გურამ ჟღამაძე

გურამ ჟღამაძე

იოგას ინსტრუქტორი

გამოცდილება: 7 წელი

ინსტრუქტორის შესახებ

პირველად იოგაზე ჩემი ტრავმების და ხერხემლის გამრუდებების გამო მოვხვდი. უკვე რამდენიმე კვირაში ვიგრძენი შვება და მივხვდი, რომ იოგა მიშველიდა. დროთა განმავლობაში გამიარა დისკომფორტებმა, ტკივილები ნელ-ნელა გაქრა, ასევე გამრუდებებიც. ნერვულმა ფონმა დროთა განმავლობაში უკან დაიხია, გამიქრა შფოთვები. ალერგიამ თითქმის გამიარა. ჩემი ყოველდღიურობა, რომელიც ადრე ტკივილით და დისკომფორტით იყო სავსე, ჩანაცვლდა კარგად ყოფნით და ცხოვრებით ტკბობით. მივხვდი, რომ იოგა უკვე ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. ამ გამოცდილების შემდეგ მომინდა, ეს მდგომარეობა სხვებისთვისაც გამეზიარებინა. თავიდან იოგას ჩემს მეგობრებს ვასწავლიდი. მივხვდი, რომ ცოდნა მაკლდა და კოვიდის პერიოდში გავიარე 200-საათიანი ტრენინგი. ამ ტრენინგის შემდეგ მივხვდი, თუ როგორ გაუმჯობესდა ჩემი სწავლების ხარისხი და გადავწყვიტე, შემდეგი 300-საათიანი ტრენინგიც გამევლო. მალევე გავიარე 300-საათიანი ტრენინგიც და მივამატე ანატომიის 30-საათიანი კურსი. ამ ყველაფერმა ჩემი სწავლების უნარები კიდევ უფრო გააუმჯობესა, მაგრამ ჩემთვის ეს ყველაფერი საკმარისი არ იყო. ამის შემდეგ დავიწყე კლინიკური ანატომიის შესწავლა, რომელიც ძალიან დიდია და დღემდე ვსწავლობ. ასევე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ჩემი მოსწავლეებისგან. მათი დაავადებები, გამრუდებები და ტრავმები, რომლითაც ჩემთან მოდიოდნენ, დამეხმარა ჩემი ცოდნის გაღრმავებაში. ვაკვირდებოდი მათ პრობლემებს, ვამუშავებდი მიღებულ ინფორმაციას, ვარჩევდი ანატომიურ დონეზე და ვეძებდი გამოსავალს ამა თუ იმ მდგომარეობიდან. ამ ყველაფრის შედეგად ბევრ ადამიანს დავეხმარე და ბევრი ცოდნაც მივიღე. ჩემი აზრით, სწავლა არასოდეს მთავრდება და ადამიანი ყოველთვის მზად უნდა იყოს ახალი გამოწვევებისთვის.

სწავლების მეთოდი

ჩემი სწავლების სტილი „მაისორი“ მორგებულია თითოეული ადამიანის სხეულის მიდრეკილებებზე და მოთხოვნებზე. თითოეული მოსწავლე მუშაობს საკუთარ ტემპში და მისთვის შერჩეული ვარჯიშებით, რაც საშუალებას აძლევს ყველას, იპოვოს ინდივიდუალური რიტმი და მიიღოს მაქსიმალური სარგებელი პრაქტიკიდან. გაკვეთილების დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ასანების სწორ შესრულებას, სუნთქვისა და მოძრაობის სინქრონიზაციას, ასევე შინაგან კონცენტრაციას. ყოველი სესია აერთიანებს როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ასპექტებს, რაც ხელს უწყობს სხეულისა და გონების ჰარმონიას. მაისორის მეთოდი ხელს უწყობს დამოუკიდებლობის, თვითშეგნების და შინაგანი სიმშვიდის განვითარებას. მოსწავლეები სწავლობენ, როგორ მოუსმინონ საკუთარ სხეულს, პატივი სცენ მის შესაძლებლობებს, უსაფრთხოდ და ბუნებრივად განავითარონ იგი. ასეთი მიდგომა არა მხოლოდ ამაღლებს იოგას პრაქტიკის ხარისხს, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც პოზიტიურ ცვლილებებს განაპირობებს — ზრდის თვითდაჯერებულობას, ამცირებს სტრესს და ასწავლის ყურადღებით ყოფნას.

სერთიფიკატები

მზად ხართ დაიწყოთ სწავლა?

ჩაეწერე ინსტრუქტორთან

სორტიტება
ფილტრაცია
სპეციალობით
გამოცდილებით
სორტიტება
ფილტრაცია
კატეგორიებით
სორტიტება
ფილტრაცია
სპეციალობით
გამოცდილებით
გაკვეთილის ტიპით