თუ გინდა გაიღვიძო, ჯერ უნდა დაიძინო

თუ გინდა გაიღვიძო, ჯერ უნდა დაიძინო

თუ გინდა გაიღვიძო, ჯერ უნდა დაიძინო

მონაკვეთი სიზმართმხილველის დღიურიდან

„ჩემს წინ მოწინავეების რაზმი დგას. მოწინააღმდეგეს ვერ ვხედავ, მაგრამ ვხედავ, როგორ არაბუნებრივად ანათებს ქუჩას ჩვენსკენ წამოსული ჭურვები. მე არც იარაღი მაქვს, არც აღჭურვილობა. ვიცი, რომ სიზმარში ვარ, ვიცი, ვინ ვარ და აქ რატომ ვარ. მეთაური ყვირის: „წინ!“ პირველი ფიქრი: მოწინავეები ვერ გადარჩებიან, ყველა დაიხოცება. ამ დროს იწყება ტრანსფორმაცია — ფეხები იზრდება, იცვლება. ყველა სახსარში, ყველა უჯრედში ვგრძნობ, როგორ მეცვლება სხეული, სისხლიც კი სხვანაირია. ხელები აღარ მაქვს, ყელში ცეცხლოვანი ბურთი ამოდის და უცებ უზარმაზარ ფრთებს ვშლი — დრაკონი ვარ. სანამ ავფრინდები, ვგრძნობ, როგორ მერწყმიან უკვე დახოცილი მოწინავეები და მე ვარ მთელი ჯარი. ჩემი მოწინააღმდეგე დილის ნისლივით იფანტება…”

სიზმარხილვის პრაქტიკამდე ძალიან გამოუცდელი და ცნობისმოყვარე მივედი. ის ავირჩიე მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაზე ადვილი მომეჩვენა — მხოლოდ ძილი სჭირდებოდა. თუმცა მერე მივხვდი, რომ ეს სიზმარხილვები თავად მოვიდნენ ჩემთან და მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალეს. ყველაფერი პრაქტიკას მოერგო და ისეთი ცოდნა მოიტანა, რასაც ვერც კი წარმოვიდგენდი.

თუ გინდა, რომ გაიღვიძო, ჯერ უნდა დაიძინო!

სხვა პოსტები

რა არის იოგა?

ოდესმე გიფიქრიათ, რა არის იოგა სინამდვილეში? ალბათ გინახავთ ადამიანები რთულ პოზებში ან მედიტაციის დროს და გაგჩენიათ კითხვა, რას აკეთებენ ისინი ან რის მიღწევას ცდილობენ ამით? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივი არ არის. იოგა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური ვარჯიშები. ის არის უძველესი პრაქტიკა, რომელიც აერთიანებს სხეულს, გონებას და ემოციას, რათა მივაღწიოთ ჰარმონიასა და კეთილდღეობას. თუ იოგას სამყაროსთან შეხება არასდროს გქონიათ, ეს სტატია თქვენთვისაა! იოგა ათასობით წლის წინ ინდოეთში წარმოიშვა და თავდაპირველად სულიერი განვითარებისკენ იყო მიმართული. დროთა განმავლობაში ის განვითარდა და სახე იცვალა. დღესდღეობით მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იყენებს მას როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ასევე არიან ადამიანები, რომლებმაც შემოინახეს…

გურამ ჟღამაძე
Scroll to Top