# იოგას ვარჯიშები დამწყებთათვის

> Source: https://yogahub.online/yogas-varjishebi-damwkebtatvis/
> Author: ლუკა ბერუაშვილი
> Published: 2025-10-02
> Updated: 2026-07-26

# იოგას ვარჯიშები დამწყებთათვის

## იოგას ვარჯიშები დამწყებთათვის

 ![იოგას ვარჯიშები დამწყებთათვის](https://yogahub.online/wp-content/uploads/2025/11/იოგას-ვარჯიშები-768x436.webp)

თუ ეძებთ გზას სხეულისა და გონების გასაძლიერებლად, იოგა იდეალური დასაწყისია. ბევრი ფიქრობს, რომ იოგა მხოლოდ რთული გაწელვებია, მაგრამ სინამდვილეში ის გაცილებით მეტია! იოგა არის პრაქტიკა, რომელიც აერთიანებს **ფიზიკურ მოძრაობებს** (სხეულის პოზიციები), **სუნთქვას**და **გონებას**. როგორც დამწყები, თქვენი მიზანია:

- **ისწავლოთ სწორ სუნთქვა თქვენ ტემპში** – ეს აუცილებელია ნებისმიერი ვარჯიშის დროს.
- **ისწავლოთ ყველა საჭირო საბაზისო პოზა (ასანა)**
- **გაიცნოთ თქვენი სხეული:**დააკვირდით და თავიდან აღმოაჩინეთ თქვენი სხეული, მის მოთხოვნილებები, მიდრეკილებები და შესაძლებლობები.
- **მოიპოვოთ სიმშვიდე:**იოგას ვარჯიშები აუცილებლად მოიტანენ სიმშვიდეს.

## იოგა დამწყებთათვის - რა უნდა გავითვალისწინოთ

იოგა სულ უფრო პოპულარული ხდება როგორც ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელი პრაქტიკა. თუმცა, სანამ იოგას დაიწყებთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია გასათვალისწინებელი:

- **ჯანმრთელობის მდგომარეობა** — თუ გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემები (მაგალითად, ხერხემლის ტკივილი, მაღალი წნევა ან ქრონიკული დაავადებები), სასურველია, ექიმს მიმართოთ და მისი რეკომენდაცია მიიღოთ.
- **სწორი ინსტრუქტორი** — იოგას სწავლისას მნიშვნელოვანია გამოცდილი და სერტიფიცირებული ინსტრუქტორის შერჩევა, რომელიც თქვენს საჭიროებებსა და შესაძლებლობებს გაითვალისწინებს.
- **კომფორტული გარემო** — იოგასთვის შეარჩიეთ წყნარი, სუფთა და კარგად განიავებული სივრცე, სადაც თავს თავისუფლად და კომფორტულად იგრძნობთ.
- **შესაფერისი ტანსაცმელი** — ჩაიცვით თავისუფალი ან ელასტიური ტანსაცმელი, რომელიც არ შეგიზღუდავთ მოძრაობაში.
- **მოთმინება და თანმიმდევრობა** — იოგა შედეგებს ეტაპობრივად იძლევა. იყავით მოთმინებით და რეგულარულად ივარჯიშეთ, რათა იგრძნოთ მისი სარგებელი.
- **სწორი კვება და ჰიდრატაცია** — ივარჯიშეთ ცარიელ კუჭზე (ჭამიდან 2 საათის შემდეგ), სითხე მიიღეთ ვარჯიშის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე ან ვარჯიშის შემდეგ.

დაწყებამდე ამ რჩევების გათვალისწინება დაგეხმარებათ, რომ იოგას ვარჯიშები დამწყებთათვის იყოს უსაფრთხო, სასიამოვნო და ეფექტური. წარმატებებს გისურვებთ იოგას სამყაროში!

## როგორ დავიწყოთ?

- **იპოვეთ თქვენი ინსტრუქტორი:**ჩვენი საიტის სამ განყოფილებაში შეგიძლიათ აარჩიოთ თქვენთვის სასურველი ინსტრუქტორი.
- **საჭირო აღჭურვილობა:**სასურველია გქონდეთ იოგას მატი და კომფორტული ტანსაცმელი.
- **მოუსმინეთ სხეულს:** თუკი ტკივილს იგრძნობთ, შეამცირეთ დატვირთვა და აცნობეთ ამის შესახებ ინსტრუქტორს. იოგა არ არის შეჯიბრი.

 [შეარჩიე ინსტრუქტორი](/classes/)

### პოსტები
