ახალბედა ვეგეტარიანელების 10 შეცდომა

ახალბედა ვეგეტარიანელების 10 შეცდომა

ახალბედა ვეგეტარიანელების 10 შეცდომა

შეცდომები, რომელსაც ახალბედა ვეგეტარიანელები უშვებენ

მრა­ვალ­მა ადა­მი­ან­მა სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გა­მო გა­დაწ­ყვი­ტა შე­ეწ­ყვი­ტა ხორ­ცის ჭა­მა და გამ­ხდა­რიყ­ვნენ ვე­გე­ტა­რია­ნე­ლე­ბი, მაგ­რამ ამა თუ იმ მი­ზე­ზის გა­მო მა­ლე­ვე შეწ­ყვი­ტეს ვე­გე­ტა­რია­ნუ­ლი კვე­ბა და და­უბ­რუნ­დნენ მა­ნამ­დე უკ­ვე ნაც­ნობ საკ­ვებს.

რა გა­ნა­პი­რო­ბებს ამას? სად ქრე­ბა ენ­თუ­ზი­აზ­მი? ძა­ლი­ან ხში­რად ეს უბ­რა­ლოდ არ­ცოდ­ნაა და ამ არ ცოდ­ნი­დან გა­მოწ­ვეუ­ლი დის­კომ­ფორ­ტი ან ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი. რა თქმა უნ­და, ვინ რას და რო­გორ ჭამს ჩე­მი საქ­მე არ არის, ეს ინ­დი­ვი­დის არ­ჩე­ვა­ნია.

ეს პოს­ტი იმის­თვის არის შექ­მნი­ლი, რომ გან­ვი­ხი­ლოთ ახალ­ბე­და ვე­გე­ტა­რია­ნე­ლე­ბის ყვე­ლა­ზე ხში­რად დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი, რა­თა ეს შეც­დო­მე­ბი თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ და თქვე­ნი არ­ჩე­ვა­ნი არ გა­და­იქ­ცეს დის­კომ­ფორ­ტად, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბად და ხან­და­ხან ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე და­ზია­ნე­ბად.

ხში­რად ახალ­ბე­და ვე­გე­ტა­რია­ნე­ლებ­მა არა­ფე­რი იცი­ან ადა­მია­ნის ბი­ოლო­გი­ურ აგე­ბუ­ლე­ბა­ზე და არ ეს­მით რა სჭირ­დე­ბა ორ­გა­ნიზმს. ასე­ვე არ ეს­მით სხვა­დას­ხვა ფი­ზიო­ლო­გიუ­რი და ფსი­ქო­ლო­გიუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი.

მე მო­გიყ­ვე­ბით ახალ­ბე­და ვე­გე­ტა­რია­ნე­ლე­ბის 10 შეც­დო­მა­ზე, რომ­ლებ­საც ისი­ნი ყვე­ლა­ზე ხში­რად უშ­ვე­ბენ.

გავრცელებული შეცდომებია:

1. საკუთარი თავის იძულება.

ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ფსი­ქო­ლო­გიუ­რი ფაქ­ტო­რი და ის თუ რამ­დე­ნად მყა­რია თქვე­ნი გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა. პირ­ველ რიგ­ში თქვე­ნი ცვლი­ლე­ბა უნ­და ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს მი­ზანს. თუ მი­ზა­ნი ნა­თე­ლია და ზუს­ტად იცით რა­ტომ აკე­თებთ ამას თქვენ მარ­ტი­ვად შეძ­ლებთ ხორ­ცზე უა­რის თქმას. ასე­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია სტრე­სი, რო­მელ­საც ორ­გა­ნიზ­მი კვე­ბის შეც­ვლით გა­ნიც­დის. ასე­ვე ნუ აყ­ვე­ბით მო­დას, თუ ხვდე­ბით, რომ ვე­გე­ტა­რია­ნე­ლო­ბა თქვე­ნი არაა, ტყუ­ილა ნუ დაა­ტანთ თავს ძა­ლას. ვე­გე­ტა­რია­ნე­ლო­ბა თქვე­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნი უნ­და იყოს და არა ტან­ჯვის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი. 

2. ჩქარი ცვლილება.

