იოგას ნათელქმნა

იოგას ნათელქმნა ნაწილი 5 – Light on Yoga

იოგას ნათელქმნა ნაწილი 5 – Light on Yoga

ავტორი: B. K. S. Iyengar

შიშია და გურუ (მოწაფე და მასწავლებელი)

„ში­ვა სამ­ჰი­ტა“ სუ­ლი­ერ მა­ძი­ებ­ლებს ოთხ ტი­პად ყოფს: 1) მრდუ — სუს­ტი, 2) მა­დია­მა — სა­შუ­ალო, 3) ად­ჰი­მატ­რა — მა­ღა­ლი და 4) ად­ჰი­მატ­რა­ტა­მა — უმაღ­ლე­სი. ამ უკა­ნას­კნელს, ყვე­ლა­ზე მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე მდგომს, ერ­თა­დერთს შე­უძ­ლია გას­ცდეს ხი­ლუ­ლი სამ­ყა­როს უსას­რუ­ლო ოკეანეს.

სუს­ტი მა­ძი­ებ­ლე­ბი არი­ან ისი­ნი, ვი­საც აკ­ლია ენ­თუ­ზი­აზ­მი, აკ­რი­ტი­კე­ბენ თა­ვი­ანთ მას­წავ­ლებ­ლებს, ხარ­ბე­ბი არიან, ცუდი ქმე­დე­ბე­ბის­კენ  მიდ­რე­კილ­ნი, ბევრს ჭა­მენ, ვნე­ბებს ჰყვე­ბი­ან, არას­ტა­ბი­ლუ­რე­ბი, მშიშ­რე­ბი, ხში­რად ავად­მყო­ფე­ბი, სხვებ­ზე და­მო­კი­დე­ბულ­ნი, უხე­შად მეტ­ყვე­ლე­ბენ, აქვთ სუს­ტი ხა­სია­თი  და ში­ნა­გა­ნი ძა­ლა აკ­ლი­ათ. ასეთ მა­ძი­ებ­ლებს გუ­რუ მხო­ლოდ მან­ტრა-იო­გის გზით უძ­ღვე­ბა. დი­დი ძა­ლის­ხმე­ვით, ასეთ­მა პრაქ­ტი­კოს­მა შე­იძ­ლე­ბა თორ­მე­ტი წლის შემ­დეგ მი­აღ­წი­ოს გამოღვი­ძე­ბას.

(სიტ­ყვა „მან­ტრა“ მომ­დი­ნა­რე­ობს ფეს­ვი­დან მან — „ფიქ­რი“. მან­ტრა ნიშ­ნავს წმინ­და აზრს ან ლოც­ვას, რო­მე­ლიც გა­მეო­რე­ბით და მი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბის სრუ­ლი გაც­ნო­ბიე­რე­ბით ით­ქმის. სუსტ მა­ძიე­ბელს დი­დი დრო სჭირ­დე­ბა, რომ მან­ტრამ გო­ნე­ბა­ში ფეს­ვი გა­იდ­გას, და კი­დევ უფ­რო მე­ტი — რომ შე­დე­გი გა­მო­იღოს.)

სა­შუა­ლო მა­ძიე­ბე­ლია ის, ვინც გო­ნებ­რი­ვად გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლია, შე­უძ­ლია სირ­თუ­ლეე­ბის ატა­ნა, გულ­წრფე­ლად ეს­წრაფ­ვის სრულ­ყო­ფას, რბი­ლად სა­უბ­რობს და ნე­ბის­მი­ერ ვი­თა­რე­ბა­ში ზო­მიე­რე­ბას ინარ­ჩუ­ნებს. ამ თვი­სე­ბე­ბის და­ნახ­ვის შემ­დეგ გუ­რუ მას ლაი­ა-იო­გას ას­წავ­ლის — გზას, რო­მელსაც გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე მიჰ­ყავს. (ლაი­ა ნიშ­ნავს მიძ­ღვნას, შთან­თქმას, გახ­სნას.)

