
ნინო მეტრეველი
იოგას ინსტრუქტორი
გამოცდილება 6 წელი
ინსტრუქტორის შესახებ
მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება იოგასა და ფიტნესის მიმართულებით, შესაბამისი პროფესიული განათლება და სერტიფიცირებული კვალიფიკაცია. იოგას პრაქტიკას 15 წელზე მეტია ვუთმობ, ხოლო პროფესიული საქმიანობა, როგორც ინსტრუქტორმა, 2020 წელს დავიწყე.
პროფესიული იოგას ინსტრუქტორის კურსი გავიარე Yoga Academy-ში და მივიღე TTC 200 სერტიფიკატი. მრავალწლიანმა პირადმა პრაქტიკამ და პროფესიულმა გამოცდილებამ შემძინა ცოდნა, რომელიც მეხმარება იოგას სხვადასხვა დონისა და შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე სწორად მორგებაში. ძირითადი მიმართულებები და კომპეტენციები:
● იოგას სხვადასხვა სტილის სწავლება: ჰათჰა, ვინიასა, აშტანგა და Power Yoga, პრენატალ ( ორსულთა ) იოგა,ასევე სტრესის შემცირებასა და რელაქსაციაზე ორიენტირებული პრაქტიკები.
● ინდივიდუალური და ჯგუფური სესიების დაგეგმვა: გაკვეთილების სტრუქტურის შექმნა მონაწილეთა გამოცდილების, ფიზიკური შესაძლებლობებისა და დასახული მიზნების შესაბამისად.
● ასაკობრივი და ფიზიკური თავისებურებების გათვალისწინება:პრაქტიკის ადაპტირება დამწყები და გამოცდილი მონაწილეებისთვის, სხვადასხვა სირთულის პოზებისა და მოდიფიკაციების გამოყენებით.
● ასანების ტექნიკა და სხეულის სწორი განლაგება: პოზების უსაფრთხოდ შესრულების სწავლება, სხეულის ბალანსის, მოქნილობისა და მოძრაობის კონტროლის გაუმჯობესება.
● სუნთქვითი ტექნიკები და მედიტაცია: სუნთქვის მართვის, კონცენტრაციისა და სხეულისა და გონების კოორდინაციის განვითარება.
● მობილობა და მოქნილობა: სახსრების მოძრაობის დიაპაზონის, სხეულის მოქნილობისა და მოძრაობის თავისუფლების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პრაქტიკები.
● უსაფრთხოება და ტრავმების პრევენცია: დატვირთვის გონივრული შერჩევა, პოზების მოდიფიცირება და მონაწილეთა შესაძლებლობების გათვალისწინება.
● სტრესის მართვა და აღდგენა: სუნთქვითი ვარჯიშების, მშვიდი მოძრაობისა და რელაქსაციის ტექნიკების გამოყენება ყოველდღიური დაძაბულობის შესამცირებლად.
ფიტნესის მიმართულებით პროფესიული განათლება მივიღე 12 Round Coaching School-ში, სადაც დავასრულე ინსტრუქტორის კურსი და მივიღე Senior Level 3 სერტიფიკატი.
სწავლებისა და პრაქტიკული მუშაობის შედეგად გავიღრმავე ცოდნა ბიომექანიკაში, მოძრაობის ტექნიკაში, დატვირთვის სწორად შერჩევაში, ტრავმების პრევენციასა და ფუნქციური ვარჯიშების პროგრამირებაში. პროფესიულ საქმიანობაში ვაერთიანებ ძალოვან და ფუნქციურ ვარჯიშებს, კარდიო დატვირთვას, მობილობისა და გამძლეობის განვითარების მეთოდებს.
სწავლების მეთოდი
ჩემი პროფესიული ხედვა აერთიანებს იოგასა და ფიტნესს, როგორც ერთმანეთის შემავსებელ მიმართულებებს. იოგა ავითარებს სხეულის ცნობიერებას, მობილობას, მოქნილობასა და მოძრაობის კონტროლს, ხოლო ძალოვანი და ფუნქციური ვარჯიში ხელს უწყობს ძალის, გამძლეობისა და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებას.
ვცდილობ, თითოეული ვარჯიში იყოს გააზრებული და მიზანმიმართული, ხოლო პროგრამა — რეალისტური, თანმიმდევრული და კონკრეტულ ადამიანზე მორგებული. ჩემთვის მნიშვნელოვანია პროფესიული ეთიკის დაცვა, მუდმივი განვითარება და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მონაწილეები თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობენ.
ჩემი პროფესიული საქმიანობის მთავარი პრინციპებია ინდივიდუალური მიდგომა, ტექნიკური სიზუსტე, უსაფრთხოება და გრძელვადიან შედეგებზე ორიენტირება.


