ონლაინ კლასები

ანა წულიაია

ანა წულაია

იოგას ინსტრუქტორი

ჰათჰა იოგა, ვინიასა იოგა
იოგას მივყვები მესამე წელია, ამ პრაქტიკამ ბევრი ცვლილება შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში და ახლა თავად ვცდილობ სხვებს ვასწავლო, თუ როგორ იგძნონ თავი კარგად საკუთარ სხეულში. მოსწავლეებს ვავარჯიშებ სხვადასხვა სტილით (ჰათჰა, ვინიასა) როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად (კორპორატიული ჯგუფები), მაქვს ონლაინ ინდივიდუალური გაკვეთილებიც. ვარჯიშის პროცესში ყურადღებას ვაქცევ მთლიანად სხეულის გაჯანსაღებას, თერაპიული მხრივ, ჯანმრთელობის კონკრეტულ პრობლემებზე მუშაობას (ხერხემალი, სახსრები, ტრავმა, სისხლის მიმოქცევა…). მენტალურ ჭრილში კი, კონცენტრაციის, ყურადღების განვითარება საკუთარ სხეულსა და ემოციებზე დაკვირვება-გააზრება.
ეკატერინე სამხარაძე​

ეკატერინე სამხარაძე

სიზმარხილვის ინსტრუქტორი

სიზმარხილვების თვითნასწავლი პრაქტიკოსი. ყველაფერი დაიწყო 2012 წელს. ამ მიმართულებით დამუშავებული მაქვს არაერთი ტექნიკა. ვიცი რა მუშაობს, როგორ და რისთვის. სიზმრები იარაღია, პრაქტიკა კი მისი გამოწრთობის საშუალება. ხოლო დანიშნულებას უკვე ყველა თავისი სურვილისამებრ აძლევს. ვმუშაობ მხოლოდ ზრდასრულებთან.
თამარ დარახველიძე

თამარ დარახველიძე

სახის იოგის ინსტრუქტორი

ჩემთვის სახის იოგა არის ბევრად ღრმა სფერო, ვიდრე უბრალოდ ვარჯიში და სახის კანის სილამაზე. სახის იოგის პრაქტიკა სულ სხვა სიღრმით და სიძლიერით აყვარებს ადამიანებს თავიანთ სილამაზეს, თავიანთ ინდივიდუალურობას, აუმჯობესებს თავდაჯერებულობას, ვარჯიში სხეულს ათავისუფლებს სპაზმებისა და ბლოკებისაგან, შესაბამისად ამცირებს სტრესს და შფოთვას, აუმჯობესებს კონცენტრაციას და ზოგად ჯანმრთელობაზე აქვს პოზიტიური გავლენა. სამი წელზე მეტია ამ მიმართულებით ვპოზიციონირებ, როგორც ინსტუქტორი, მყავს უამრავი მოსწავლე-პრაქტიკოსი, როგორც ინდივიდუალურ სესიებზე, ასევე ვარ ონლაინ სავარჯიშო პროგრამის ავტორი.
ირაკლი შულაია

ირაკლი შულაია

იოგას ინსტრუქტორი

აშთანგა იოგა მაისორი
მაისორის სტილის იოგას ინსტრუქტორი, გამოცდილი როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური, კორპორატიული თუ ონლაინ კლასების გაძღოლაში. მიმუშავია როგორც ასაკოვან ხალხთან, ასევე მძიმე ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებთან, როგორც ფიზიკური ისევე მენტალური კუთხით, ამავდროულად შემიძლია აქტიური ფიზიკური მომზადება გავუწიო გამოცდილ სპორტსმენებსაც.
ირინე ნიკოლაიშვილი​

ირინე ნიკოლაიშვილი

იოგას ინსტრუქტორი

აშთანგა იოგა მაისორი
იოგით დავინტერესდი და მისი შესწავლა 2010 წელს დავიწყე. 13 წელიწადია რაც ვასწავლი, აქედან 6 წელია ონლიან გაკვეთილებსაც ვატარებ. ჩემი მოსწავლეები ყველა ასაკის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის ადამიანები არიან. თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად ვუდგები და ვუდგენ შესაბამის ვარჯიშებს.
სორტიტება
ფილტრაცია
სპეციალობით
გამოცდილებით

ჩაეწერე ინსტრუქტორთან

სორტიტება
ფილტრაცია
კატეგორიებით
სორტიტება
ფილტრაცია
სპეციალობით
გამოცდილებით
გაკვეთილის ტიპით