# ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის სამ­ყა­რო ნა­წი­ლი 9

> Source: https://yogahub.online/luciduri-sizmrebi-09/
> Author: ეკატერინე სამხარაძე
> Published: 2026-02-25
> Updated: 2026-02-25

### ავტორი: სტივენ ლაბერჟე

## მძინარეთა ღამეული მოგზაურობა

თა­ვად ნე­ლი ძი­ლი სამ ქვეს­ტა­დი­ად იყო­ფა. პირ­ვე­ლი სტა­დია არის გარ­და­მა­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა პა­სი­ურ სიფ­ხიზ­ლე­სა და მსუ­ბუქ ძილს შო­რის, ახა­სი­ა­თებს თვა­ლე­ბის ნე­ლი მოძ­რა­ო­ბა და ცხა­დი, ნაწ­ყვეტ-ნაწ­ყვე­ტი ხილ­ვე­ბი, რომ­ლებ­საც ჰიპ­ნა­გო­გი­კუ­რი (ბერ­ძნუ­ლად „სიზ­მრებ­ში გა­დამ­ყვა­ნი“) ხა­ტე­ბი ეწო­დე­ბა. რო­გორც წე­სი, თქვენ იო­ლად გა­და­დი­ხართ პირ­ვე­ლი სტა­დი­ი­დან მე­ო­რე­ზე, რაც უკვე ნამ­დვი­ლი ძი­ლია და ახა­სი­ა­თებს ტვი­ნის უნი­კა­ლუ­რი ტალ­ღე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი, სა­ხე­ლად „ძი­ლის ნარ­თი“ ან “K-კო­მპლექ­სი“. მენ­ტა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბა ამ სტა­დი­ა­ზე გა­იშ­ვი­ა­თე­ბუ­ლი, და­მი­წე­ბუ­ლი და ფი­ქრის მსგავ­სია. ჩვე­უ­ლე­ბრივ 20-30 წუ­თის მე­რე თქვენ უფრო ღრმა - „დელ­ტა ძილ­ში“ ეშ­ვე­ბით, ეს სა­ხე­ლი ჰქვია ტვი­ნის ნე­ლი რიტ­მუ­ლი ტალ­ღე­ბის გა­მო, რო­მლებიც ნე­ლი ძი­ლის ამ სტა­დი­ა­ზე ჩნდე­ბა. დელ­ტა ძი­ლი­დან მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ძა­ლი­ან ცო­ტა რჩე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ამ ძი­ლის ღრმა და უსიზ­მრო სტა­დი­ას აღ­მო­სავ­ლურ მის­ტი­კურ სწავ­ლე­ბებ­ში ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა, რო­გორც სტა­დი­ას რო­ცა ყვე­ლა­ზე უფრო ღრმად ვეშ­ვე­ბით ჩვენს ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში. სვა­მი რა­მას მი­ხედ­ვით: „ამ დროს ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ში აღ­წევს სამ­ყა­როს უმა­ღლე­სი ცნო­ბი­ე­რე­ბის სრულ­ყო­ფი­ლი ნა­თე­ლი. სიფ­ხიზ­ლის ცნო­ბი­ე­რე­ბის ეგოს მდგო­მა­რე­ო­ბა წყდე­ბა. უფრო მე­ტიც, არა­ცნო­ბი­ე­რი შე­მე­ცნე­ბის ყვე­ლა ას­პექ­ტი დრო­ე­ბით ჩერ­დე­ბა. მო­გო­ნე­ბე­ბი, პრო­ბლე­მე­ბი, სიზ­მრის სა­ში­ნე­ლი ტი­პა­ჟე­ბი უკან რჩე­ბი­ან. პერ­სო­ნა­ლუ­რი არა­ცნო­ბი­ე­რის ყვე­ლა შეზ­ღუდ­ვა უმა­ღლე­სი ცნო­ბი­ე­რე­ბის სრულ­ყო­ფილ ნა­თელ­ში იფან­ტე­ბა.“

დელ­ტა ძი­ლის ფა­ზა­ში თან­და­თან უფრო ღრმად შეს­ვლის და იქ 30-40 წუ­თის და­ყოვ­ნე­ბის შემ­დეგ თქვენ ისევ მე­ო­რე სტა­დი­ა­ზე ბრუნ­დე­ბით. ამის შემ­დეგ თით­ქმის 70-90 წუ­თი ძი­ლის შემდეგ თქვენ თსმ ძილ­ში შე­დი­ხართ, ღა­მე­ში პირ­ვე­ლად. თსმ ძი­ლის 5 ან 10 წუ­თის და შე­საძ­ლო ხან­მო­კლე გა­მოღ­ვი­ძე­ბის მე­რე, რო­ცა შე­საძ­ლოა სიზ­მა­რიც და­გა­მახ­სოვ­რდეთ, ამის შემდეგ ისევ მე­ო­რე სტა­დი­ას და­უ­ბრუნ­დე­ბით, შე­საძ­ლოა დელ­ტა ძილ­ში გა­და­ხვი­დეთ, რო­მე­ლიც მო­რიგ თსმ ძი­ლამ­დე თით­ქმის 90 წუ­თით ადრე დგე­ბა, და ასე გრძე­ლდე­ბა მთე­ლი ღა­მე.

ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის შე­სწავ­ლი­სა და პრაქტიკისას ყო­ველ­თვის უნ­და გახ­სოვ­დეთ ორი რამ: 1. თსმ ძი­ლის ხან­გრძლი­ვო­ბა იზ­რდე­ბა ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, 2. ამას­თან ერ­თად ინ­ტერ­ვა­ლე­ბი თსმ პე­რი­ო­დებს შო­რის მცირ­დე­ბა, ძი­ლის და­საწ­ყის­ში 90 წუ­თი­დან რვა სა­ა­თის შემდეგ 20-30 წუთ­ზე და­დის, ბო­ლოს 5-6 სიზ­მრი­ა­ნი ძი­ლის პე­რი­ო­დის მე­რე, ღა­მე­ში 10-15 გა­მოღ­ვი­ძე­ბის შემდეგ თქვენ უკვე სა­ბო­ლო­ოდ იღ­ვი­ძებთ (სი­ნამ­დვი­ლე­ში ჩვენ ყო­ველ ჯერ­ზე ვიღ­ვი­ძებთ, მა­გრამ გვა­ვიწ­ყდე­ბა ზუ­სტად ისე, რო­გორც და­გვა­ვიწ­ყდე­ბო­და სა­უ­ბა­რი იმასთან ვინც ღა­მე და­გვი­ძა­ხებ­და).

ძი­ლის სამ­ყა­რო­ში ღა­მე­ული მო­გზა­უ­რო­ბის გან­ხილ­ვის შემ­დეგ გა­გიჩ­ნდათ კით­ხვა, რო­მელ სტა­დი­ა­ზე ჩნდე­ბა ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბი. ამ კით­ხვა­ზე პა­სუ­ხი ერ­თი დი­დი ამ­ბა­ვია, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად ღირს მო­სა­ყო­ლად.