ხში­რად ადა­მია­ნებს ჰგო­ნი­ათ, რომ მე­ორე დღი­დან­ვე უკ­ვე ვე­გე­ტა­რია­ნე­ლე­ბი უნ­და გახ­დნენ. ეს ესე არ ხდე­ბა. ორ­გა­ნიზ­მის­თვის ესე­თი უე­ცა­რი ცვლი­ლე­ბა ძა­ლი­ან დი­დი სტრე­სია და აუ­ცი­ლებ­ლად აი­სა­ხე­ბა თქვენ ფსი­ქი­კა­ზე. ცვლი­ლე­ბა ჯო­ბია ნელ-ნე­ლა გან­ხორ­ცი­ელ­დეს. და­იწ­ყეთ თქვენ ჩვე­ულ კვე­ბა­ში უმი ბოს­ტნეუ­ლის შე­მო­ტა­ნა. პირ­ველ თვეს 20%, მე­ორე თვეს 30 და ესე 50% მდე. შემ­დეგ უკ­ვე შე­გიძ­ლი­ათ ხორ­ცის ჩა­ნაც­ვლე­ბა და­იწ­ყოთ, თან და­აკ­ვირ­დით სხე­ულს. ცა­დეთ სოი­ოს, ოს­პის, მუ­ხუ­დოს და ლო­ბი­ოს შე­მო­ტა­ნა, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ამ­ცი­რეთ ხორ­ცი და ბო­ლოს შეწ­ყვი­ტეთ მი­სი მოხ­მა­რე­ბა.

3. ხორცის ჩანაცვლება მხოლოდ ცომეულით.

ხორ­ცის ამო­ღე­ბა არ ნიშ­ნავს მხო­ლოდ ხა­ჭა­პურ­ზე, მა­კა­რონ­ზე და კარ­ტო­ფილ­ზე გა­დას­ვლას. ესე­თი ქცე­ვა ენერ­გი­ას წა­გარ­თმევს. ჩარ­თე რა­ცი­ონ­ში ცოც­ხა­ლი ბოს­ტნეუ­ლი, ხი­ლი­დან და ბოს­ტნეუ­ლი­დან გა­მო­წუ­რუ­ლი წვე­ნე­ბი, პარ­კოს­ნე­ბი და მარ­ცვლეუ­ლი!

4. ცილის იგნორირება.

ბევ­რი ივიწ­ყებს, იმას რომ ცი­ლა სჭირ­დე­ბა. ცი­ლა ორ­გა­ნიზ­მის­თვის შე­უც­ვლე­ლია მას ორ­გა­ნიზ­მი ვერ ქმნის ვერც ნახ­შირ­წყლე­ბის და ვერც ცხი­მე­ბის დაშ­ლის­გან მი­ღე­ბუ­ლი ნივ­თიე­რე­ბე­ბის­გან. ზოგს ჰგო­ნია რომ ცი­ლა მარ­ტო ხორ­ცშია ეს შეც­დო­მაა სი­ნამ­დვი­ლე­ში ის ძა­ლი­ან ბევრ რა­მე­შია მა­გა­ლი­თად: სოი­ო, ლო­ბიო, ოს­პი, მუ­ხუ­დო, შვრია, ხორ­ბა­ლი, ტო­ფუ, ხა­ჭო, მა­წო­ნი და თხი­ლეუ­ლი ცი­ლის არაჩ­ვეუ­ლებ­რი­ვი წყა­რო­ებია.

5. შეუცვლელი ამინომჟავები.

