გურამ ჟღამაძე

გურამ ჟღამაძე

იოგას ინსტრუქტორი

გამოცდილება: 8 წელი

ინსტრუქტორის შესახებ

პირ­ვე­ლად იო­გა­ზე ჩე­მი ტრავ­მე­ბის და ხერ­ხემ­ლის გამ­რუ­დე­ბე­ბის გა­მო მოვ­ხვდი. უკ­ვე რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში ვიგ­რძე­ნი შვე­ბა და მივ­ხვდი, რომ იო­გა მიშ­ვე­ლი­და. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მია­რა დის­კომ­ფორ­ტებ­მა, ტკი­ვი­ლე­ბი ნელ-ნე­ლა გაქ­რა, ასე­ვე გამ­რუ­დე­ბე­ბიც. ნერ­ვულ­მა ფონ­მა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში უკან და­იხია, გა­მიქ­რა შფოთ­ვე­ბი. ალერ­გი­ამ თით­ქმის გა­მი­არა. ჩე­მი ყო­ველ­დღიუ­რო­ბა, რო­მე­ლიც ად­რე ტკი­ვი­ლით და დის­კომ­ფორ­ტით იყო სავ­სე, ჩა­ნაც­ვლდა კარ­გად ყოფ­ნით და ცხოვ­რე­ბით ტკბო­ბით. მივ­ხვდი, რომ იო­გა უკ­ვე ჩე­მი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი გახ­და. ამ გა­მოც­დი­ლე­ბის შემ­დეგ მო­მინ­და, ეს მდგო­მა­რეო­ბა სხვე­ბის­თვი­საც გა­მე­ზია­რე­ბი­ნა. თა­ვი­დან იო­გას ჩემს მე­გობ­რებს ვას­წავ­ლი­დი. მივ­ხვდი, რომ ცოდ­ნა მაკ­ლდა და კო­ვი­დის პე­რი­ოდ­ში გა­ვია­რე 200-საათია­ნი ტრე­ნინ­გი. ამ ტრე­ნინ­გის შემ­დეგ მივ­ხვდი, თუ რო­გორ გა­უმ­ჯო­ბეს­და ჩე­მი სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი და გა­დავ­წყვი­ტე, შემ­დე­გი 300-საათია­ნი ტრე­ნინ­გიც გა­მევ­ლო. მა­ლე­ვე გა­ვია­რე 300-საათია­ნი ტრე­ნინ­გიც და მი­ვა­მა­ტე ანა­ტო­მი­ის 30-საათია­ნი კურ­სი. ამ ყვე­ლა­ფერ­მა ჩე­მი სწავ­ლე­ბის უნა­რე­ბი კი­დევ უფ­რო გაა­უმ­ჯო­ბე­სა, მაგ­რამ ჩემ­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი საკ­მა­რი­სი არ იყო. ამის შემ­დეგ და­ვიწ­ყე კლი­ნი­კუ­რი ანა­ტო­მი­ის შეს­წავ­ლა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან დი­დია და დღემ­დე ვსწავ­ლობ. ასე­ვე ძა­ლი­ან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე ჩე­მი მოს­წავ­ლეე­ბის­გან. მა­თი და­ავა­დე­ბე­ბი, გამ­რუ­დე­ბე­ბი და ტრავ­მე­ბი, რომ­ლი­თაც ჩემ­თან მო­დი­ოდ­ნენ, და­მეხ­მა­რა ჩე­მი ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბა­ში. ვაკ­ვირ­დე­ბო­დი მათ პრობ­ლე­მებს, ვა­მუ­შა­ვებ­დი მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ვარ­ჩევ­დი ანა­ტო­მი­ურ დო­ნე­ზე და ვე­ძებ­დი გა­მო­სა­ვალს ამა თუ იმ მდგო­მა­რეო­ბი­დან. ამ ყვე­ლაფ­რის შე­დე­გად ბევრ ადა­მი­ანს და­ვეხ­მა­რე და ბევ­რი ცოდ­ნაც მი­ვი­ღე. ჩე­მი აზ­რით, სწავ­ლა არა­სო­დეს მთავ­რდე­ბა და ადა­მია­ნი ყო­ველ­თვის მზად უნ­და იყოს ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის­თვის.

სწავლების მეთოდი

ჩე­მი სწავ­ლე­ბის სტი­ლი „მა­ისო­რი“ მორ­გე­ბუ­ლია თი­თოე­ული ადა­მია­ნის სხე­ულის მიდ­რე­კი­ლე­ბებ­ზე და მოთ­ხოვ­ნებ­ზე. თი­თოე­ული მოს­წავ­ლე მუ­შა­ობს სა­კუ­თარ ტემ­პში და მის­თვის შერ­ჩეუ­ლი ვარ­ჯი­შე­ბით, რაც სა­შუა­ლე­ბას აძ­ლევს ყვე­ლას, იპო­ვოს ინ­დი­ვი­დუა­ლუ­რი რიტ­მი და მი­იღოს მაქ­სი­მა­ლუ­რი სარ­გე­ბე­ლი პრაქ­ტი­კი­დან. გაკ­ვე­თი­ლე­ბის დროს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რად­ღე­ბა ექ­ცე­ვა ასა­ნე­ბის სწორ შეს­რუ­ლე­ბას, სუნ­თქვი­სა და მოძ­რაო­ბის სინ­ქრო­ნი­ზა­ცი­ას, ასე­ვე ში­ნა­გან კონ­ცენ­ტრა­ცი­ას. ყო­ვე­ლი სე­სია აერ­თია­ნებს რო­გორც ფი­ზი­კურ, ისე მენ­ტა­ლურ ას­პექ­ტებს, რაც ხელს უწ­ყობს სხე­ული­სა და გო­ნე­ბის ჰარ­მო­ნი­ას. მა­ისო­რის მე­თო­დი ხელს უწ­ყობს და­მოუ­კი­დებ­ლო­ბის, თვით­შეგ­ნე­ბის და ში­ნა­გა­ნი სიმ­შვი­დის გან­ვი­თა­რე­ბას. მოს­წავ­ლეე­ბი სწავ­ლო­ბენ, რო­გორ მო­უს­მი­ნონ სა­კუ­თარ სხე­ულს, პა­ტი­ვი სცენ მის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, უსაფ­რთხოდ და ბუ­ნებ­რი­ვად გა­ნა­ვი­თა­რონ იგი. ასე­თი მიდ­გო­მა არა მხო­ლოდ ამაღ­ლებს იო­გას პრაქ­ტი­კის ხა­რისხს, არა­მედ ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­შიც პო­ზი­ტი­ურ ცვლი­ლე­ბებს გა­ნა­პი­რო­ბებს — ზრდის თვით­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას, ამ­ცი­რებს სტრესს და ას­წავ­ლის ყუ­რად­ღე­ბით ყოფ­ნას.

სერთიფიკატები

მზად ხართ დაიწყოთ სწავლა?

ჩაეწერე ინსტრუქტორთან

სორტიტება
ფილტრაცია
სპეციალობით
გამოცდილებით
სორტიტება
ფილტრაცია
კატეგორიებით
სორტიტება
ფილტრაცია
სპეციალობით
გამოცდილებით
გაკვეთილის ტიპით