იოგას ვარჯიშები ხერხემლისთვის
იოგას ვარჯიშები ხერხემლისთვის

ხერხემალი ჩვენი სხეულის მთავარი საყრდენი და ჯანმრთელობის საფუძველია. დღევანდელი ცხოვრების სტილი – ნაკლები მოძრაობა, ხანგრძლივი ჯდომა, არასწორი პოზა – ხშირად იწვევს ზურგისა და ხერხემლის ტკივილებს. იოგას ვარჯიშები კი ამ პრობლემების პრევენციისა და მკურნალობის ეფექტური საშუალებაა.
იოგას ვარჯიშები ხერხემლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ის ხელს უწყობს მის მოქნილობისა და მობილურობის გაზრდას, ამაგრებს ზურგის და მუცლის კუნთებს, ამცირებს დაძაბულობასა და სტრესს. რეგულარული პრაქტიკა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ზურგის ქსოვილების უკეთეს კვებასა და აღდგენას. იოგას საშუალებით შესაძლებელია სხეულის სწორად დაჭერა და მოძრაობის კულტურის განვითარება, რაც გვეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში ტკივილის პრევენციასა და ენერგიის გაზრდაში. იოგას პრაქტიკის დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სუნთქვას, რაც კიდევ უფრო ამარტივებს სხეულის მოდუნებას და დაძაბულობის მოხსნას. სწორი სუნთქვა აუმჯობესებს ჟანგბადის მიწოდებას ორგანიზმში და ხელს უწყობს სტრესის შემცირებას.
იოგას ზურგზე დაწოლილი, მუცელზე დაწოლილი და ფეხზე დამდგარი ვარჯიშების სწორი შეხამებით შეიძლება ხერხემლის მრავალი გამრუდების გასწორება, ასევე შეიძლება ხერხემლის არეში დისკოფორტების და ტკივილების შემცირება და გაქრობა.
როგორ დავიწყო იოგას ვარჯიში?
იპოვეთ თქვენი ინსტრუქტორი: ჩვენი საიტის სამ განყოფილებაში შეგიძლიათ აარჩიოთ თქვენთვის სასურველი ინსტრუქტორი. ხერხემლის პრობლემების შემთხვევაში თქვენ დაგჭირდებათ აშაშთანგა იოგას ინსტრუქტორი, რომელიც მაისორის სტილით ასწავლის.
საჭირო აღჭურვილობა: სასურველია გქონდეთ იოგას მატი და კომფორტული ტანსაცმელი.
მოუსმინეთ სხეულს: თუკი ტკივილს იგრძნობთ, შეამცირეთ დატვირთვა და აცნობეთ ამის შესახებ ინსტრუქტორს. იოგა არ არის შეჯიბრი.
პოსტები
სუნთქვაზე დაკვირვება
ხშირად ჩვენი გონება წარსულში ან მომავალში დაფრინავს, რაც სტრესსა და შფოთვას იწვევს. სუნთქვაზე დაკვირვება არის მარტივი, მაგრამ ძლიერი პრაქტიკა, რომელიც გეხმარებათ აწმყო მომენტში დაბრუნებაში. ეს არ არის სუნთქვის კონტროლი, არამედ უბრალოდ მისი შეგრძნება და გაცნობიერება – როგორ შედის და გამოდის ჰაერი, როგორ იბერება და ეშვება სხეული. ამ პრაქტიკას უამრავი სარგებელი მოაქვს: სცადეთ ყოველდღიურად რამდენიმე წუთით დააკვირდეთ თქვენს სუნთქვას – ეს მარტივი პრაქტიკა თქვენს ყოველდღიურობაში ჰარმონიასა და სიცხადეს შემოიტანს.
კითხვის გაგრძელებარა არის იოგა?
ოდესმე გიფიქრიათ, რა არის იოგა სინამდვილეში? ალბათ გინახავთ ადამიანები რთულ პოზებში ან მედიტაციის დროს და გაგჩენიათ კითხვა, რას აკეთებენ ისინი ან რის მიღწევას ცდილობენ ამით? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივი არ არის. იოგა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური ვარჯიშები. ის არის უძველესი პრაქტიკა, რომელიც აერთიანებს სხეულს, გონებას და ემოციას, რათა მივაღწიოთ ჰარმონიასა და კეთილდღეობას. თუ იოგას სამყაროსთან შეხება არასდროს გქონიათ, ეს სტატია თქვენთვისაა! იოგა ათასობით წლის წინ ინდოეთში წარმოიშვა და თავდაპირველად სულიერი განვითარებისკენ იყო მიმართული. დროთა განმავლობაში ის განვითარდა და სახე იცვალა. დღესდღეობით მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იყენებს მას როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ასევე არიან ადამიანები, რომლებმაც შემოინახეს…
კითხვის გაგრძელება

