ინსტრუქტორის შესახებ
ჩემი პირველი შეხება იოგასთან იყო 11 წლის წინ და იმის შემდეგ იოგა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ინდივიდუალურად შერჩეულმა პრაქტიკულმა ვარჯიშებმა ძალიან დიდი დადებითი გავლენა მოახდინა, როგორც ჩემ ფიზიკურ, ასევე სულიერ ჯანმრთელობაზე. ბედნიერი ვიქნები, თუკი შევძლებ ადამიანების დახმარებას გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი, განთავისუფლდნენ სხეულებრივი დისკომფორტებისგან და სტრესისგან.
სწავლების მეთოდი
იოგის სწავლება პირველად დავიწყე 5 წლის წინ, ინდივიდუალურ მოსწავლესთან. ჩემი სწავლების მეთოდი არის მორგებული თითოეული მოვარჯიშის პირად მოთხოვნასთან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, შერჩეული იქნება ინდივიდუალური, მათთვის საჭირო ასანები.