ანა წულიაია

ანა წულაია

იოგას ინსტრუქტორი

გამოცდილება: 3 წელი

ინსტრუქტორის შესახებ

იოგა სამი წელია ჩემი ცხოვრების ჯანსაღ ნაწილად იქცა. თავიდან მისი გაცნობა, დამოუკიდებლად, ასევ ვთქვათ, ფიზიკური მიზეზით, ჯანმრთელობის პრობლემით (წელის ტკივილი) დავიწყე. ვარჯიშმა დამანახა თუ როგორი სასიამოვნო პროცესია სხეულზე დაკვირვება და მასთან ყურადღებით მუშაობა, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც ტკივილიც გაქრა, დარჩა ამ პროცესის გაგრძელების სურვილი. შედეგად, იოგას პრაქტიკა უკვე, მასწავლებლის (ირაკლი შულაიას) ხელმძღვანელობით დავიწყე. მისი დახმარებით, საკუთარი თავის გაძლიერებასა და გაჯანსაღებასთან ერთად, იოგას ფილოსოფიის, ადამიანის ანატომიის, ასანათა სარგებლიანობის შესწავლა დავიწყე. ამ ეტაპზე, თავად ვაზიარებ ამ ცოდნას, თითოეულ მოსწავლესთან ურთიერთობაც ახალი, საინტერესო გამოცდილებაა, რაც კიდევ უფრო მეტად მიმტკიცებს აზრს იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარება იოგა ადამიანს საკუთარ თავზე დაკვირვებასა და მუშაობაში.

სწავლების მეთოდი

ვმუშაობ, როგორც ჯგუფთან, ასევე ინდივიდუალურადაც. ორივე ტიპის ვარჯიშისას, ყურადღება ექცევა მოსწავლეების საჭიროებას, იქნება ეს ფიზიკური თუ ემოციური მხარე. აქედან გამომდინარე, უშუალოდ, პროცესში ვიყენებ ჰათჰა და ვინიასა იოგას ტექნიკებს. გარდა ამისა, ვარჯიშის ნაწილია, სხვადასხვა არაიოგური ფიზიკური აქტივობებიც, რადგან მთავარი მიზანი ადამიანის ჯანსაღად ყოფნაა.

მზად ხართ დაიწყოთ სწავლა?

ჩაეწერე ინსტრუქტორთან

სორტიტება
ფილტრაცია
სპეციალობით
გამოცდილებით
სორტიტება
ფილტრაცია
კატეგორიებით
სორტიტება
ფილტრაცია
სპეციალობით
გამოცდილებით
გაკვეთილის ტიპით