# ახალბედა ვეგეტარიანელების 10 შეცდომა

> Source: https://yogahub.online/vegetarianelebis-10-shecdoma/
> Author: გურამ ჟღამაძე
> Published: 2026-01-13
> Updated: 2026-01-24

## შეცდომები, რომელსაც ახალბედა ვეგეტარიანელები უშვებენ

მრა­ვალ­მა ადა­მი­ან­მა სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გა­მო გა­დაწ­ყვი­ტა შე­ეწ­ყვი­ტა ხორ­ცის ჭა­მა და გამ­ხდა­რიყ­ვნენ ვე­გე­ტა­რია­ნე­ლე­ბი, მაგ­რამ ამა თუ იმ მი­ზე­ზის გა­მო მა­ლე­ვე შეწ­ყვი­ტეს ვე­გე­ტა­რია­ნუ­ლი კვე­ბა და და­უბ­რუნ­დნენ მა­ნამ­დე უკ­ვე ნაც­ნობ საკ­ვებს.

**რა გა­ნა­პი­რო­ბებს ამას?** **სად ქრე­ბა ენ­თუ­ზი­აზ­მი?** ძა­ლი­ან ხში­რად ეს უბ­რა­ლოდ **არ­ცოდ­ნაა**და ამ არ ცოდ­ნი­დან გა­მოწ­ვეუ­ლი დის­კომ­ფორ­ტი ან ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი. რა თქმა უნ­და, ვინ რას და რო­გორ ჭამს ჩე­მი საქ­მე არ არის, ეს ინ­დი­ვი­დის არ­ჩე­ვა­ნია.

ეს პოს­ტი იმის­თვის არის შექ­მნი­ლი, რომ გან­ვი­ხი­ლოთ ახალ­ბე­და ვე­გე­ტა­რია­ნე­ლე­ბის ყვე­ლა­ზე ხში­რად დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი, რა­თა ეს შეც­დო­მე­ბი თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ და თქვე­ნი არ­ჩე­ვა­ნი არ გა­და­იქ­ცეს დის­კომ­ფორ­ტად, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბად და ხან­და­ხან ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე და­ზია­ნე­ბად.

ხში­რად ახალ­ბე­და ვე­გე­ტა­რია­ნე­ლებ­მა არა­ფე­რი იცი­ან ადა­მია­ნის ბი­ოლო­გი­ურ აგე­ბუ­ლე­ბა­ზე და არ ეს­მით რა სჭირ­დე­ბა ორ­გა­ნიზმს. ასე­ვე არ ეს­მით სხვა­დას­ხვა ფი­ზიო­ლო­გიუ­რი და ფსი­ქო­ლო­გიუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი.

მე მო­გიყ­ვე­ბით ახალ­ბე­და ვე­გე­ტა­რია­ნე­ლე­ბის 10 შეც­დო­მა­ზე, რომ­ლებ­საც ისი­ნი ყვე­ლა­ზე ხში­რად უშ­ვე­ბენ.

## გავრცელებული შეცდომებია:

### 1. საკუთარი თავის იძულება.

ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ფსი­ქო­ლო­გიუ­რი ფაქ­ტო­რი და ის თუ რამ­დე­ნად მყა­რია თქვე­ნი გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა. პირ­ველ რიგ­ში თქვე­ნი ცვლი­ლე­ბა უნ­და ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს მი­ზანს. თუ მი­ზა­ნი ნა­თე­ლია და ზუს­ტად იცით რა­ტომ აკე­თებთ ამას თქვენ მარ­ტი­ვად შეძ­ლებთ ხორ­ცზე უა­რის თქმას. ასე­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია სტრე­სი, რო­მელ­საც ორ­გა­ნიზ­მი კვე­ბის შეც­ვლით გა­ნიც­დის. ასე­ვე ნუ აყ­ვე­ბით მო­დას, თუ ხვდე­ბით, რომ ვე­გე­ტა­რია­ნე­ლო­ბა თქვე­ნი არაა, ტყუ­ილა ნუ დაა­ტანთ თავს ძა­ლას. ვე­გე­ტა­რია­ნე­ლო­ბა თქვე­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნი უნ­და იყოს და არა ტან­ჯვის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი.

