ჩაკრა

სიტყვასიტყვით, ბორბალი ან წრე. ენერგიის (პრანას) შეერთების ცენტრები ადამიანის სხეულში, რომლებიც არეგულირებენ სხეულის მექანიზმს (მაგ. მულადჰარა, აჯნა და სხვ.). ითვლება, რომ ადამიანის სხეულში ენერგია მიედინება სამ ძირითად არხში, ესენია – სუშუმნა, პინგალა და იდა. სუშუმნა მდებარეობს ზურგის ტვინში, ხოლო პინგალა და იდა იწყება მარჯვენა და მარცხენა ნესტოებში, ადიან ზემოთ კეფაზე და ეშვებიან ხერხემლის ფუძეში. ეს ორი ნადი უერთდება ერთმანეთს და სუშუმნას. ამ შეერთების ადგილებს ეწოდება ჩაკრები. ისინი არეგულირებენ ორგანიზმის ფუნქციონირებას. მნიშვნელოვანი ჩაკრები – მულადჰარა მდებარეობს ქვემოთ, მენჯის ღრუში, სვადჰისტანა – სასქესო ორგანოების თავზე, მანიპურა – ჭიპთან, მანასი (გონება) და სურია (მზე) განლაგებულია ჭიპსა და გულს შორის, ანაჰატა – გულის არეში, ვიშუდჰა – ყელში, აჯნა – წარბებს შორის, საჰასრარა, იგივე ათასფურცლიანი ლოტოსი, – თავის ტვინში, ლალატა – შუბლის ზედა მხარეს.

თქვენ არ ხართ სისტემაში შესული

ჩაეწერე ინსტრუქტორთან

April 2026

Loading calendar…
?
Instructor

April 2026

Loading calendar…