ლუციდური სიზმრების სამყარო

ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის სამ­ყა­რო ნა­წი­ლი 9

ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის სამ­ყა­რო ნა­წი­ლი 9

ავტორი: სტივენ ლაბერჟე

მძინარეთა ღამეული მოგზაურობა

თა­ვად ნე­ლი ძი­ლი სამ ქვეს­ტა­დი­ად იყო­ფა. პირ­ვე­ლი სტა­დია არის გარ­და­მა­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა პა­სი­ურ სიფ­ხიზ­ლე­სა და მსუ­ბუქ ძილს შო­რის, ახა­სი­ა­თებს თვა­ლე­ბის ნე­ლი მოძ­რა­ო­ბა და ცხა­დი, ნაწ­ყვეტ-ნაწ­ყვე­ტი ხილ­ვე­ბი, რომ­ლებ­საც ჰიპ­ნა­გო­გი­კუ­რი (ბერ­ძნუ­ლად „სიზ­მრებ­ში გა­დამ­ყვა­ნი“) ხა­ტე­ბი ეწო­დე­ბა. რო­გორც წე­სი, თქვენ იო­ლად გა­და­დი­ხართ პირ­ვე­ლი სტა­დი­ი­დან მე­ო­რე­ზე, რაც უკვე ნამ­დვი­ლი ძი­ლია და ახა­სი­ა­თებს ტვი­ნის უნი­კა­ლუ­რი ტალ­ღე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი, სა­ხე­ლად „ძი­ლის ნარ­თი“ ან “K-კო­მპლექ­სი“. მენ­ტა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბა ამ სტა­დი­ა­ზე გა­იშ­ვი­ა­თე­ბუ­ლი, და­მი­წე­ბუ­ლი და ფი­ქრის მსგავ­სია. ჩვე­უ­ლე­ბრივ 20-30 წუ­თის მე­რე თქვენ უფრო ღრმა – „დელ­ტა ძილ­ში“ ეშ­ვე­ბით, ეს სა­ხე­ლი ჰქვია ტვი­ნის ნე­ლი რიტ­მუ­ლი ტალ­ღე­ბის გა­მო, რო­მლებიც ნე­ლი ძი­ლის ამ სტა­დი­ა­ზე ჩნდე­ბა. დელ­ტა ძი­ლი­დან მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ძა­ლი­ან ცო­ტა რჩე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ამ ძი­ლის ღრმა და უსიზ­მრო სტა­დი­ას აღ­მო­სავ­ლურ მის­ტი­კურ სწავ­ლე­ბებ­ში ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა, რო­გორც სტა­დი­ას რო­ცა ყვე­ლა­ზე უფრო ღრმად ვეშ­ვე­ბით ჩვენს ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში. სვა­მი რა­მას მი­ხედ­ვით: „ამ დროს ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ში აღ­წევს სამ­ყა­როს უმა­ღლე­სი ცნო­ბი­ე­რე­ბის სრულ­ყო­ფი­ლი ნა­თე­ლი. სიფ­ხიზ­ლის ცნო­ბი­ე­რე­ბის ეგოს მდგო­მა­რე­ო­ბა წყდე­ბა. უფრო მე­ტიც, არა­ცნო­ბი­ე­რი შე­მე­ცნე­ბის ყვე­ლა ას­პექ­ტი დრო­ე­ბით ჩერ­დე­ბა. მო­გო­ნე­ბე­ბი, პრო­ბლე­მე­ბი, სიზ­მრის სა­ში­ნე­ლი ტი­პა­ჟე­ბი უკან რჩე­ბი­ან. პერ­სო­ნა­ლუ­რი არა­ცნო­ბი­ე­რის ყვე­ლა შეზ­ღუდ­ვა უმა­ღლე­სი ცნო­ბი­ე­რე­ბის სრულ­ყო­ფილ ნა­თელ­ში იფან­ტე­ბა.“

