მონაკვეთი სიზმართმხილველის დღიურიდან
ჩემს წინ მოწინავეების რაზმი დგას, მოწინააღმდეგეს ვერ ვხედავ, მაგრამ ვხედავ როგორ არაბუნებრივად ანათებს ქუჩას ჩვენსკენ წამოსული ჭურვები. მე არც იარაღი მაქვს, არც აღჭურვილობა. ვიცი რომ სიზმარში ვარ, ვიცი ვინ ვარ და აქ რატომ ვარ. მეთაური ყვირის: წინ! პირველი ფიქრი: მოწინავები ვერ გადარჩებიან, ყველა დაიხოცება. ამ დროს იწყება ტრანსფორმაცია – ფეხები იზრდება, იცვლება, ყველა სახსარში, ყველა უჯრედში ვგრძნობ როგორ მეცვლება სხეული, სისხლიც კი სხვანაირია. ხელები აღარ მაქვს და ყელში ცეცხლოვანი ბურთი ამოდის და უცებ უზარმაზარ ფრთებს ვშლი – დრაკონი. სანამ ავფრინდები ვგრძნობ როგორ მერწყმიან უკვე დახოცილი მოწინავეები და მე ვარ მთელი ჯარი. ჩემი მოწინააღმდეგე დილის ნისლივით იფანტება…”
სიზმარხილვებში ძალიან გამოუცდელი და ცნობისმოყვარე მივედი. ავირჩიე მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაზე ადვილად მომეჩვენა – მხოლოდ ძილი სჭირდებოდა. თუმცა მერე მივხვდი, რომ ეს სიზმრხილვები მოვიდნენ ჩემთან და მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალეს. ყველაფერი პრაქტიკას მოერგო და ისეთი ცოდნა მოიტანა რასაც ვერც კი წარმოვიდგენდი.
თუ გინდა რომ გაიღვიძო, ჯერ უნდა დაიძინო !




