ლუციდური სიზმრების სამყარო

ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის სამ­ყა­რო ნა­წი­ლი 8

ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის სამ­ყა­რო ნა­წი­ლი 8

ავტორი: სტივენ ლაბერჟე

გონება ძილში

რო­დე­საც ფხიზ­ლობთ და და­კა­ვე­ბუ­ლი ხართ რა­ი­მე აქ­ტი­ვო­ბით (სე­ირ­ნო­ბა, კით­ხვა და ა.შ) თქვე­ნი ტვი­ნი გა­და­ა­მუ­შა­ვებს გა­რე სამ­ყა­რო­დან მი­ღე­ბულ სენ­სო­რულ ინ­ფო­რმა­ცი­ას, რო­მე­ლიც თქვენს მეხ­სი­ე­რე­ბას­თან ერ­თად ქმნის ნედ­ლე­ულს სამ­ყა­როს მო­დე­ლი­რე­ბის­თვის. სიფ­ხიზ­ლი­სა და აქ­ტი­უ­რო­ბის დროს ეს მო­დე­ლი ზედ­მი­წევ­ნით ასა­ხავს თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბებს გა­რე სამ­ყა­როს­თან.

თუ თქვენ ფხიზ­ლობთ მა­გრამ აქ­ტი­უ­რი არ ხართ მო­ნა­ცემ­თა ბა­ლან­სი გა­რე­გა­ნი­დან ში­ნა­გან­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს. თქვე­ნი აზ­როვ­ნე­ბა გარ­კვე­ულ დო­ნე­ზე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ხდე­ბა გა­რე­გა­ნი სტი­მუ­ლა­ტო­რე­ბის­გან გო­ნე­ბა იფან­ტე­ბა და თქვენ ოცნე­ბებ­ში იძი­რე­ბით. გო­ნე­ბის რა­ღაც ნა­წილ­ში აგებთ სამ­ყა­როს რო­მე­ლიც განს­ხვავ­დე­ბა რე­ა­ლუ­რის­გან. ამა­ვე დროს თქვენს ხელთ უკვე არ­სე­ბუ­ლი მო­ცე­მუ­ლი სამ­ყა­როს გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი მო­დე­ლი ნე­ბის­მი­ერ დროს, მა­გა­ლი­თად რა­ი­მე საფ­რთხის გა­ჩე­ნის შემთ­ხვე­ვა­ში შეძ­ლებს მი­იპ­ყროს თქვე­ნი ყუ­რად­ღე­ბა.

ხო­ლო ძი­ლი­სას გა­რე სამ­ყა­რო­დან ისე მცი­რე სენ­სო­რუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი მო­დის, რომ თქვენ შე­გნე­ბუ­ლად წყვეტთ მის მო­დე­ლი­რე­ბას. რო­დე­საც მძი­ნარ გო­ნე­ბა სა­კმა­რი­სად აქ­ტი­ურ­დე­ბა თქვენს ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში იგე­ბა სამ­ყა­როს მო­დე­ლი რო­მე­ლიც რო­გორც წე­სი არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი გა­რე სამ­ყა­რო­ზე-ესაა სიზ­მა­რი. მძი­ნა­რე გო­ნე­ბა ყო­ველ­თვის არ წა­რმოქ­მნის სამ­ყა­როს მრა­ვალ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ან მო­დელს. თით­ქოს­და ის სა­ერ­თოდ არ ფი­ქრობს ან­და ძა­ლი­ან მცი­რედ მოქ­მე­დებს. ძი­ლი­სას მენ­ტა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბის განს­ხვა­ვე­ბე­ბი დიდ­წი­ლად მძი­ნა­რეს გო­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბე­ბზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ძი­ლი არა გა­რე სამ­ყა­როს­გან პა­სი­უ­რი გამ­თიშ­ვე­ლი, რო­გორც ამას მე­ცნი­ე­რე­ბი მი­იჩ­ნევ­დნენ მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნემ­დე. არ­სე­ბობს ძი­ლის ორი სხვა და სხვა ფა­ზა, მშვი­დი და აქ­ტი­უ­რი ფა­ზა, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან განს­ხვავ­დე­ბი­ან ბი­ო­ქი­მი­უ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, ფი­ზი­კუ­რი და ქცე­ვი­თი კუთ­ხით. ამ ორი მდგო­მა­რე­ო­ბის და­სად­გე­ნად იყე­ნე­ბენ გო­ნე­ბის ტალ­ღე­ბის ცვლი­ლე­ბას (ელექ­ტრო­ნუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა რო­მე­ლიც თა­ვის ზე­და­პირ­ზე იზო­მე­ბა), თვა­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბას და კუნ­თე­ბის ტო­ნუსს. მშვი­დი ფა­ზა თით­ქმის იგი­ვეა რაც ძილ­ზე მი­ღე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა-უმოქ­მე­დო დას­ვე­ნე­ბა, რო­ცა გო­ნე­ბა თით­ქმის არ მუ­შა­ობს და სუნთ­ქვაც ნე­ლი და ღრმაა, ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლა მი­ნი­მა­ლუ­რი, გა­მო­ი­ყო­ფა ზრდის ჰო­რმო­ნი რო­მე­ლიც აღ­დგე­ნით პრო­ცე­სებს უწ­ყობს ხელს. ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოფ­ხიზ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი დე­ზო­რი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და ძნე­ლად იხ­სე­ნებს რა ესიზ­მრე­ბო­და. ამ მდგო­მა­რე­ო­ბას შე­გიძ­ლი­ათ და­ა­კვირ­დეთ თქვენს ძაღ­ლზე ან კა­ტა­ზე, რო­ცა მათ მშვი­დად სძი­ნავთ სფინ­ქსის პო­ზა­ში და ნე­ლა და რიტ­მუ­ლად სუნ­თქა­ვენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ ესაა ძი­ლის ის ფა­ზა რო­ცა ად­გი­ლი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ძილ­ში სი­ა­რულ­სა და ლა­პა­რაკს.