უმაღ­ლე­სი მა­ძიე­ბე­ლია ის, ვინც გო­ნებ­რი­ვად მტკი­ცეა, ლაი­ა-იო­გას­თვის მზა­დაა, ძლი­ერი და და­მოუ­კი­დე­ბე­ლია, კე­თილ­შო­ბი­ლი, გულ­მოწ­ყა­ლე, შემ­წყნა­რე­ბე­ლი, ჭეშ­მა­რი­ტი, მა­მა­ცი, ახალ­გაზ­რდუ­ლი სუ­ლის მქო­ნე, მას­წავ­ლებ­ლის პა­ტი­ვის­მცე­მე­ლი და იო­გის პრაქ­ტი­კა­ზე სრუ­ლად კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი. ასეთ ადა­მი­ანს გა­მოღ­ვი­ძე­ბის­თვის  ექ­ვსი წლის პრაქ­ტი­კა ჰყოფ­ნის. გუ­რუ მას ჰათ­ჰა-იო­გას ას­წავ­ლის.

უმაღ­ლე­სი, სრულ­ყო­ფი­ლი მა­ძიე­ბე­ლია ის, ვინც სავ­სეა ძა­ლი­თა და ენ­თუ­ზი­აზ­მით, მიმ­ზიდ­ვე­ლი გა­რეგ­ნო­ბი­საა, მა­მა­ცი, წმინ­და ტექ­სტებ­ში გან­სწავ­ლუ­ლი, სწავ­ლა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, გო­ნებ­რი­ვად ჯან­სა­ღი, არ არის მე­ლან­ქო­ლი­ური, ახალ­გაზ­რდო­ბას ინარ­ჩუ­ნებს, რე­გუ­ლა­რუ­ლად იკ­ვე­ბე­ბა, გრძნო­ბებს აკონ­ტრო­ლებს, ში­შის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლია, სუფ­თაა, მო­ხერ­ხე­ბუ­ლი, გუ­ლუხ­ვი, ყვე­ლას­თვის დამ­ხმა­რე, მტკი­ცე, გო­ნი­ერი, და­მოუ­კი­დე­ბე­ლი, შემ­წყნა­რე­ბე­ლი, კარ­გი ხა­სი­ათის, რბი­ლი მეტ­ყვე­ლე­ბის და თა­ვი­სი გუ­რუს ერ­თგუ­ლი. ასე­თი მა­ძიე­ბე­ლი ყვე­ლა სა­ხის იო­გის­თვის მზა­დაა და შე­უძ­ლია სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­აღ­წი­ოს გამოღვი­ძე­ბას.

მი­უხე­და­ვად იმი­სა, რომ „ში­ვა სამ­ჰი­ტა“ და „ჰათ­ჰა იო­გა პრა­დი­პი­კა“ სა­უბ­რო­ბენ იმ დრო­ზე, რომ­ლის გან­მავ­ლო­ბა­შიც შე­დე­გის მიღ­წე­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, პა­ტან­ჯა­ლი არ­სად ასა­ხე­ლებს კონ­კრე­ტულ ვა­დას, თუ რო­დის ერ­თი­ან­დე­ბა ინ­დი­ვი­დუა­ლუ­რი სუ­ლი ღვთა­ებ­რივ, უნი­ვერ­სა­ლურ სულ­თან. მი­სი თქმით, აბ­ჰია­სა (მუდ­მი­ვი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი პრაქ­ტი­კა) და ვა­ირა­გია (მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბე­ბის­გან თა­ვი­სუფ­ლე­ბა) ამ­შვი­დებს და ასუფ­თა­ვებს გო­ნე­ბას. აბ­ჰია­სა არის ხან­გრძლი­ვი, უწ­ყვე­ტი ძა­ლის­ხმე­ვა, რო­მე­ლიც ერ­თგუ­ლე­ბით სრულ­დე­ბა და მყარ სა­ფუძ­ველს ქმნის. იო­გის სწავ­ლა არ ჰგავს დიპ­ლო­მის ან უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხა­რის­ხის მი­ღე­ბას კონ­კრე­ტულ ვა­და­ში სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მო­ლო­დი­ნით. ამ გზა­ზე არ­სე­ბუ­ლი სირ­თუ­ლეე­ბი და გა­მოც­დე­ბი დიდ­წი­ლად გუ­რუს დახ­მა­რე­ბით ილა­ხე­ბა. („გუ“ ნიშ­ნავს სიბ­ნე­ლეს, „რუ“ — სი­ნათ­ლეს. გუ­რუა ის, ვინც სიბ­ნე­ლეს შლის და ნა­თელი მო­აქვს.) გუ­რუს მნიშ­ვნე­ლო­ბა ღრმა და მრა­ვალ­შრი­ანია. ის უბ­რა­ლოდ მეგ­ზუ­რი არ არის — ის სუ­ლიე­რი მას­წავ­ლე­ბე­ლია, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბის გზას ას­წავ­ლის, არა მხო­ლოდ სა­არ­სე­ბო წყა­როს შოვ­ნას. ის გა­დას­ცემს სუ­ლი­ერ ცოდ­ნას, ხო­ლო ვინც ამ ცოდ­ნას იღე­ბს „ში­შია“ — მო­წა­ფე.

