თამარ დარახველიძე

თამარ დარახველიძე

სახის იოგის ინსტრუქტორი

გამოცდილება: 6 წელი

ინსტრუქტორის შესახებ

პირ­ვე­ლად მა­შინ დავ­ფიქ­რდი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და ბუ­ნებ­რი­ვი სი­ლა­მა­ზის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ინექ­ციე­ბი­სა და პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­ის გა­რე­შე, რო­ცა ამე­რი­კი­დან დაბ­რუ­ნე­ბულს კა­ფე­ში ოთ­ხი ერ­თნაი­რი სა­ხის ნაკ­ვთე­ბის მქო­ნე გო­გო­ნა დამ­ხვდა, შო­კი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ინ­დი­ვი­დუა­ლუ­რო­ბა გამ­რა­ლი­ყო და და­ვიწ­ყე ფიქ­რი, რომ მე მინ­და ვი­პო­ვო სა­შუა­ლე­ბა, რაც ადა­მია­ნე­ბის ინ­დი­ვი­დუა­ლურ სი­ლა­მა­ზეს ამოა­ნა­თებს, გა­მოკ­ვეთს ნაკ­ვთებს, ღი­მი­ლი იქ­ნე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი და კა­ნი ჯან­სა­ღი. პირ­ველ რიგ­ში ალ­ბათ ის უნ­და მეთ­ქვა, რომ ადა­მია­ნის ბუ­ნებ­რივ სი­ლა­მა­ზეს ვეტ­რფი. გა­ვია­რე და­ნი­ელ კო­ლინ­სის (სა­ხის იო­გას ერ­თერ­თი სა­უკე­თე­სო ექ­სპერ­ტის) “სა­ხის იოგის” შემ­სწავ­ლე­ლი, კურ­სი. პრაქ­ტი­კი­სა და სწავ­ლე­ბის ფონ­ზე და­დას­ტურ­და, რომ სა­ხის იო­გას შე­უძ­ლია იმა­ზე მე­ტი მის­ცეს ადა­მი­ანს, ვიდ­რე ბუ­ნებ­რი­ვი სი­ლა­მა­ზის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა – ჩე­მი ინ­სტრუქ­ცი­ის ქვეშ მყოფ ადა­მიანე­ბს, პრაქ­ტი­კო­სებს, სა­ხის იო­გის დაპ­რაქ­ტი­კე­ბის სა­შუა­ლე­ბით შე­უმ­ცირ­დათ შფოთ­ვე­ბი (ზოგ შემ­თხვე­ვა­ში სრუ­ლი­ად ალაგ­და), გას­წორ­და სა­ხის ასი­მეტ­რია, შე­უმ­ცირ­დათ შა­კი­კის შე­ტე­ვე­ბის სიხ­ში­რე და სიმ­ძაფ­რე, გაუ­უმ­ჯო­ბეს­დათ მხედ­ვე­ლო­ბა (შე­დეგს ას­დას­ტუ­რებს გა­მოკ­ვლე­ვე­ბი), გა­უძ­ლი­ერ­დათ შეგ­რძნე­ბე­ბის აღ­ქმა (მაგ: გე­მოს აღ­ქმა). სა­ხის იო­გის დაპ­რაქ­ტი­კე­ბით ვე­მუ­შა­ობთ ზო­გა­დი ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზეც, რად­გან სა­ხე­ზე და მის მიმ­დე­ბა­რედ გან­ლა­გე­ბუ­ლი ნერ­ვუ­ლი და­ბო­ლოე­ბე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნო­ებ­თან და აუმ­ჯო­ბე­სებს მათ ფუნ­ქციო­ნი­რე­ბას, ასე­ვე სხე­ულ­ში ენერ­გიე­ბის მი­მოც­ვლას. დაგ­რო­ვი­ლი ცოდ­ნი­სა და პრაკ­ტი­კის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ვი­მუ­შა­ვე სა­ხის იო­გის სა­ავ­ტო­რო კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი ვარ­ჯი­შის ტექ­ნი­კე­ბი, რომ­ლე­ბიც ვი­ზუა­ლუ­რი ბე­ნე­ფი­ტის გარ­და ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია კონ­ცენ­ტრა­ცია­სა და გო­ნე­ბის სის­ხარ­ტე­ზე/მოქ­ნი­ლო­ბა­ზე. ყვე­ლა­ფე­რი, რაც ხდე­ბა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში აი­სა­ხე­ბა სა­ხე­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სტრე­სი, შე­სა­ბა­მი­სად სა­ხის იო­გის დაპ­რაქ­ტი­კე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ადა­მია­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც მუ­შო­ბენ სტრე­სულ სამ­სა­ხუ­რებ­ში, აქვთ ბევ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. სა­ხის იო­გა ერთ-ერ­თი უძ­ლიე­რე­სი და კომ­პფორ­ტუ­ლი პრაქ­ტი­კაა სტრეს­თან გამ­კლა­ვე­ბის­თვის, სა­ჭი­როა დღე­ში გქონ­დეთ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი 10 წუ­თი და სწო­რი ინ­სტრუქ­ცია.

სწავლების მეთოდი

ჩე­მი სწავ­ლე­ბის სტი­ლი მორ­გე­ბუ­ლია ადა­მია­ნის ინ­დი­ვი­დუა­ლუ­რო­ბა­სა და კომ­ფორ­ტზე. ტექ­ნი­კე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ძა­ლი­ან დი­დი ყუ­რად­ღე­ბა ეთ­მო­ბა კუნ­თთან კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბას, კუნ­თის შეგ­რძნე­ბას, კონ­ცენ­ტრა­ცი­ის მოკ­რე­ბას, სუნ­თქვას, ტექ­ნი­კე­ბი სრულ­დე­ბა დაკ­ვირ­ვე­ბით, ნე­ლა, ყუ­რად­ღე­ბით ჩე­მი მეთ­ვალ­ყუ­რეო­ბი­სა და სწო­რი ინ­სრუქ­ციე­ბის მი­ხედ­ვით. პრაქ­ტი­კო­სე­ბი პრო­ცეს­ში სწავ­ლო­ბენ თვით­ზრუნ­ვას, თვით­სიყ­ვა­რულს, სწავ­ლო­ბენ პა­ტი­ვის­ცე­მას სა­კუ­თა­რი ინ­დი­ვი­დუა­ლუ­რო­ბის მი­მართ, გა­მოი­მუ­შა­ვე­ბენ დის­ციპ­ლი­ნა­სა და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას. თი­თოე­ული პრაქ­ტი­კო­სი ინ­დი­ვი­დუა­ლუ­რია, შე­სა­ბა­მი­სად სა­ვარ­ჯი­შო პროგ­რა­მა მორ­გე­ბუ­ლია მა­თი რე­სურ­სის, სურ­ვი­ლე­ბი­სა და მიზ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. პრაქ­ტი­კო­სებს ასე­ვე აქვთ თა­ვი­სუფ­ლე­ბა აირ­ჩი­ონ ინ­დი­ვი­დუა­ლუ­რი ან ჯგუ­ფუ­რი სე­სი­ები.

სერთიფიკატები

მზად ხართ დაიწყოთ სწავლა?

ჩაეწერე ინსტრუქტორთან

სორტიტება
ფილტრაცია
სპეციალობით
გამოცდილებით
სორტიტება
ფილტრაცია
კატეგორიებით
სორტიტება
ფილტრაცია
სპეციალობით
გამოცდილებით
გაკვეთილის ტიპით