იოგას ნათელქმნა ნაწილი 3 – Light on Yoga
იოგა სუტრებში პატანჯალი ასახელებს ჩიტა ვრტის ხუთ კატეგორიას, რომლებიც იწვევს სიამოვნებასა და ტკივილს. ესენია: პატანჯალი ასევე ასახელებს ჩიტა ვრტის ხუთ მიზეზს, რომლებიც ტკივილს (კლეშას) წარმოშობს: (1) ავიდია (უცოდინრობა ან უმეცრება); (2) ასმიტა (ინდივიდუალობის განცდა, რომელიც ადამიანს ზღუდავს და გამოყოფს ჯგუფიდან – შეიძლება იყოს ფიზიკური, მენტალური, ინტელექტუალური ან ემოციური); (3) რაგა (მიჯაჭვულობა ან ვნება); (4) დვეში (ზიზღი ან სიძულვილი) და (5) აბჰინივეშა (სიცოცხლის სიყვარული ან წყურვილი, ინსტინქტური მიჯაჭვულობა ამქვეყნიურ ცხოვრებასა და სხეულის სიამოვნებაზე, და შიში იმისა, რომ სიკვდილმა შეიძლება ეს ყველაფერი წაგვართვას). ტკივილის ეს მიზეზები სადგაკას (მაძიებლის) გონების სიღრმეში რჩება. ისინი ჰგავს აისბერგებს, რომლებიც მხოლოდ თავებს ამოყოფენ პოლარულ ზღვებში. სანამ ისინი…