დელ­ტა ძი­ლის ფა­ზა­ში თან­და­თან უფრო ღრმად შეს­ვლის და იქ 30-40 წუ­თის და­ყოვ­ნე­ბის შემ­დეგ თქვენ ისევ მე­ო­რე სტა­დი­ა­ზე ბრუნ­დე­ბით. ამის შემ­დეგ თით­ქმის 70-90 წუ­თი ძი­ლის შემდეგ თქვენ თსმ ძილ­ში შე­დი­ხართ, ღა­მე­ში პირ­ვე­ლად. თსმ ძი­ლის 5 ან 10 წუ­თის და შე­საძ­ლო ხან­მო­კლე გა­მოღ­ვი­ძე­ბის მე­რე, რო­ცა შე­საძ­ლოა სიზ­მა­რიც და­გა­მახ­სოვ­რდეთ, ამის შემდეგ ისევ მე­ო­რე სტა­დი­ას და­უ­ბრუნ­დე­ბით, შე­საძ­ლოა დელ­ტა ძილ­ში გა­და­ხვი­დეთ, რო­მე­ლიც მო­რიგ თსმ ძი­ლამ­დე თით­ქმის 90 წუ­თით ადრე დგე­ბა, და ასე გრძე­ლდე­ბა მთე­ლი ღა­მე.

ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის შე­სწავ­ლი­სა და პრაქტიკისას ყო­ველ­თვის უნ­და გახ­სოვ­დეთ ორი რამ: 1. თსმ ძი­ლის ხან­გრძლი­ვო­ბა იზ­რდე­ბა ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, 2. ამას­თან ერ­თად ინ­ტერ­ვა­ლე­ბი თსმ პე­რი­ო­დებს შო­რის მცირ­დე­ბა, ძი­ლის და­საწ­ყის­ში 90 წუ­თი­დან რვა სა­ა­თის შემდეგ 20-30 წუთ­ზე და­დის, ბო­ლოს 5-6 სიზ­მრი­ა­ნი ძი­ლის პე­რი­ო­დის მე­რე, ღა­მე­ში 10-15 გა­მოღ­ვი­ძე­ბის შემდეგ თქვენ უკვე სა­ბო­ლო­ოდ იღ­ვი­ძებთ (სი­ნამ­დვი­ლე­ში ჩვენ ყო­ველ ჯერ­ზე ვიღ­ვი­ძებთ, მა­გრამ გვა­ვიწ­ყდე­ბა ზუ­სტად ისე, რო­გორც და­გვა­ვიწ­ყდე­ბო­და  სა­უ­ბა­რი იმასთან ვინც ღა­მე და­გვი­ძა­ხებ­და).

ძი­ლის სამ­ყა­რო­ში ღა­მე­ული მო­გზა­უ­რო­ბის გან­ხილ­ვის შემ­დეგ გა­გიჩ­ნდათ კით­ხვა, რო­მელ სტა­დი­ა­ზე ჩნდე­ბა ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბი. ამ კით­ხვა­ზე პა­სუ­ხი ერ­თი დი­დი ამ­ბა­ვია, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად ღირს მო­სა­ყო­ლად.

სხვა პოსტები

რა არის იოგა?

ოდესმე გიფიქრიათ, რა არის იოგა სინამდვილეში? ალბათ გინახავთ ადამიანები რთულ პოზებში ან მედიტაციის დროს და გაგჩენიათ კითხვა, რას აკეთებენ ისინი ან რის მიღწევას ცდილობენ ამით? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივი არ არის. იოგა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური ვარჯიშები. ის არის უძველესი პრაქტიკა, რომელიც აერთიანებს სხეულს, გონებას და ემოციას, რათა მივაღწიოთ ჰარმონიასა და კეთილდღეობას. თუ იოგას სამყაროსთან შეხება არასდროს გქონიათ, ეს სტატია თქვენთვისაა! იოგა ათასობით წლის წინ ინდოეთში წარმოიშვა და თავდაპირველად სულიერი განვითარებისკენ იყო მიმართული. დროთა განმავლობაში ის განვითარდა და სახე იცვალა. დღესდღეობით მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იყენებს მას როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ასევე არიან ადამიანები, რომლებმაც შემოინახეს…

გურამ ჟღამაძე
Scroll to Top