ირინე ნიკოლაიშვილი​

ირინე ნიკოლაიშვილი

იოგას ინსტრუქტორი

გამოცდილება: 16 წელი

ინსტრუქტორის შესახებ

მრა­ვა­ლი წე­ლია, იო­გის ინ­სტრუქ­ტო­რი ვარ. ვა­ვარ­ჯი­შებ მოს­წავ­ლე­ებს ჯგუ­ფებ­ში, მაგ­რამ ინ­დი­ვი­დუა­ლუ­რი მე­თო­დით. პან­დე­მი­ის და­საწ­ყის­ში, 6 წლის წინ, და­ვიწ­ყე ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა. ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბას თა­ვი­სი პლუ­სე­ბი აღ­მო­აჩ­ნდა: გარ­და იმი­სა, რომ გა­უთა­ვე­ბელ სა­ცო­ბებ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას დრო და სუ­ლიე­რი ენერ­გია არ იხარ­ჯე­ბა, საკ­მა­ოდ კომ­ფორ­ტუ­ლი და მარ­ტი­ვია სა­კუ­თარ სახ­ლში და სა­სურ­ველ დროს ვარ­ჯი­ში, რო­ცა ინ­სტრუქ­ტო­რი მხო­ლოდ ერთ მოს­წავ­ლეს უთ­მობს ყუ­რად­ღე­ბას, დროს, აკ­ვირ­დე­ბა მხო­ლოდ მის ინ­დი­ვი­დუა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, პრობ­ლე­მე­ბის მი­ხედ­ვით ურ­ჩევს ვარ­ჯი­შებს. ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლე­ბი ასე­ვე მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია მათ­თვის, ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რობს.

სწავლების მეთოდი

15 წე­ლის მან­ძილ­ზე ვაკ­ვირ­დე­ბი იო­გის ზე­მო­ქე­დე­ბას ადა­მია­ნის სხე­ულ­ზე. იო­გის ვარ­ჯი­შე­ბი და­დე­ბი­თად ზე­მოქ­მე­დებს თი­თოე­ულ ორ­გა­ნო­ზე, კუნ­თზე და სახ­სარ­ზე. თუ სრუ­ლად არ კურ­ნავს მო­ცე­მულ და­ავა­დე­ბას, შვე­ბას ჰგვრის და ყო­ველ­დღიუ­რო­ბას უმ­სუ­ბუ­ქებს მო­ვარ­ჯი­შეს. გაკ­ვე­თილ­ზე მო­სუ­ლი ადა­მია­ნე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი არიან: ზოგს ფი­ზი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებს, ზო­გი კი სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი მო­დის და სურს, რომ თა­ვი­სულ­ფლად, ძალ­დაუ­ტა­ნებ­ლად იმოძ­რა­ოს, გა­იწე­ლოს, ელას­ტიუ­რო­ბა შე­იძი­ნოს და იო­გით ისია­მოვ­ნოს. ინ­დი­ვი­დუა­ლუ­რი მიდ­გო­მა მაძ­ლევს სა­შუა­ლე­ბას, რომ თი­თოე­ულ­მა მოს­წავ­ლემ მი­იღოს ის, რაც მას იმ მო­მენ­ტში სჭირ­დე­ბა.

მზად ხართ დაიწყოთ სწავლა?

ჩაეწერე ინსტრუქტორთან

სორტიტება
ფილტრაცია
სპეციალობით
გამოცდილებით
სორტიტება
ფილტრაცია
კატეგორიებით
სორტიტება
ფილტრაცია
სპეციალობით
გამოცდილებით
გაკვეთილის ტიპით