ადა­მია­ნის ორ­გა­ნიზ­მის­თვის სა­ჭი­რო ცი­ლას ორ­გა­ნიზ­მი გა­რე­დან მი­ღე­ბუ­ლი ცი­ლე­ბის დაშ­ლის ხარ­ჯზე აწარ­მო­ებს. ცი­ლე­ბი შედ­გე­ბი­ან ამი­ნომ­ჟა­ვე­ბის­გან. არ­სე­ბობს ამი­ნომ­ჟა­ვე­ბი, რო­მე­ლიც სხე­ულ­მა უნ­და მი­იღოს ის მას ვერ შექ­მნის სხვა ამი­ნომ­ჟა­ვის ხარ­ჯზე. ესე­თი ამი­ნომ­ჟა­ვა არის 9 (ძველ სა­მე­დი­ცი­ნო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში 8) და მათ შე­უც­ვლელს უწო­დე­ბენ. რად­გან თქვენ წყვეტთ ხორ­ცის მოხ­მა­რე­ბას, რო­მე­ლიც ყვე­ლა შე­უც­ვლელ ამი­ნომ­ჟა­ვას შეი­ცავს თქვენ ის უნ­და ჩა­ანაც­ვლოთ სხვა რა­მით. ამი­ნომ­ჟა­ვე­ბის სრუ­ლი სპექ­ტრის მი­სა­ღე­ბად საკ­მა­რი­სია პრო­დუქ­ტე­ბის სწო­რი კომ­ბი­ნა­ცია დღის გან­მავ­ლო­ბა­ში.

მარ­ტი­ვი ფორ­მუ­ლა: პარ­კოს­ნე­ბი + მარ­ცვლეუ­ლი = სრულ­ფა­სო­ვა­ნი ცი­ლა. (მა­გა­ლი­თად: ოს­პი + წი­წი­ბუ­რა, ლო­ბიო + ბრინ­ჯი, ან ჰუ­მუ­სი + პუ­რი). ასე­ვე, ჩარ­თე რა­ცი­ონ­ში ისე­თი მცე­ნა­რე­ები, რომ­ლე­ბიც ბუ­ნებ­რი­ვად შეი­ცავს ყვე­ლა ამი­ნომ­ჟა­ვას: სოი­ო (ტო­ფუ), კი­ნოა, ჩია და კა­ნა­ფის თეს­ლი.

6. B12 ვიტამინის დავიწყება.

ეს ის ვი­ტა­მი­ნია, რომ­ლის მი­ღე­ბაც მცე­ნა­რეუ­ლი საკ­ვე­ბი­დან რთუ­ლია. აუ­ცი­ლებ­ლად გა­დაა­მოწ­მე დო­ნე და სა­ჭი­როე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მი­იღე და­ნა­მა­ტის სა­ხით. მა­წო­ნი, იო­გურ­ტი, ყვე­ლი და სხვა რძის პრო­დუქ­ტე­ბი ბ12 კარ­გი წყა­როა.

სა­ყუ­რად­ღე­ბო ნიუ­ან­სი: ბევ­რი ფიქ­რობს, რომ B12-ის მი­ღე­ბა ფერ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი­და­ნაც (მჟა­ვე­ული, ტემ­პე, კომ­ბუ­ჩა) შე­იძ­ლე­ბა. არ მოტ­ყუვ­დეთ! მცე­ნა­რე­ულ ფერ­მენ­ტი­რე­ბულ საკ­ვებ­ში ხში­რად გვხვდე­ბა ვი­ტა­მი­ნის არა­აქ­ტიუ­რი ფორ­მა (ანა­ლო­გი), რო­მელ­საც ჩვე­ნი სხე­ული ვერ ით­ვი­სებს.

7. რკინის არასაკმარისი მიღება.

რკი­ნის დე­ფი­ცი­ტი (ანე­მია) ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პრობ­ლე­მაა დამ­წყებ ვე­გე­ტა­რია­ნე­ლებ­ში. ბევრს ჰგო­ნია, რომ თუ ის­პა­ნახს ან ოსპს შე­ჭამს, რკი­ნის პრობ­ლე­მა მოგ­ვა­რე­ბუ­ლია. სი­ნამ­დვი­ლე­ში, მცე­ნა­რე­ულ რკი­ნას ორ­გა­ნიზ­მი გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლად შე­ით­ვი­სებს, ვიდ­რე ხორ­ცი­სას. რო­გორ გა­მო­ვას­წო­როთ?

გა­მოი­ყე­ნე (ვი­ტა­მი­ნი C). იმი­სათ­ვის, რომ მცე­ნა­რეუ­ლი რკი­ნა სის­ხლში მოხ­ვდეს, მას სჭირ­დე­ბა C ვი­ტა­მი­ნი. ფორ­მუ­ლა: ლო­ბიო + ბულ­გა­რუ­ლი წი­წა­კა; წი­წი­ბუ­რა + კი­ვი/ფორ­თო­ხა­ლი; ის­პა­ნა­ხი + ლი­მო­ნის წვე­ნი.