### 2. ჩქარი ცვლილება.

ხში­რად ადა­მია­ნებს ჰგო­ნი­ათ, რომ მე­ორე დღი­დან­ვე უკ­ვე ვე­გე­ტა­რია­ნე­ლე­ბი უნ­და გახ­დნენ. ეს ესე არ ხდე­ბა. ორ­გა­ნიზ­მის­თვის ესე­თი უე­ცა­რი ცვლი­ლე­ბა ძა­ლი­ან დი­დი სტრე­სია და აუ­ცი­ლებ­ლად აი­სა­ხე­ბა თქვენ ფსი­ქი­კა­ზე. ცვლი­ლე­ბა ჯო­ბია ნელ-ნე­ლა გან­ხორ­ცი­ელ­დეს. და­იწ­ყეთ თქვენ ჩვე­ულ კვე­ბა­ში უმი ბოს­ტნეუ­ლის შე­მო­ტა­ნა. პირ­ველ თვეს 20%, მე­ორე თვეს 30 და ესე 50% მდე. შემ­დეგ უკ­ვე შე­გიძ­ლი­ათ ხორ­ცის ჩა­ნაც­ვლე­ბა და­იწ­ყოთ, თან და­აკ­ვირ­დით სხე­ულს. ცა­დეთ სოი­ოს, ოს­პის, მუ­ხუ­დოს და ლო­ბი­ოს შე­მო­ტა­ნა, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ამ­ცი­რეთ ხორ­ცი და ბო­ლოს შეწ­ყვი­ტეთ მი­სი მოხ­მა­რე­ბა.

### 3. ხორცის ჩანაცვლება მხოლოდ ცომეულით.

ხორ­ცის ამო­ღე­ბა არ ნიშ­ნავს მხო­ლოდ ხა­ჭა­პურ­ზე, მა­კა­რონ­ზე და კარ­ტო­ფილ­ზე გა­დას­ვლას. ესე­თი ქცე­ვა ენერ­გი­ას წა­გარ­თმევს. ჩარ­თე რა­ცი­ონ­ში ცოც­ხა­ლი ბოს­ტნეუ­ლი, ხი­ლი­დან და ბოს­ტნეუ­ლი­დან გა­მო­წუ­რუ­ლი წვე­ნე­ბი, პარ­კოს­ნე­ბი და მარ­ცვლეუ­ლი!

### 4. ცილის იგნორირება.

ბევ­რი ივიწ­ყებს, იმას რომ **ცი­ლა სჭირ­დე­ბა**. ცი­ლა ორ­გა­ნიზ­მის­თვის შე­უც­ვლე­ლია მას ორ­გა­ნიზ­მი ვერ ქმნის ვერც ნახ­შირ­წყლე­ბის და ვერც ცხი­მე­ბის დაშ­ლის­გან მი­ღე­ბუ­ლი ნივ­თიე­რე­ბე­ბის­გან. ზოგს ჰგო­ნია რომ ცი­ლა მარ­ტო ხორ­ცშია ეს შეც­დო­მაა სი­ნამ­დვი­ლე­ში ის ძა­ლი­ან ბევრ რა­მე­შია მა­გა­ლი­თად: სოი­ო, ლო­ბიო, ოს­პი, მუ­ხუ­დო, შვრია, ხორ­ბა­ლი, ტო­ფუ, ხა­ჭო, მა­წო­ნი და თხი­ლეუ­ლი ცი­ლის არაჩ­ვეუ­ლებ­რი­ვი წყა­რო­ებია.