მშვი­დი­დან აქ­ტი­ურ ძილ­ში გა­დას­ვლა სა­კმა­ოდ შთამ­ბეჭ­და­ვია. აქ­ტი­უ­რი ძლის ფა­ზი­სას, რო­მელ­საც ხში­რად თვა­ლე­ბის სწრა­ფი მოძ­რა­ო­ბის ფა­ზას ეძა­ხი­ან, ან­და თსმ (REM – rapid eye movement) ძილს, თქვე­ნი თვა­ლე­ბი სწრა­ფად მოძ­რა­ობს(და­ხუ­ჭუ­ლი ქუ­თუ­თო­ე­ბის მიღ­მა რა თქმა უნ­და)იმა­ზე სწრა­ფად ვი­დრე სიფ­ხიზ­ლი­სას. თქვე­ნი სუნთ­ქვა სწრა­ფი და არა­თა­ნა­ბა­რი ხდე­ბა, ტვი­ნი ხარ­ჯავს იმ­დე­ნი­ვე ენე­რგი­ას რო­გორც სიფ­ხიზ­ლე­ში, და სიზ­მრე­ბიც უფრო მკა­ფი­ოა. თუ მა­მა­კა­ცი ბრძან­დე­ბით შე­საძ­ლოა ერექ­ცი­აც გქონ­დეთ, თუ ქა­ლი-გაძ­ლი­ერ­დე­ბა ვა­გი­ნა­ლუ­რი სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვა. მა­გრამ ტვი­ნის აქ­ტი­უ­რო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, თქვე­ნი სხე­უ­ლი თით­ქმის უძ­რა­ვი რჩე­ბა, (მცი­რე მოძ­რა­ო­ბე­ბის გარ­და)რად­გან თსმ ძი­ლი­სას სხე­უ­ლი დრო­ე­ბით პა­რა­ლიზ­დე­ბა რა­თა თა­ვი­დან აგა­რი­დოთ მოძ­რა­ო­ბე­ბი ძი­ლი­სას.

თსმ ფა­ზა­ში „ძი­ლი­სას პა­რა­ლი­ზე­ბა“ ყო­ველ­თვის არ წყდე­ბა გაღ­ვი­ძე­ბის­თა­ნა­ვე, ამი­ტო­მაც გაღ­ვი­ძე­ბი­სას ვერ ვინ­ძრე­ვით თით­ქმის ერ­თი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. ძი­ლი­სას პა­რა­ლი­ზე­ბა სა­ში­ნე­ლი შეგ­რძნე­ბაა, მა­გრამ სი­ნამ­დვი­ლე­ში სრუ­ლი­ად უმ­ტკივ­ნე­უ­ლოა, და შე­საძ­ლოა სა­სა­რგე­ბლოც კი იყოს ცნო­ბი­ე­რი სიზ­მრე­ბის და­საწ­ყე­ბად (იხ.თა­ვი4). თქვენ შე­გიძ­ლი­ათ თვა­ლი მი­ა­დევ­ნოთ „პა­რა­დოქ­სულ ძილს,“ რო­გორც თსმ-ძილს ეძა­ხი­ან ევ­რო­პა­ში, რო­დე­საც უყუ­რებთ ძაღლს ან კა­ტას მთლი­ა­ნად გა­თი­შუ­ლი, წყვე­ტი­ლი სუნთ­ქვით, ოდ­ნავ ტო­კავს, ამოძ­რა­ვებს თვა­ლებს, ძა­ღლი-წკმუ­ტუ­ნებს, კუდს აქი­ცი­ნებს, იღრი­ნე­ბა და იყე­ფე­ბა. სწო­რად ამ დროს სა­მარ­თლი­ა­ნად აღ­ნიშ­ნავს ხალ­ხი „შე­ხე­დე მუ­რა სიზ­მარს ხე­დავს“.

სხვა პოსტები

რა არის იოგა?

ოდესმე გიფიქრიათ, რა არის იოგა სინამდვილეში? ალბათ გინახავთ ადამიანები რთულ პოზებში ან მედიტაციის დროს და გაგჩენიათ კითხვა, რას აკეთებენ ისინი ან რის მიღწევას ცდილობენ ამით? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივი არ არის. იოგა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური ვარჯიშები. ის არის უძველესი პრაქტიკა, რომელიც აერთიანებს სხეულს, გონებას და ემოციას, რათა მივაღწიოთ ჰარმონიასა და კეთილდღეობას. თუ იოგას სამყაროსთან შეხება არასდროს გქონიათ, ეს სტატია თქვენთვისაა! იოგა ათასობით წლის წინ ინდოეთში წარმოიშვა და თავდაპირველად სულიერი განვითარებისკენ იყო მიმართული. დროთა განმავლობაში ის განვითარდა და სახე იცვალა. დღესდღეობით მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იყენებს მას როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ასევე არიან ადამიანები, რომლებმაც შემოინახეს…

გურამ ჟღამაძე
Scroll to Top