გუ­რუ­სა და ში­ში­ას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია — ის სცდე­ბა მშო­ბელ­სა და შვილს, ცოლ-ქმარს ან მე­გობ­რებს შო­რის კავ­შირს. გუ­რუ თა­ვი­სუ­ფა­ლია ეგო­იზ­მის­გან. მას გულ­წრფე­ლად მიჰ­ყავს თა­ვი­სი მო­წა­ფე სა­ბო­ლოო მიზ­ნის­კენ, დი­დე­ბის ან სარ­გებ­ლის სურ­ვი­ლის გა­რე­შე. ის აჩ­ვე­ნებს ღვთის გზას, აკ­ვირ­დე­ბა მო­წა­ფის წინ­სვლას და სიყ­ვა­რუ­ლით უძ­ღვე­ბა მას. გუ­რუ შთა­აგო­ნებს ნდო­ბას, ერ­თგუ­ლე­ბას, დის­ციპ­ლი­ნას, ღრმა გა­გე­ბა­სა და ში­ნა­გან ნა­თე­ბას. მას სჯე­რა თა­ვი­სი მო­წა­ფის და ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რომ სწავ­ლე­ბა მას­ში რე­ალუ­რად და­ილე­ქოს. ის წა­ახა­ლი­სებს კით­ხვე­ბის დას­მას, ანა­ლიზს და სი­მარ­თლის ძი­ებას.

მო­წა­ფეს უნ­და ჰქონ­დეს ში­ნა­გა­ნი მზა­ობა უმაღ­ლე­სი გაც­ნო­ბიე­რე­ბის­თვის. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ნდო­ბა, ერ­თგუ­ლე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი გუ­რუს მი­მართ. გუ­რუ–მო­წა­ფის ურ­თი­ერ­თო­ბის კლა­სი­კუ­რი მა­გა­ლი­თე­ბია ია­მა და ნა­ჩი­კე­ტა „კათ­ჰა უპა­ნი­შა­დი­დან“, ასე­ვე შრი კრიშ­ნა და არ­ჯუ­ნა „ბჰა­გა­ვად გი­ტა­დან“. ნა­ჩი­კე­ტამ და არ­ჯუ­ნამ გაღ­ვი­ძე­ბას მი­აღ­წი­ეს ერთ მი­ზან­ზე მი­მარ­თუ­ლი გო­ნე­ბით, ძლი­ერი სურ­ვი­ლით და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე  სუ­ლით.

მო­წა­ფეს ცოდნა უნ­და ში­ოდეს, თავ­მდაბ­ლო­ბა, გამ­ძლეო­ბა და მიზ­ნი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბა უნ­და ჰქონ­დეს. ის გუ­რუს­თან მხო­ლოდ ცნო­ბის­მოყ­ვა­რეო­ბის გა­მო არ უნ­და მი­ვი­დეს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია შრად­ჰა — ცოც­ხა­ლი, მოქ­მე­დი რწმე­ნა — და მოთ­მი­ნე­ბა, თუ შე­დე­გი მო­სა­ლოდ­ნელ დრო­ში არ დგე­ბა. მო­უს­ვე­ნა­რი გო­ნე­ბის დამ­შვი­დე­ბას, რო­მე­ლიც წარ­სუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბე­ბი­სა და სამ­სკა­რე­ბის (წარ­სუ­ლი აზ­რე­ბი­სა და ქმე­დე­ბე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბის) ფე­ნე­ბი­თაა დამ­ძი­მე­ბუ­ლი, დი­დი მოთ­მი­ნე­ბა სჭირ­დე­ბა.

