ირინე ნიკოლაიშვილი​

ირინე ნიკოლაიშვილი

იოგას ინსტრუქტორი

გამოცდილება: 15 წელი

ინსტრუქტორის შესახებ

მრავალი წელია, იოგის ინსტრუქტორი ვარ. ვავარჯიშებ მოსწავლეებს ჯგუფებში, მაგრამ ინდივიდუალური მეთოდით. პანდემიის დასაწყისში, 6 წლის წინ, დავიწყე ონლაინ სწავლება. ონლაინ სწავლებას თავისი პლუსები აღმოაჩნდა: გარდა იმისა, რომ გაუთავებელ საცობებში გადაადგილებისას დრო და სულიერი ენერგია არ იხარჯება, საკმაოდ კომფორტული და მარტივია საკუთარ სახლში და სასურველ დროს ვარჯიში, როცა ინსტრუქტორი მხოლოდ ერთ მოსწავლეს უთმობს ყურადღებას, დროს, აკვირდება მხოლოდ მის ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, პრობლემების მიხედვით ურჩევს ვარჯიშებს. ონლაინ გაკვეთილები ასევე მოსახერხებელია მათთვის, ვინც საქართველოში არ ცხოვრობს.

სწავლების მეთოდი

15 წელის მანძილზე ვაკვირდები იოგის ზემოქედებას ადამიანის სხეულზე. იოგის ვარჯიშები დადებითად ზემოქმედებს თითოეულ ორგანოზე, კუნთზე და სახსარზე. თუ სრულად არ კურნავს მოცემულ დაავადებას, შვებას ჰგვრის და ყოველდღიურობას უმსუბუქებს მოვარჯიშეს. გაკვეთილზე მოსული ადამიანები განსხვავებულები არიან: ზოგს ფიზიკური პრობლემები აწუხებს, ზოგი კი სრულიად ჯანმრთელი მოდის და სურს, რომ თავისულფლად, ძალდაუტანებლად იმოძრაოს, გაიწელოს, ელასტიურობა შეიძინოს და იოგით ისიამოვნოს. ინდივიდუალური მიდგომა მაძლევს საშუალებას, რომ თითოეულმა მოსწავლემ მიიღოს ის, რაც მას იმ მომენტში სჭირდება.

მზად ხართ დაიწყოთ სწავლა?

ჩაეწერე ინსტრუქტორთან

სორტიტება
ფილტრაცია
სპეციალობით
გამოცდილებით
სორტიტება
ფილტრაცია
კატეგორიებით
სორტიტება
ფილტრაცია
სპეციალობით
გამოცდილებით
გაკვეთილის ტიპით