NinYoga
ვაკე

NinYoga

საკუთარ თავთან დაბრუნების გზა

აშტანგა მაისორი პოსტნატალური იოგა პრენატალური იოგა სთირა ფლოუ

სტუდიის შესახებ

ნინიოგაში გელოდება სივრცე, სადაც შეგიძლია შეანელო ყოველდღიური ტემპი, მოუსმინო საკუთარ თავს და იპოვო შენთვის შესაფერისი პრაქტიკა. თავი იგრძნო მშვიდად და დაცულად. არ არის აუცილებელი იყო მოქნილი, ძლიერი ან გამოცდილი — საკმარისია სურვილი, დაიწყო.
ნინიოგა ტრადიციული აშტანგა იოგას სტუდიაა, სადაც შრი კ. პათჰაბი ჯოისის მიერ გადაცემული აშტანგა იოგა ისწავლება მაისორისა და ლედ კლასის ფორმით.
მაისორის სტილი აშტანგა იოგას სწავლების ტრადიციული ფორმაა, რომელიც ინდოეთის ქალაქ მაისორში ჩამოყალიბდა, სადაც შრი კ. პათჰაბი ჯოისი ასწავლიდა “კვლევით ინსტიტუტში”, რომელიც იყო პირველი აშტანგა იოგას სკოლა.
ამ კლასში თითოეული მოსწავლე საკუთარ რიტმში, შესაძლებლობებისა და გამოცდილების შესაბამისად ვარჯიშობს. მასწავლებელი კი ინდივიდუალურად ეხმარება თანმიმდევრობის ათვისებასა და ეტაპობრივ განვითარებაში. მუდმივად ერთი და იგივეს გამეორების დისციპლინა ავითარებს მოთმინებას, გამძლეობას, კონცენტრირებას, ძალას და კიდევ ბევრ სხვა უნარებს.
ლედ კლასზე პირველი სერია ჯგუფურად, ერთიანი რიტმითა და მასწავლებლის მიერ ვინიასების ვერბალური დათვლით სრულდება. საერთო ტემპი, სუნთქვისა და მოძრაობის სინქრონულობა ქმნის კონცენტრირებულ და ენერგიულ პრაქტიკას, რომელშიც თითოეული მონაწილე საერთო დინების ნაწილია.
აშტანგა იოგას კლასებს ხელმძღვანელობს ნინო იაშვილი.

გვაქვს სხვა ჯგუფებიც:
სთირა ფლოუ - დინამიკური პრაქტიკაა და აშტანგა იოგას სქემაზეა აგებული, რომელიც სხეულის სტაბილურობასა და მოძრაობის სიმსუბუქეს აერთიანებს. ეს არის პრაქტიკა, სადაც ძალა და სიმსუბუქე ერთმანეთს ხვდება, მოძრაობა კი ყურადღებისა და შინაგანი წონასწორობის გამოცდილებად იქცევა. აშტანგასგან განსხვავებით აქ ხშირად იცვლება ასანების თანმიმდევრობა და უფრო თავისუფალია.
სთირა ფლოუს კლასებს ხელმძღვანელობენ იზა ვაშაკიძე და ნინო მეტრეველი.

პრენატალური იოგა მომავალი დედებისთვის შექმნილი პრაქტიკაა, რომელიც მოიცავს ორსულობის პერიოდზე მორგებულ მოძრაობებსა და ასანებს. პრაქტიკა ხელს უწყობს სხეულთან კავშირის შენარჩუნებას, ფიზიკურ კომფორტსა და ემოციურ კეთილდღეობას, ასევე ეხმარება მომავალ დედას მშობიარობისთვის მომზადებაში. ვარჯიშის დაწყება შესაძლებელია ორსულობის მე-13 კვირიდან.

პოსტნატალური იოგა ახალბედა დედებისთვის შექმნილი პრაქტიკაა, რომელიც მშობიარობის შემდგომ პერიოდში სხეულის თანდათანობით აღდგენასა და ემოციურ კეთილდღეობას ემსახურება. პრაქტიკის დაწყების დრო ინდივიდუალურია და განისაზღვრება მშობიარობის მიმდინარეობის, აღდგენის პროცესისა და ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით; ხშირად ეს პერიოდი მშობიარობიდან 8–10 კვირას მოიცავს.
ორენატალური და პოსტნატალური იოგას კლასებს ხელძღვანელობენ ნინო იაშვილი და იზა ვაშაკიძე.

აბონემენტები

  • 4 კვირა 12 გაკვეთილი 190 ₾
  • 4 კვირა 8 გაკვეთილი 160 ₾
  • 4 კვირა ულიმიტო 260 ₾

ცხრილი

  • დილის მაისორი ნინო იაშვილთან აშტანგა მაისორი ორშ, ოთხ, პარ · 08:00 · 180 წთ ნინო იაშვილი
  • შუადღის მაისორი ნინო იაშვილთან აშტანგა მაისორი ორშ, ოთხ, პარ · 13:00 · 90 წთ ნინო იაშვილი
  • საღამოს მაისორი ნინო იაშვილთან აშტანგა მაისორი ორშ, ოთხ, პარ · 18:30 · 150 წთ ნინო იაშვილი
  • პრენატალური იოგა ნინო იაშვილთან პრენატალური იოგა ორშ, ოთხ, პარ · 09:40 · 80 წთ ნინო იაშვილი
  • პოსტანალური იოგა ნინო იაშვილთან პოსტნატალური იოგა ორშ, ოთხ, პარ · 13:00 · 80 წთ ნინო იაშვილი
  • პრენატალური იოგა იზასთან პრენატალური იოგა ორშ, ოთხ, პარ · 19:05 · 80 წთ იზა ვაშაკიძე
  • სთირა ფლოუ ნინო მეტრეველთან სთირა ფლოუ ორშ, ოთხ, პარ · 20:45 · 80 წთ ნინო მეტრეველი
  • პოსტნატალური იოგა იზასთან პოსტნატალური იოგა სამ, ხუთ · 11:30 · 70 წთ იზა ვაშაკიძე
  • სთირა ფლოუ იზასთან სთირა ფლოუ სამ, ხუთ · 19:00 · 80 წთ იზა ვაშაკიძე
  • აშტანგა იოგა ლედ კლასი ნინო იაშვილთან აშტანგა მაისორი შაბ · 16:00 · 80 წთ ნინო იაშვილი

ინსტრუქტორები

გალერეა