გუ­რუს სიტ­ყვე­ბის უბ­რა­ლოდ მოს­მე­ნა არ ნიშ­ნავს, რომ მო­წა­ფე მოძ­ღვრე­ბას რე­ალუ­რად შე­ით­ვი­სებს. ამას ადას­ტუ­რებს ინ­დრა­სა და ვი­რო­ჩა­ნას ის­ტო­რია. ინ­დრა, ღმერ­თე­ბის მე­ფე და ვი­რო­ჩა­ნა, დე­მონ­თა პრინ­ცი, ერ­თად მი­ვიდ­ნენ თა­ვი­ანთ სუ­ლი­ერ მას­წავ­ლე­ბელ ბრაჰ­მას­თან უმაღ­ლე­სი  მეს შეც­ნო­ბის­თვის. ორი­ვემ ერ­თი და იგი­ვე სიტ­ყვე­ბი მო­ის­მი­ნა, მაგ­რამ მხო­ლოდ ინ­დრამ მი­აღ­წია გაღ­ვი­ძე­ბას. მი­სი გა­გე­ბა გაღ­რმავ­და საგ­ნი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბით და მას­წავ­ლებ­ლი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და რწმე­ნით. ის ში­ნა­გან ერ­თია­ნო­ბას გრძნობ­და გუ­რუს­თან — სწო­რედ ეს გახ­და მი­სი წარ­მა­ტე­ბის მი­ზე­ზი. ვი­რო­ჩა­ნას შემ­თხვე­ვა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი იყო მხო­ლოდ ინ­ტე­ლექ­ტი. მას არც საგ­ნის და არც მას­წავ­ლებ­ლის მი­მართ ერ­თგუ­ლე­ბა არ ჰქონ­და. ის დარ­ჩა ისე­თი­ვე, რო­გო­რიც იყო — გო­ნებ­რი­ვად ძლი­ერი, მაგ­რამ ში­ნა­გა­ნად გამოუღ­ვი­ძე­ბე­ლი. ინ­დრას ჰქონ­და ინ­ტე­ლექ­ტუა­ლუ­რი თავ­მდაბ­ლო­ბა, ვი­რო­ჩა­ნას — ინ­ტე­ლექ­ტუა­ლუ­რი ქედ­მაღ­ლო­ბა. ინ­დრა მიძ­ღვნით ეძებ­და ცოდ­ნას, ვი­რო­ჩა­ნა კი პრაქ­ტი­კულ სარ­გე­ბელს — იმ ძა­ლას, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად გა­მო­ად­გე­ბო­და.

მო­წა­ფემ ყვე­ლა­ზე მე­ტად სიყ­ვა­რუ­ლი, ზო­მიე­რე­ბა და თავ­მდაბ­ლო­ბა უნ­და და­აფა­სოს. სიყ­ვა­რუ­ლი აჩე­ნს სი­მა­მა­ცეს, ზო­მიე­რე­ბა — სი­უხ­ვეს, ხო­ლო თავ­მდაბ­ლო­ბა — ნამ­დვილ ძა­ლას. სი­მა­მა­ცე სიყ­ვა­რუ­ლის გა­რე­შე სი­სას­ტი­კეა. სი­უხ­ვე ზო­მიე­რე­ბის გა­რე­შე გა­და­ჭარ­ბე­ბა­სა და დაღ­მას­ვლას იწ­ვევს. ძა­ლა თავ­მდაბ­ლო­ბის გა­რე­შე ქედ­მაღ­ლო­ბა­სა და ტი­რა­ნია­ში გა­და­იზ­რდე­ბა. ჭეშ­მა­რი­ტი მო­წა­ფე გუ­რუს­გან სწავ­ლობს იმ ძა­ლას, რო­მე­ლიც მას არას­დროს და­ტო­ვებს, რო­ცა იგი პირ­ველ­წყა­როს — სა­კუ­თა­რი არ­სე­ბის საწ­ყისს — და­უბ­რუნ­დე­ბა.

სხვა პოსტები

რა არის იოგა?

ოდესმე გიფიქრიათ, რა არის იოგა სინამდვილეში? ალბათ გინახავთ ადამიანები რთულ პოზებში ან მედიტაციის დროს და გაგჩენიათ კითხვა, რას აკეთებენ ისინი ან რის მიღწევას ცდილობენ ამით? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივი არ არის. იოგა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური ვარჯიშები. ის არის უძველესი პრაქტიკა, რომელიც აერთიანებს სხეულს, გონებას და ემოციას, რათა მივაღწიოთ ჰარმონიასა და კეთილდღეობას. თუ იოგას სამყაროსთან შეხება არასდროს გქონიათ, ეს სტატია თქვენთვისაა! იოგა ათასობით წლის წინ ინდოეთში წარმოიშვა და თავდაპირველად სულიერი განვითარებისკენ იყო მიმართული. დროთა განმავლობაში ის განვითარდა და სახე იცვალა. დღესდღეობით მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იყენებს მას როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ასევე არიან ადამიანები, რომლებმაც შემოინახეს…

გურამ ჟღამაძე
Scroll to Top