მო­ერი­დე „ბლო­კა­ტო­რებს“: ტა­ნი­ნე­ბი და კო­ფეი­ნი რკი­ნის შე­წო­ვას ხელს უშ­ლის. არ და­აყო­ლოთ საჭ­მელს ჩაი ან ყა­ვა! და­ელო­დეთ ჭა­მი­დან მი­ნი­მუმ 1 სა­ათი.

და­მა­ტე­ბი­თი რჩე­ვა: გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ კალ­ციუ­მიც ხელს უშ­ლის რკი­ნის შე­წო­ვას. ამი­ტომ, თუ რკი­ნის დე­ფი­ცი­ტი გაქვს, ეცა­დე ყვე­ლის, მაწ­ვნის და სხვა რძის პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბა და რკი­ნით მდი­და­რი სა­დი­ლის (მაგ. ოს­პის წვნი­ანი, წი­წი­ბუ­რა) მი­ღე­ბა დრო­ში გა­მიჯ­ნო.

8. მცირე ულუფებით კვება.

მცე­ნა­რე­ულ საკ­ვებს ხში­რად ნაკ­ლე­ბი კა­ლო­რია აქვს, ვიდ­რე ხორცს. თუ მუდ­მი­ვად გშია, ეს ნიშ­ნავს, რომ საკ­მა­რისს არ ჭამ და უნ­და გა­ზარ­დე ულუ­ფე­ბი. მო­უს­მი­ნეთ სა­კუ­თარ სხე­ულს. საკ­ვე­ბის და­ნაკ­ლი­სი თქვე­ნი სხე­ულის­თვის ძა­ლი­ან დი­დი სტრე­სია. ეს ნე­გა­ტიუ­რად აი­სა­ხებ თქვენ ფსი­ქი­კა­ზეც.

9. ერთფეროვნება.

ყო­ველ­დღე წი­წი­ბუ­რას ჭა­მა მა­ლე მოგ­ბეზ­რდე­ბა. ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ატა­რე ახალ რე­ცეპ­ტებ­ზე ან მო­იძიე უკ­ვე არ­სე­ბუ­ლი რე­ცეპ­ტე­ბი. ინ­ტერ­ნეტ­ში უამ­რა­ვი რე­ცეპ­ტია, რო­მელ­საც შე­უძ­ლია შე­გიმ­სუ­ბუ­ქოს ვე­გე­ტა­რია­ნე­ლო­ბის პირ­ვე­ლი თვე­ები. 

10. წყლის არასაკმარისი მიღება.

რო­ცა ვე­გე­ტა­რია­ნე­ლი ხდე­ბით, ხში­რად იზ­რდე­ბა უჯ­რე­დი­სის (ბოჭ­კოს) მი­ღე­ბა ხი­ლი­სა და ბოს­ტნეუ­ლის ხარ­ჯზე. წყლის გა­რე­შე ამან შე­იძ­ლე­ბა მუც­ლის შე­ბე­რი­ლო­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. სვით მე­ტი წყა­ლი!

სხვა პოსტები

რა არის იოგა?

ოდესმე გიფიქრიათ, რა არის იოგა სინამდვილეში? ალბათ გინახავთ ადამიანები რთულ პოზებში ან მედიტაციის დროს და გაგჩენიათ კითხვა, რას აკეთებენ ისინი ან რის მიღწევას ცდილობენ ამით? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივი არ არის. იოგა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური ვარჯიშები. ის არის უძველესი პრაქტიკა, რომელიც აერთიანებს სხეულს, გონებას და ემოციას, რათა მივაღწიოთ ჰარმონიასა და კეთილდღეობას. თუ იოგას სამყაროსთან შეხება არასდროს გქონიათ, ეს სტატია თქვენთვისაა! იოგა ათასობით წლის წინ ინდოეთში წარმოიშვა და თავდაპირველად სულიერი განვითარებისკენ იყო მიმართული. დროთა განმავლობაში ის განვითარდა და სახე იცვალა. დღესდღეობით მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იყენებს მას როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ასევე არიან ადამიანები, რომლებმაც შემოინახეს…

გურამ ჟღამაძე
Scroll to Top