ანა წულიაია

ანა წულაია

იოგას ინსტრუქტორი

გამოცდილება: 4 წელი

ინსტრუქტორის შესახებ

იო­გა სა­მი წე­ლია ჩე­მი ცხოვ­რე­ბის ჯან­საღ ნა­წი­ლად იქ­ცა. თა­ვი­დან მი­სი გაც­ნო­ბა, და­მოუ­კი­დებ­ლად, ასევ ვთქვათ, ფი­ზი­კუ­რი მი­ზე­ზით, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მით (წე­ლის ტკი­ვი­ლი) და­ვიწ­ყე. ვარ­ჯიშ­მა და­მა­ნა­ხა თუ რო­გო­რი სა­სია­მოვ­ნო პრო­ცე­სია სხე­ულ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა და მას­თან ყუ­რად­ღე­ბით მუ­შა­ობა, ხო­ლო გარ­კვეუ­ლი დრო­ის შემ­დეგ, რო­დე­საც ტკი­ვი­ლიც გაქ­რა, დარ­ჩა ამ პრო­ცე­სის გაგ­რძე­ლე­ბის სურ­ვი­ლი. შე­დე­გად, იო­გას პრაქ­ტი­კა უკ­ვე, მას­წავ­ლებ­ლის (ირაკ­ლი შუ­ლაი­ას) ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და­ვიწ­ყე. მი­სი დახ­მა­რე­ბით, სა­კუ­თა­რი თა­ვის გაძ­ლიე­რე­ბა­სა და გა­ჯან­სა­ღე­ბას­თან ერ­თად, იო­გას ფი­ლო­სო­ფი­ის, ადა­მია­ნის ანა­ტო­მი­ის, ასა­ნა­თა სარ­გებ­ლია­ნო­ბის შეს­წავ­ლა და­ვიწ­ყე. ამ ეტაპ­ზე, თა­ვად ვა­ზია­რებ ამ ცოდ­ნას, თი­თოე­ულ მოს­წავ­ლეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბაც ახა­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბაა, რაც კი­დევ უფ­რო მე­ტად მიმ­ტკი­ცებს აზრს იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ ეხ­მა­რე­ბა იო­გა ადა­მი­ანს სა­კუ­თარ თავ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა­სა და მუ­შაო­ბა­ში.

სწავლების მეთოდი

ვმუ­შა­ობ, რო­გორც ჯგუფ­თან, ასე­ვე ინ­დი­ვი­დუა­ლუ­რა­დაც. ორი­ვე ტი­პის ვარ­ჯი­ში­სას, ყუ­რად­ღე­ბა ექ­ცე­ვა მოს­წავ­ლეე­ბის სა­ჭი­რო­ებას, იქ­ნე­ბა ეს ფი­ზი­კუ­რი თუ ემო­ციუ­რი მხა­რე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უშუალოდ, პრო­ცეს­ში ვი­ყე­ნებ ჰათ­ჰა და ვი­ნია­სა იო­გას ტექ­ნი­კებს. გარ­და ამი­სა, ვარ­ჯი­შის ნა­წი­ლია, სხვა­დას­ხვა არაი­ოგუ­რი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბიც, რად­გან მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ადა­მია­ნის ჯან­სა­ღად ყოფ­ნაა.

მზად ხართ დაიწყოთ სწავლა?

ჩაეწერე ინსტრუქტორთან

სორტიტება
ფილტრაცია
სპეციალობით
გამოცდილებით
სორტიტება
ფილტრაცია
კატეგორიებით
სორტიტება
ფილტრაცია
სპეციალობით
გამოცდილებით
გაკვეთილის ტიპით