# იოგას ვარჯიშები

> Source: https://yogahub.online/yogas-varjishebi/
> Author: ლუკა ბერუაშვილი
> Published: 2025-10-02
> Updated: 2026-07-26

# იოგას ვარჯიშები

## იოგას ვარჯიშები

 ![იოგას ვარჯიშები](https://yogahub.online/wp-content/uploads/2025/10/3-1.jpeg)

## რა უნდა გავითვალისწინოთ დაწყებამდე

იოგა სულ უფრო პოპულარული ხდება როგორც ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელი პრაქტიკა. თუმცა, სანამ იოგას დაიწყებთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია გასათვალისწინებელი:

- ჯანმრთელობის მდგომარეობა — თუ გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემები (მაგალითად, ხერხემლის ტკივილი, მაღალი წნევა ან ქრონიკული დაავადებები), სასურველია, ექიმს მიმართოთ და მისი რეკომენდაცია მიიღოთ.
- სწორი ინსტრუქტორი — იოგას სწავლისას მნიშვნელოვანია გამოცდილი და სერტიფიცირებული ინსტრუქტორის შერჩევა, რომელიც თქვენს საჭიროებებსა და შესაძლებლობებს გაითვალისწინებს.
- კომფორტული გარემო — იოგასთვის შეარჩიეთ წყნარი, სუფთა და კარგად განიავებული სივრცე, სადაც თავს თავისუფლად და კომფორტულად იგრძნობთ.
- შესაფერისი ტანსაცმელი — ჩაიცვით თავისუფალი ან ელასტიური ტანსაცმელი, რომელიც არ შეგიზღუდავთ მოძრაობაში.
- მოთმინება და თანმიმდევრობა — იოგა შედეგებს ეტაპობრივად იძლევა. იყავით მოთმინებით და რეგულარულად ივარჯიშეთ, რათა იგრძნოთ მისი სარგებელი.
- სწორი კვება და ჰიდრატაცია — ივარჯიშეთ ცარიელ კუჭზე (ჭამიდან 2 საათის შემდეგ), სითხე მიიღეთ ვარჯიშის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე ან ვარჯიშის შემდეგ.

იოგას დაწყებამდე ამ რჩევების გათვალისწინება დაგეხმარებათ, რომ ვარჯიში იყოს უსაფრთხო, სასიამოვნო და ეფექტური. წარმატებებს გისურვებთ იოგას სამყაროში!

## როგორ დავიწყოთ?

- **იპოვეთ თქვენი ინსტრუქტორი:**ჩვენი საიტის სამ განყოფილებაში შეგიძლიათ აარჩიოთ თქვენთვის სასურველი ინსტრუქტორი.
- **საჭირო აღჭურვილობა:**სასურველია გქონდეთ იოგას მატი და კომფორტული ტანსაცმელი.
- **მოუსმინეთ სხეულს:** თუკი ტკივილს იგრძნობთ, შეამცირეთ დატვირთვა და აცნობეთ ამის შესახებ ინსტრუქტორს. იოგა არ არის შეჯიბრი.

 [შეარჩიე ინსტრუქტორი](/classes/)

### პოსტები
