კავშირი, ერთობა. სიტყვა იოგა მომდინარეობს ფუძიდან yuj, რაც ნიშნავს შეერთებას, შებმა (უღელში), ყურადღების კონცენტრირებას. ეს არის ჩვენი ნებისა და ღვთის ნების ერთობა; სულის ისეთი წონასწორობა, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს, თანაბარი სიმშვიდით უყუროს ცხოვრებას ყველა მის ასპექტში. იოგას მთავარი მიზანია გვასწავლოს ის საშუალებები, რომლითაც ადამიანის სული სრულად შეუერთდება სამყაროს განმსჭვალავ უზენაეს სულს და ამგვარად მიაღწევს საბოლოო განთავისუფლებას.