### 5. შეუცვლელი ამინომჟავები.

ადა­მია­ნის ორ­გა­ნიზ­მის­თვის სა­ჭი­რო ცი­ლას ორ­გა­ნიზ­მი გა­რე­დან მი­ღე­ბუ­ლი ცი­ლე­ბის დაშ­ლის ხარ­ჯზე აწარ­მო­ებს. ცი­ლე­ბი შედ­გე­ბი­ან ამი­ნომ­ჟა­ვე­ბის­გან. არ­სე­ბობს ამი­ნომ­ჟა­ვე­ბი, რო­მე­ლიც სხე­ულ­მა უნ­და მი­იღოს ის მას ვერ შექ­მნის სხვა ამი­ნომ­ჟა­ვის ხარ­ჯზე. ესე­თი ამი­ნომ­ჟა­ვა არის 9 (ძველ სა­მე­დი­ცი­ნო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში 8) და მათ შე­უც­ვლელს უწო­დე­ბენ. რად­გან თქვენ წყვეტთ ხორ­ცის მოხ­მა­რე­ბას, რო­მე­ლიც ყვე­ლა შე­უც­ვლელ ამი­ნომ­ჟა­ვას შეი­ცავს თქვენ ის უნ­და ჩა­ანაც­ვლოთ სხვა რა­მით. ამი­ნომ­ჟა­ვე­ბის სრუ­ლი სპექ­ტრის მი­სა­ღე­ბად საკ­მა­რი­სია პრო­დუქ­ტე­ბის სწო­რი კომ­ბი­ნა­ცია დღის გან­მავ­ლო­ბა­ში.

**მარ­ტი­ვი ფორ­მუ­ლა:** პარ­კოს­ნე­ბი + მარ­ცვლეუ­ლი = სრულ­ფა­სო­ვა­ნი ცი­ლა. (მა­გა­ლი­თად: ოს­პი + წი­წი­ბუ­რა, ლო­ბიო + ბრინ­ჯი, ან ჰუ­მუ­სი + პუ­რი). ასე­ვე, ჩარ­თე რა­ცი­ონ­ში ისე­თი მცე­ნა­რე­ები, რომ­ლე­ბიც ბუ­ნებ­რი­ვად შეი­ცავს ყვე­ლა ამი­ნომ­ჟა­ვას: სოი­ო (ტო­ფუ), კი­ნოა, ჩია და კა­ნა­ფის თეს­ლი.

### 6. B12 ვიტამინის დავიწყება.

ეს ის ვი­ტა­მი­ნია, რომ­ლის მი­ღე­ბაც მცე­ნა­რეუ­ლი საკ­ვე­ბი­დან რთუ­ლია. აუ­ცი­ლებ­ლად გა­დაა­მოწ­მე დო­ნე და სა­ჭი­როე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მი­იღე და­ნა­მა­ტის სა­ხით. მა­წო­ნი, იო­გურ­ტი, ყვე­ლი და სხვა რძის პრო­დუქ­ტე­ბი ბ12 კარ­გი წყა­როა.

**სა­ყუ­რად­ღე­ბო ნიუ­ან­სი:** ბევ­რი ფიქ­რობს, რომ B12-ის მი­ღე­ბა ფერ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი­და­ნაც (მჟა­ვე­ული, ტემ­პე, კომ­ბუ­ჩა) შე­იძ­ლე­ბა. არ მოტ­ყუვ­დეთ! მცე­ნა­რე­ულ ფერ­მენ­ტი­რე­ბულ საკ­ვებ­ში ხში­რად გვხვდე­ბა ვი­ტა­მი­ნის არა­აქ­ტიუ­რი ფორ­მა (ანა­ლო­გი), რო­მელ­საც ჩვე­ნი სხე­ული ვერ ით­ვი­სებს.

