ინსტრუქტორის შესახებ
იოგასთან სამყარომ შემახვედრა ყველაზე რთულ პერიოდში. ფიზიკურად ყველანაირად ჯანმრთელი ვიყავი, მაგრამ სულიერად სრულიად დაკარგული. სწორედ ამ დროს გამოჩნდა მასწავლებელი ჩემს ცხოვრებაში და მადლიერი ვარ სამყაროსი, რომ ის თენგიზ გელდიაშვილი იყო. ძალიან მცირე დრო გავატარე მასთან, მაგრამ იოგის არსი მისგან ავითვისე. ამის შემდგომ ნელნელა ვუბრუნდებოდი ჩემს თავს. ვარჯიში ჩემთვის ახალი არ იყო, ღრმა ბავშვობიდან წლების მანძილზე აქტიურად ვიყავი დაკავებული სხვადასხვა სპორტით (ცურვა, ცეკვა, საბრძოლო ხელოვნება), მაგრამ იოგა სპორტი არაა. შემდგომ დამოუკიდებლად ვაგრძელებდი პრაქტიკას, ვიდრე არ გადავწყვიტე ინსტრუქტორი გავმხდარიყავი, რასაც ვარიდებდი თავს. დავით კანდელაკი იყო ინსტრუქტორი, რომელმაც მეთოდიკა მასწავლა, თუ როგორ უნდა მემუშავა სხვადასხვა ტიპის პრობლემის მქონე ადამიანებთან. მას შემდეგ წლები გავიდა, ახლა თავად ვცდილობ დავეხმარო ადამიანებს.
სწავლების მეთოდი
მაისორის სტილის იოგა არის ჩემი სწავლების მეთოდი, ფორმა. ამ დროს ჯგუფში თითოეული ადამიანი ინდივიდუალურად ვარჯიშობს, ყველას საკუთარი სისტემა აქვს ვარჯიშის. ამიტომაც ჯგუფში ერთდროულად უვარჯიშიათ, როგორც მოზარდებს, ის ღრმად ასაკოვნებს, როგორც ფიზიკური აქტივობის გამოცდილების სრულიად არმქონე ადამიანებს, ასევე აქტიურ სპორტსმენებს. თერაპიული მიმართულებით შემიძლია ვიმუშაო ყველა ტიპის პრობლემისა და დაავადების მქონე ადამიანთან, ამავდროულად გამოცდილება მაქვს ფსიქიკურ სარეაბილიტაციო ცენტრში მუშაობის, სადაც აქტიურად ვავარჯიშებდი ადამიანებს იოგაში და ამავდროულად ვაყენებდი მათ ლურსმნებია დაფაზე, რაც დღემდე აქტიური ნაწილია ჩემი პრაქტიკის საკუთარ დარბაზშიც. როგორც აღვნიშნე, მეთოდიკა ვარჯიშის არის იოგა, მაგრამ აქტიურად ვიყენებ თითქმის ყველა ტიპის ფიზიკურ დისციპლინებს ადამიანის გაჯანმრღელებასა და მოძლიერებაში, რადგან ვთვლი რომ სხეულისთვის ყველანაირი მდგომარეობა უნდა იყოს ნაცნობი.