ლუციდური სიზმრების სამყარო

ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 6

ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 6

ავტორი: სტივენ ლაბერჟე

ვისწავლოთ, თუ როგორ ვისწავლოთ

ბევ­რი ადა­მია­ნი ხე­დავს ლუ­ცი­დურ სი­ზმარს მას შემ­დეგ რაც პირ­ვე­ლად კით­ხუ­ლობს ან ის­მენს მას­ზე. ეს რა­ღა­ცით ახალ­ბე­დას იღ­ბალს ჰგავს; მათ ეუბ­ნე­ბი­ან რომ ამის გა­კე­თე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია და ისი­ნიც აკე­თე­ბენ. შე­დე­გად ამ წიგ­ნის ყიდ­ვი­სას ცნო­ბის­მოყ­ვა­რეო­ბას გა­იღიზია­ნებთ და ამით ერთ-ორ ლუ­ცი­დურ სიზ­მარს გა­მო­იწ­ვევთ, მაგ­რამ შე­საძ­ლოა ვერ ის­წავ­ლოთ რო­გორ გა­მო­იწ­ვი­ოთ ისი­ნი მა­შინ რო­ცა მო­გინ­დე­ბათ. ამ თავ­ში ნა­ხავთ თუ რა უნა­რე­ბი და ცოდ­ნა უნ­და გქონ­დეთ იმის­თვის, რომ შემ­დგომ თა­ვებ­ში აღ­წე­რი­ლი მე­თო­დე­ბი აით­ვი­სოთ.

ვიდ­რე ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის კვლე­ვას და­იწ­ყებთ უნ­და იცო­დეთ გარ­კვეუ­ლი ძი­რი­თა­დი ფაქ­ტე­ბი თქვენს გო­ნე­ბა­სა და სხე­ულის შე­სა­ხებ სიზ­მარ­ში. ეს და­გეხ­მა­რე­ბათ თქვე­ნი “მენ­ტა­ლუ­რი ბლო­კე­ბის” წარ­მო­შო­ბის გა­გე­ბა­ში, რომ­ლე­ბიც ხელს უშ­ლი­ან ადა­მია­ნებს სიზ­მარ­ში გა­მოფ­ხიზ­ლე­ბა­ში.

ვარ­ჯი­ში ლუ­ცი­დურ სიზ­მრე­ბ­ში იწ­ყე­ბა სიზ­მრე­ბის დღი­ურის წარ­მოე­ბის დაწ­ყე­ბი­დან, ნა­ნა­ხის აღ­დგე­ნის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. თქვე­ნი ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის დღი­ური და­გეხ­მა­რე­ბათ იმის უკეთ გა­გე­ბა­ში, თუ რო­გო­რე­ბია თქვე­ნი სიზ­მრე­ბი. შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი – სიზ­მრე­ბის სიმ­რავ­ლე­ში უნ­და მო­ძებ­ნოთ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი რაც თქვენს სიზ­მრებს ახა­სია­თებს, რომ­ლე­ბიც საკ­მა­რი­სად ხში­რად ჩნდე­ბი­ან თქვენ სიზ­მრებ­ში, რაც და­გეხ­მა­რე­ბათ გან­საზღვროთ რომ სიზ­მარ­ში ხართ. სიზ­მრე­ბის დღი­ური და­გეხ­მა­რე­ბათ 3 და 4 თა­ვებ­ში აღ­წე­რი­ლი სიზ­მარ­ხილ­ვის ინ­დუქ­ციუ­რი ტექ­ნი­კის ათ­ვი­სე­ბა­ში.

რო­დე­საც უკ­ვე გა­უში­ნა­ურ­დე­ბით თქვენს ძი­რი­თად სიზ­მრებს, უნ­და ის­წავ­ლოთ რო­გორ უნ­და გახა­დოთ ისინი მეტ-ნაკ­ლე­ბად გაც­ნო­ბიე­რე­ბუ­ლი თქვე­ნი სურ­ვი­ლი­სა­მებრ. მზად უნ­და იყოთ სცა­დოთ ის ხერ­ხე­ბი რაც ამ წიგ­ნის შემ­დეგ თა­ვებ­ში იქ­ნე­ბა აღ­წე­რი­ლი. მაგ­რამ პირ­ველ რიგ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყუ­რად­ღე­ბა მი­აქ­ცი­ოთ წინასწარ მოსამზადებელ უნა­რებ­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ას რაც დაგ­ჭირ­დე­ბათ რო­ცა ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მარ­მხილ­ვე­ლი გახ­დე­ბით. ან­ბა­ნი თუ არ იცით პო­ემას ვერ და­წერთ.

სხვა პოსტები

რა არის იოგა?

ოდესმე გიფიქრიათ, რა არის იოგა სინამდვილეში? ალბათ გინახავთ ადამიანები რთულ პოზებში ან მედიტაციის დროს და გაგჩენიათ კითხვა, რას აკეთებენ ისინი ან რის მიღწევას ცდილობენ ამით? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივი არ არის. იოგა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური ვარჯიშები. ის არის უძველესი პრაქტიკა, რომელიც აერთიანებს სხეულს, გონებას და ემოციას, რათა მივაღწიოთ ჰარმონიასა და კეთილდღეობას. თუ იოგას სამყაროსთან შეხება არასდროს გქონიათ, ეს სტატია თქვენთვისაა! იოგა ათასობით წლის წინ ინდოეთში წარმოიშვა და თავდაპირველად სულიერი განვითარებისკენ იყო მიმართული. დროთა განმავლობაში ის განვითარდა და სახე იცვალა. დღესდღეობით მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იყენებს მას როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ასევე არიან ადამიანები, რომლებმაც შემოინახეს…

გურამ ჟღამაძე
Scroll to Top