ირაკლი შულაია

ირაკლი შულაია

იოგას ინსტრუქტორი

გამოცდილება: 8 წელი

ინსტრუქტორის შესახებ

იო­გას­თან სამ­ყა­რომ შე­მახ­ვედ­რა ყვე­ლა­ზე რთულ პე­რი­ოდ­ში. ფი­ზი­კუ­რად ყვე­ლა­ნაი­რად ჯან­მრთე­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ სუ­ლიე­რად სრუ­ლი­ად და­კარ­გუ­ლი. სწო­რედ ამ დროს გა­მოჩ­ნდა მას­წავ­ლე­ბე­ლი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში და მად­ლიე­რი ვარ სამ­ყა­რო­სი, რომ ის თენ­გიზ გელ­დი­აშ­ვი­ლი იყო. ძა­ლი­ან მცი­რე დრო გა­ვა­ტა­რე მას­თან, მაგ­რამ იო­გის არ­სი მის­გან ავით­ვი­სე. ამის შემ­დგომ ნელ­ნე­ლა ვუბ­რუნ­დე­ბო­დი ჩემს თავს. ვარ­ჯი­ში ჩემ­თვის ახა­ლი არ იყო, ღრმა ბავ­შვო­ბი­დან წლე­ბის მან­ძილ­ზე აქ­ტიუ­რად ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა სპორ­ტით (ცურ­ვა, ცეკ­ვა, საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა), მაგ­რამ იო­გა სპორ­ტი არაა. შემ­დგომ და­მოუ­კი­დებ­ლად ვაგ­რძე­ლებ­დი პრაქ­ტი­კას, ვიდ­რე არ გა­დავ­წყვი­ტე ინ­სტრუქ­ტო­რი გავ­მხდა­რი­ყა­ვი, რა­საც ვა­რი­დებ­დი თავს. და­ვით კან­დე­ლა­კი იყო ინ­სტრუქ­ტო­რი, რო­მელ­მაც მე­თო­დი­კა მას­წავ­ლა, თუ რო­გორ უნ­და მე­მუ­შა­ვა სხვა­დას­ხვა ტი­პის პრობ­ლე­მის მქო­ნე ადა­მია­ნებ­თან. მას შემ­დეგ წლე­ბი გა­ვი­და, ახ­ლა თა­ვად ვცდი­ლობ და­ვეხ­მა­რო ადა­მიანე­ბს.

სწავლების მეთოდი

მა­ისო­რის სტი­ლის იო­გა არის ჩე­მი სწავ­ლე­ბის მე­თო­დი, ფორ­მა. ამ დროს ჯგუფ­ში თი­თოე­ული ადა­მია­ნი ინ­დი­ვი­დუა­ლუ­რად ვარ­ჯი­შობს, ყვე­ლას სა­კუ­თა­რი სის­ტე­მა აქვს ვარ­ჯი­შის. ამი­ტო­მაც ჯგუფ­ში ერ­თდროუ­ლად უვარ­ჯი­ში­ათ, რო­გორც მო­ზარ­დებს, ის ღრმად ასა­კოვ­ნებს, რო­გორც ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის სრუ­ლი­ად არ­მქო­ნე ადა­მიანე­ბს, ასე­ვე აქ­ტი­ურ სპორ­ტსმე­ნებს. თე­რა­პიუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­მიძ­ლია ვი­მუ­შაო ყვე­ლა ტი­პის პრობ­ლე­მი­სა და და­ავა­დე­ბის მქო­ნე ადა­მი­ან­თან, ამავ­დროუ­ლად გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს ფსი­ქი­კურ სა­რეა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრში მუ­შა­ობის, სა­დაც აქ­ტიუ­რად ვა­ვარ­ჯი­შებ­დი ადა­მია­ნებს იო­გა­ში და ამავ­დროუ­ლად ვა­ყე­ნებ­დი მათ ლურ­სმნე­ბია და­ფა­ზე, რაც დღემ­დე აქ­ტიუ­რი ნა­წი­ლია ჩე­მი პრაქ­ტი­კის სა­კუ­თარ დარ­ბაზ­შიც. რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, მე­თო­დი­კა ვარ­ჯი­შის არის იოგა, მაგ­რამ აქ­ტიუ­რად ვი­ყე­ნებ თით­ქმის ყვე­ლა ტი­პის ფი­ზი­კურ დის­ციპ­ლი­ნებს ადა­მია­ნის გა­ჯან­მრღე­ლე­ბა­სა და მოძ­ლიე­რე­ბა­ში, რად­გან ვთვლი რომ სხე­ულის­თვის ყვე­ლა­ნაი­რი მდგო­მა­რეო­ბა უნ­და იყოს ნაც­ნო­ბი.

მზად ხართ დაიწყოთ სწავლა?

ჩაეწერე ინსტრუქტორთან

სორტიტება
ფილტრაცია
სპეციალობით
გამოცდილებით
სორტიტება
ფილტრაცია
კატეგორიებით
სორტიტება
ფილტრაცია
სპეციალობით
გამოცდილებით
გაკვეთილის ტიპით