### 7. რკინის არასაკმარისი მიღება.

რკი­ნის დე­ფი­ცი­ტი **(ანე­მია)** ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პრობ­ლე­მაა დამ­წყებ ვე­გე­ტა­რია­ნე­ლებ­ში. ბევრს ჰგო­ნია, რომ თუ ის­პა­ნახს ან ოსპს შე­ჭამს, რკი­ნის პრობ­ლე­მა მოგ­ვა­რე­ბუ­ლია. სი­ნამ­დვი­ლე­ში, მცე­ნა­რე­ულ რკი­ნას ორ­გა­ნიზ­მი გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლად შე­ით­ვი­სებს, ვიდ­რე ხორ­ცი­სას. **რო­გორ გა­მო­ვას­წო­როთ?**

**გა­მოი­ყე­ნე (ვი­ტა­მი­ნი C).** იმი­სათ­ვის, რომ მცე­ნა­რეუ­ლი რკი­ნა სის­ხლში მოხ­ვდეს, მას სჭირ­დე­ბა C ვი­ტა­მი­ნი. *ფორ­მუ­ლა:* ლო­ბიო + ბულ­გა­რუ­ლი წი­წა­კა; წი­წი­ბუ­რა + კი­ვი/ფორ­თო­ხა­ლი; ის­პა­ნა­ხი + ლი­მო­ნის წვე­ნი.

**მო­ერი­დე „ბლო­კა­ტო­რებს“:** ტა­ნი­ნე­ბი და კო­ფეი­ნი რკი­ნის შე­წო­ვას ხელს უშ­ლის. არ და­აყო­ლოთ საჭ­მელს ჩაი ან ყა­ვა! და­ელო­დეთ ჭა­მი­დან მი­ნი­მუმ 1 სა­ათი.

**და­მა­ტე­ბი­თი რჩე­ვა:** გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ **კალ­ციუ­მიც** ხელს უშ­ლის რკი­ნის შე­წო­ვას. ამი­ტომ, თუ რკი­ნის დე­ფი­ცი­ტი გაქვს, ეცა­დე ყვე­ლის, მაწ­ვნის და სხვა რძის პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბა და რკი­ნით მდი­და­რი სა­დი­ლის (მაგ. ოს­პის წვნი­ანი, წი­წი­ბუ­რა) მი­ღე­ბა დრო­ში გა­მიჯ­ნო.

### 8. მცირე ულუფებით კვება.

მცე­ნა­რე­ულ საკ­ვებს ხში­რად ნაკ­ლე­ბი კა­ლო­რია აქვს, ვიდ­რე ხორცს. თუ მუდ­მი­ვად გშია, ეს ნიშ­ნავს, რომ საკ­მა­რისს არ ჭამ და უნ­და გა­ზარ­დე ულუ­ფე­ბი. მო­უს­მი­ნეთ სა­კუ­თარ სხე­ულს. საკ­ვე­ბის და­ნაკ­ლი­სი თქვე­ნი სხე­ულის­თვის ძა­ლი­ან დი­დი სტრე­სია. ეს ნე­გა­ტიუ­რად აი­სა­ხებ თქვენ ფსი­ქი­კა­ზეც.

### 9. ერთფეროვნება.

ყო­ველ­დღე წი­წი­ბუ­რას ჭა­მა მა­ლე მოგ­ბეზ­რდე­ბა. ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ატა­რე ახალ რე­ცეპ­ტებ­ზე ან მო­იძიე უკ­ვე არ­სე­ბუ­ლი რე­ცეპ­ტე­ბი. ინ­ტერ­ნეტ­ში უამ­რა­ვი რე­ცეპ­ტია, რო­მელ­საც შე­უძ­ლია შე­გიმ­სუ­ბუ­ქოს ვე­გე­ტა­რია­ნე­ლო­ბის პირ­ვე­ლი თვე­ები.

### 10. წყლის არასაკმარისი მიღება.

რო­ცა ვე­გე­ტა­რია­ნე­ლი ხდე­ბით, ხში­რად იზ­რდე­ბა უჯ­რე­დი­სის (ბოჭ­კოს) მი­ღე­ბა ხი­ლი­სა და ბოს­ტნეუ­ლის ხარ­ჯზე. წყლის გა­რე­შე ამან შე­იძ­ლე­ბა მუც­ლის შე­ბე­რი­ლო­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. სვით მე­ტი წყა­ლი!
