მაძიებლისა და კათჰა-უპანიშადის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის სახელი. მამამისს, ვაჯაშრავას (Vājaśravas), სურდა მთელი თავისი ქონების გაცემა რელიგიური მადლის მოსაპოვებლად. დაბნეულმა ნაჩიკეტამ მამას არაერთხელ ჰკითხა: მე ვის მომცემ? მამამ მიუგო: იამას (სიკვდილის ღმერთს) გაძლევ. ნაჩიკეტა ჩავიდა სიკვდილის სამეფოში და მიიღო სამი წყალობა, რომელთაგან უკანასკნელი იყო სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის საიდუმლოს ცოდნა. იამა ცდილობდა ნაჩიკეტას ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა და უდიდეს მიწისმიერ სიამოვნებებს სთავაზობდა, რათა მას ეს სურვილი დაევიწყებინა, თუმცა ნაჩიკეტა არ გადახრილა თავისი მიზნიდან და, საბოლოოდ, იამამ მას სასურველი ცოდნა უბოძა.
