
ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 5
როგორ უკავშირდება თქვენი ღვიძილის მდგომარეობის განახლებული და გამდიდრებული ცნობიერება თქვენს ლუციდური სიზმრების გამოცდილებას? მრავალი დაკვირვება რეალურ სამყაროზე შეიძლება სიზმარხილვებს მივაკუთვნოთ. თქვენი შეგრძნებები სიზმარშიც შეიძლება ისეთივე მრავალფეროვანი იყოს როგორც ცხადში. თქვენ შეიძლება ხედავდეთ, გესმოდეთ, გრძნობდეთ, გემოს შეიგრძნობდეთ, ფიქრობდეთ და იყოთ ისევე როგორც ახლა ხართ.მთავარი განსხვავება ისაა რომ თქვენს მიერ სიზმარში აღქმული მულტისენსორული სამყარო თქვენს შიგნით ჩნდება და არა გარეთ. ღვიძილის მდგომარეობაში თითქმის ყველაფერი რასაც აღიქვამთ უკავშირდება გარე სამყაროს ობიექტებს, ხალხსა და მოვლენებს. რადგან ღვიძილის მდგომარეობის ობიექტები სიზმარმხილველის ცნობიერებისგან დამოუკიდებლად არსებობენ, ისინი შედარებით მუდმივია. მაგალითად ახლა ამ წინადადებას რო წაიკითხავთ და წიგნს დახურავთ მერე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ისევ გადაშალოთ და ეს…
