სტუდიური კლასები
ანა წულაია
იოგას ინსტრუქტორი
ჰათჰა იოგა, ვინიასა იოგა
იოგას მივყვები მესამე წელია, ამ პრაქტიკამ ბევრი ცვლილება შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში და ახლა თავად ვცდილობ სხვებს ვასწავლო, თუ როგორ იგძნონ თავი კარგად საკუთარ სხეულში. მოსწავლეებს ვავარჯიშებ სხვადასხვა სტილით (ჰათჰა, ვინიასა) როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად (კორპორატიული ჯგუფები), მაქვს ონლაინ ინდივიდუალური გაკვეთილებიც. ვარჯიშის პროცესში ყურადღებას ვაქცევ მთლიანად სხეულის გაჯანსაღებას, თერაპიული მხრივ, ჯანმრთელობის კონკრეტულ პრობლემებზე მუშაობას (ხერხემალი, სახსრები, ტრავმა, სისხლის მიმოქცევა…). მენტალურ ჭრილში კი, კონცენტრაციის, ყურადღების განვითარება საკუთარ სხეულსა და ემოციებზე დაკვირვება-გააზრება.
გურამ ჟღამაძე
იოგას ინსტრუქტორი
აშთანგა იოგა მაისორი
Yoga Alliance-ის მიერ აღიარებული ინსტრუქტორი, 6 წელზე მეტი გამოცდილებით. გავლილი მაქვს 550 საათზე მეტი ტრენინგი ინდურ სკოლა Siddhi Yoga-ში (რიშიკეში, ინდოეთი). ვფლობ RYT 500 და E-RYT 200 სტატუსებს, რაც მაღალი ხარისხის სწავლების გარანტიას იძლევა. ვმუშაობ ყველა ასაკის ადამიანთან ინდივიდუალური მიდგომით.
ირაკლი შულაია
იოგას ინსტრუქტორი
აშთანგა იოგა მაისორი
მაისორის სტილის იოგას ინსტრუქტორი, გამოცდილი როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური, კორპორატიული თუ ონლაინ კლასების გაძღოლაში. მიმუშავია როგორც ასაკოვან ხალხთან, ასევე მძიმე ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებთან, როგორც ფიზიკური ისევე მენტალური კუთხით, ამავდროულად შემიძლია აქტიური ფიზიკური მომზადება გავუწიო გამოცდილ სპორტსმენებსაც.
ირინე ნიკოლაიშვილი
იოგას ინსტრუქტორი
აშთანგა იოგა მაისორი
იოგით დავინტერესდი და მისი შესწავლა 2010 წელს დავიწყე. 13 წელიწადია რაც ვასწავლი, აქედან 6 წელია ონლიან გაკვეთილებსაც ვატარებ. ჩემი მოსწავლეები ყველა ასაკის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის ადამიანები არიან. თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად ვუდგები და ვუდგენ შესაბამის ვარჯიშებს.
