თამარ დარახველიძე

თამარ დარახველიძე

სახის იოგის ინსტრუქტორი

გამოცდილება: 5 წელი

ინსტრუქტორის შესახებ

პირველად მაშინ დავფიქრდი, როგორ შეიძლებოდა ბუნებრივი სილამაზის შენარჩუნება ინექციებისა და პლასტიკური ქირურგიის გარეშე, როცა ამერიკიდან დაბრუნებულს კაფეში ოთხი ერთნაირი სახის ნაკვთების მქონე გოგონა დამხვდა, შოკირებული ვიყავი, ინდივიდუალურობა გამრალიყო და დავიწყე ფიქრი, რომ მე მინდა ვიპოვო საშუალება, რაც ადამიანების ინდივიდუალურ სილამაზეს ამოანათებს, გამოკვეთს ნაკვთებს, ღიმილი იქნება ბუნებრივი და კანი ჯანსაღი. პირველ რიგში ალბათ ის უნდა მეთქვა, რომ ადამიანის ბუნებრივ სილამაზეს ვეტრფი. გავიარე დანიელ კოლინსის (სახის იოგას ერთერთი საუკეთესო ექსპერტის) “სახის იოგის” შემსწავლელი, კურსი. პრაქტიკისა და სწავლების ფონზე დადასტურდა, რომ სახის იოგას შეუძლია იმაზე მეტი მისცეს ადამიანს, ვიდრე ბუნებრივი სილამაზის შენარჩუნება – ჩემი ინსტრუქციის ქვეშ მყოფ ადამიანებს, პრაქტიკოსებს, სახის იოგის დაპრაქტიკების საშუალებით შეუმცირდათ შფოთვები (ზოგ შემთხვევაში სრულიად ალაგდა), გასწორდა სახის ასიმეტრია, შეუმცირდათ შაკიკის შეტევების სიხშირე და სიმძაფრე, გაუუმჯობესდათ მხედველობა (შედეგს ასდასტურებს გამოკვლევები), გაუძლიერდათ შეგრძნებების აღქმა (მაგ: გემოს აღქმა). სახის იოგის დაპრაქტიკებით ვემუშაობთ ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზეც, რადგან სახეზე და მის მიმდებარედ განლაგებული ნერვული დაბოლოებები დაკავშირებულია სხვადასხვა ორგანოებთან და აუმჯობესებს მათ ფუნქციონირებას, ასევე სხეულში ენერგიების მიმოცვლას. დაგროვილი ცოდნისა და პრაკტიკის საფუძველზე შევიმუშავე სახის იოგის საავტორო კომბინირებული ვარჯიშის ტექნიკები, რომლებიც ვიზუალური ბენეფიტის გარდა ორიენტირებულია კონცენტრაციასა და გონების სისხარტეზე/მოქნილობაზე. ყველაფერი, რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში აისახება სახეზე, განსაკუთრებით კი სტრესი, შესაბამისად სახის იოგის დაპრაქტიკება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის, რომლებიც მუშობენ სტრესულ სამსახურებში, აქვთ ბევრი ვალდებულება და პასუხისმგებლობა. სახის იოგა ერთ-ერთი უძლიერესი და კომპფორტული პრაქტიკაა სტრესთან გამკლავებისთვის, საჭიროა დღეში გქონდეთ საკუთარი თავისთვის გამოყოფილი თავისუფალი 10 წუთი და სწორი ინსტრუქცია.

სწავლების მეთოდი

ჩემი სწავლების სტილი მორგებულია ადამიანის ინდივიდუალურობასა და კომფორტზე. ტექნიკების შესრულებისას ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა კუნთთან კავშირის დამყარებას, კუნთის შეგრძნებას, კონცენტრაციის მოკრებას, სუნთქვას, ტექნიკები სრულდება დაკვირვებით, ნელა, ყურადღებით ჩემი მეთვალყურეობისა და სწორი ინსრუქციების მიხედვით. პრაქტიკოსები პროცესში სწავლობენ თვითზრუნვას, თვითსიყვარულს, სწავლობენ პატივისცემას საკუთარი ინდივიდუალურობის მიმართ, გამოიმუშავებენ დისციპლინასა და თავდაჯერებულობას. თითოეული პრაქტიკოსი ინდივიდუალურია, შესაბამისად სავარჯიშო პროგრამა მორგებულია მათი რესურსის, სურვილებისა და მიზნების გათვალისწინებით. პრაქტიკოსებს ასევე აქვთ თავისუფლება აირჩიონ ინდივიდუალური ან ჯგუფური სესიები.

სერთიფიკატები

მზად ხართ დაიწყოთ სწავლა?

ჩაეწერე ინსტრუქტორთან

სორტიტება
ფილტრაცია
სპეციალობით
გამოცდილებით
სორტიტება
ფილტრაცია
კატეგორიებით
სორტიტება
ფილტრაცია
სპეციალობით
გამოცდილებით
გაკვეთილის ტიპით