
ანა ელანიძე
იოგას ინსტრუქტორი
ჰათჰა იოგა, აშთანგა იოგა მაისორი
გამოცდილება: 13 წელი
ინსტრუქტორის შესახებ
იოგა ჩემს ცხოვრებაში ადრეული ბავშვობიდან შემოვიდა, რამდენადაც იოგას პრაქტიკით მამაჩემი იყო დაინტერესებული. თუ გავითვალისწინებთ, რომ საბჭოთა კავშირში იოგა აკძალულიც კი იყო, ეს ყველაფერი ერთად ჩემს თვალში მას დამატებით მისტიურობასა და საკრალურობას სძენდა. ბავშვობაში და მოზარდობისას იოგათი ფრაგმენტულად ვიყავი დაკავებული, თუმცა, როგორც კი 2012 წლიდან იოგას სისტემატიური პრაქტიკა და შესწავლა დავიწყე, გამიჩნდა განცდა, რომ როგორც იქნა „შინ“ დავბრუნდი. ეს შეგრძნება დღემდე არ მტოვებს, იოგა დღემდე რჩება ჩემთვის გზად „შინისკენ“, ანუ რეალური საკუთარი თავისკენ. იოგარუმსის დამფუძნებელი დათო კანდელაკისა და ფსიქოანალიტიკოსი თემო ქეშელაშვილის მხარდაჭერით, რომელიც ასევე ოც წელზე ემტია ეწევა იოგას პრაქტიკას, მალევე დავიწყე ინსტრუქტორად მუშაობა, მსურდა ის უამრავი სიკეთე, რაც იოგამ ჩემს ცხოვრებაში მოიტანა, სხვებისთვისაც გამეზიარებინა. მიუხედავად იმისა, რომ თერაპიული იოგა ჩემი მთავარი ინტერესის სფეროა, ამ წლების განმავლობაში გავეცანი იოგას სხვადასხვა მიმდინარეობას, შესაბამის ლიტერატურას, სუნთქვით, მედიტაციურ თუ ენერგეტიკულ პრაქტიკებს. იოგაში თავად მარად მოსწავლედ ვრჩები. იოგა ეს არის ამოუწურავი ცოდნა ადამიანსა და ცხოვრებაზე, ასევე ტოტალური შინაგანი ტრანსფორმაციის საშუალება და თავისუფლების მოპოვების საიმედო გზა.
სწავლების მეთოდი
საჭიროების შესაბამისად ვიყენებ იოგას შერეულ სტილს, ვავარჯიშებ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად და ონლაინ. ვარჯიშების შერჩევისას ვითვალისწინებ ინდივიდუალურ მდგომარეობას, ასაკს, ჯანმრთელობას, გადატანილ ტრავმებს, ასაკობრივ თავისებურებებს, ფსიქოლოგიურ თუ მენტალურ მდგომარეობას. ყველას აქვს საშუალება, სიტუაციისა თუ კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე, ივარჯიშოს საკუთარ ტემპში, დააკორექტიროს, გაზარდოს ან შეამციროს ვარჯიშების რაოდენობა. მოვარჯიშის ყურადღებას განსაკუთრებით სუნთქვასა და შეგრძნებებზე მივმართავ. რეალურ დროში საკუთარ სხეულზე და სუნთქვაზე დაკვირვება, კონცენტრაციის გაზრდისა და სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალებაა. ვარჯიში სრულდება შავასანით. ინსტრუქტორად მუშაობის მრავალწლიანმა გამოცდილებამ, არაერთი უნიკალური, ფიზიკური, ასევე შინაგანი ტრანსფორმაციისა თუ ცვლილების, იოგას მრავალმხრივი ეფექტურობისა და მისი უსაზღვრო შესაძლებლობების მოწმედ ყოფნის საშუალება მომცა.
