო­ცა წარ­მო­იდ­გენს, რომ მი­ლიო­ნებს ხარ­ჯავს; მდი­და­რი ძუნ­წი კი შიმ­ში­ლობს, რად­გან სჯე­რა, რომ ღა­რი­ბია.
  4. ნიდ­რა (ძი­ლი) – მდგო­მა­რე­ობა, რო­ცა არ არ­სე­ბობს იდეე­ბი და გა­მოც­დი­ლე­ბა. ღრმა ძი­ლი­სას ადა­მია­ნი ვე­ღარ იხ­სე­ნებს თა­ვის სა­ხელს, ოჯა­ხს, სტა­ტუსს, ცოდ­ნას, სიბ­რძნეს და არ­სე­ბო­ბა­საც კი. რო­ცა ადა­მია­ნი ძილ­ში თავს ივიწ­ყებს, იღ­ვი­ძებს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი, მაგ­რამ თუ ჩა­ძი­ნე­ბის წინ მას­ში შე­მოი­პა­რე­ბა შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი ფიქ­რი, ვერ და­ის­ვე­ნებს სა­თა­ნა­დოდ.
  5. სმრი­ტი (მეხ­სიე­რე­ბა – შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც ოდეს­ღაც გა­ნი­ცა­და). არი­ან ადა­მია­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც წარ­სულ გა­მოც­დი­ლე­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ, მი­უხე­და­ვად იმი­სა, რომ წარ­სუ­ლი დაბ­რუ­ნე­ბას აღარ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. სევ­დია­ნი და ბედ­ნიე­რი მო­გო­ნე­ბე­ბი მათ წარ­სულ­ზე აჯაჭ­ვებს და ვე­ღარ თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან მის­გან.

პა­ტან­ჯა­ლი ასე­ვე ასა­ხე­ლებს ჩი­ტა ვრტის ხუთ მი­ზეზს, რომ­ლე­ბიც ტკი­ვილს (კლე­შას) წარ­მო­შობს: (1) ავი­დია (უცო­დინ­რო­ბა ან უმეც­რე­ბა); (2) ას­მი­ტა (ინ­დი­ვი­დუა­ლო­ბის გან­ცდა, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს ზღუ­დავს და გა­მო­ყოფს ჯგუ­ფი­დან – შე­იძ­ლე­ბა იყოს ფი­ზი­კუ­რი, მენ­ტა­ლუ­რი, ინ­ტე­ლექ­ტუა­ლუ­რი ან ემო­ცი­ური); (3) რა­გა (მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა ან ვნე­ბა); (4) დვე­ში (ზიზ­ღი ან სი­ძულ­ვი­ლი) და (5) აბ­ჰი­ნი­ვე­შა (სი­ცოც­ხლის სიყ­ვა­რუ­ლი ან წყურ­ვი­ლი, ინ­სტინ­ქტუ­რი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა ამ­ქვეყ­ნი­ურ ცხოვ­რე­ბა­სა და სხე­ულის სი­ამოვ­ნე­ბა­ზე, და ში­ში იმი­სა, რომ სიკ­ვდილ­მა შე­იძ­ლე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი წაგ­ვარ­თვას). ტკი­ვი­ლის ეს მი­ზე­ზე­ბი სად­გა­კას (მა­ძი­ებ­ლის) გო­ნე­ბის სიღ­რმე­ში რჩე­ბა. ისი­ნი ჰგავს აის­ბერ­გებს, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ თა­ვებს ამო­ყო­ფენ პო­ლა­რულ ზღვებ­ში. სა­ნამ ისი­ნი გულ­დას­მით არ იქ­ნე­ბა კონ­ტრო­ლი­რე­ბუ­ლი და აღ­მოფ­ხვრი­ლი, სიმ­შვი­დე შე­უძ­ლე­ბე­ლია. იო­გი სწავ­ლობს, რომ და­ივიწ­ყოს წარ­სუ­ლი და არ იფიქ­როს მო­მა­ვალ­ზე – ის ცხოვ­რობს მა­რა­დი­ულ აწ­მყო­ში.

რო­გორც ნი­ავი არ­ღვევს ტბის ზე­და­პირს და ამა­ხინ­ჯებს მას­ში არეკ­ლილ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბებს, ისე ჩი­ტა ვრი­ტი არ­ღვევს გო­ნე­ბის სიმ­შვი­დეს. წყნა­რი ტბა ირეკ­ლავს მის გარ­შე­მო არ­სე­ბულ სი­ლა­მა­ზეს. რო­დე­საც გო­ნე­ბა მშვი­დია, მას­ში ჩანს მი­სი სი­ლა­მა­ზე. იო­გი აწ­ყნა­რებს გო­ნე­ბას მუდ­მი­ვი სწავ­ლი­თა და სურ­ვი­ლე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბით. იო­გას რვა სა­ფე­ხუ­რი მას ამ გზას ას­წავ­ლის.

სხვა პოსტები

რა არის იოგა?

ოდესმე გიფიქრიათ, რა არის იოგა სინამდვილეში? ალბათ გინახავთ ადამიანები რთულ პოზებში ან მედიტაციის დროს და გაგჩენიათ კითხვა, რას აკეთებენ ისინი ან რის მიღწევას ცდილობენ ამით? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივი არ არის. იოგა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური ვარჯიშები. ის არის უძველესი პრაქტიკა, რომელიც აერთიანებს სხეულს, გონებას და ემოციას, რათა მივაღწიოთ ჰარმონიასა და კეთილდღეობას. თუ იოგას სამყაროსთან შეხება არასდროს გქონიათ, ეს სტატია თქვენთვისაა! იოგა ათასობით წლის წინ ინდოეთში წარმოიშვა და თავდაპირველად სულიერი განვითარებისკენ იყო მიმართული. დროთა განმავლობაში ის განვითარდა და სახე იცვალა. დღესდღეობით მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იყენებს მას როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ასევე არიან ადამიანები, რომლებმაც შემოინახეს…

გურამ ჟღამაძე
Scroll to Top