# ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის სამ­ყა­რო ნა­წი­ლი 8

> Source: https://yogahub.online/luciduri-sizmrebi-08/
> Author: ეკატერინე სამხარაძე
> Published: 2026-01-31
> Updated: 2026-01-31

### ავტორი: სტივენ ლაბერჟე

## გონება ძილში

რო­დე­საც ფხიზ­ლობთ და და­კა­ვე­ბუ­ლი ხართ რა­ი­მე აქ­ტი­ვო­ბით (სე­ირ­ნო­ბა, კით­ხვა და ა.შ) თქვე­ნი ტვი­ნი გა­და­ა­მუ­შა­ვებს გა­რე სამ­ყა­რო­დან მი­ღე­ბულ სენ­სო­რულ ინ­ფო­რმა­ცი­ას, რო­მე­ლიც თქვენს მეხ­სი­ე­რე­ბას­თან ერ­თად ქმნის ნედ­ლე­ულს სამ­ყა­როს მო­დე­ლი­რე­ბის­თვის. სიფ­ხიზ­ლი­სა და აქ­ტი­უ­რო­ბის დროს ეს მო­დე­ლი ზედ­მი­წევ­ნით ასა­ხავს თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბებს გა­რე სამ­ყა­როს­თან.

თუ თქვენ ფხიზ­ლობთ მა­გრამ აქ­ტი­უ­რი არ ხართ მო­ნა­ცემ­თა ბა­ლან­სი გა­რე­გა­ნი­დან ში­ნა­გან­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს. თქვე­ნი აზ­როვ­ნე­ბა გარ­კვე­ულ დო­ნე­ზე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ხდე­ბა გა­რე­გა­ნი სტი­მუ­ლა­ტო­რე­ბის­გან გო­ნე­ბა იფან­ტე­ბა და თქვენ ოცნე­ბებ­ში იძი­რე­ბით. გო­ნე­ბის რა­ღაც ნა­წილ­ში აგებთ სამ­ყა­როს რო­მე­ლიც განს­ხვავ­დე­ბა რე­ა­ლუ­რის­გან. ამა­ვე დროს თქვენს ხელთ უკვე არ­სე­ბუ­ლი მო­ცე­მუ­ლი სამ­ყა­როს გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი მო­დე­ლი ნე­ბის­მი­ერ დროს, მა­გა­ლი­თად რა­ი­მე საფ­რთხის გა­ჩე­ნის შემთ­ხვე­ვა­ში შეძ­ლებს მი­იპ­ყროს თქვე­ნი ყუ­რად­ღე­ბა.

ხო­ლო ძი­ლი­სას გა­რე სამ­ყა­რო­დან ისე მცი­რე სენ­სო­რუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი მო­დის, რომ თქვენ შე­გნე­ბუ­ლად წყვეტთ მის მო­დე­ლი­რე­ბას. რო­დე­საც მძი­ნარ გო­ნე­ბა სა­კმა­რი­სად აქ­ტი­ურ­დე­ბა თქვენს ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში იგე­ბა სამ­ყა­როს მო­დე­ლი რო­მე­ლიც რო­გორც წე­სი არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი გა­რე სამ­ყა­რო­ზე-ესაა სიზ­მა­რი. მძი­ნა­რე გო­ნე­ბა ყო­ველ­თვის არ წა­რმოქ­მნის სამ­ყა­როს მრა­ვალ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ან მო­დელს. თით­ქოს­და ის სა­ერ­თოდ არ ფი­ქრობს ან­და ძა­ლი­ან მცი­რედ მოქ­მე­დებს. ძი­ლი­სას მენ­ტა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბის განს­ხვა­ვე­ბე­ბი დიდ­წი­ლად მძი­ნა­რეს გო­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბე­ბზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ძი­ლი არა გა­რე სამ­ყა­როს­გან პა­სი­უ­რი გამ­თიშ­ვე­ლი, რო­გორც ამას მე­ცნი­ე­რე­ბი მი­იჩ­ნევ­დნენ მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნემ­დე. არ­სე­ბობს ძი­ლის ორი სხვა და სხვა ფა­ზა, მშვი­დი და აქ­ტი­უ­რი ფა­ზა, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან განს­ხვავ­დე­ბი­ან ბი­ო­ქი­მი­უ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, ფი­ზი­კუ­რი და ქცე­ვი­თი კუთ­ხით. ამ ორი მდგო­მა­რე­ო­ბის და­სად­გე­ნად იყე­ნე­ბენ გო­ნე­ბის ტალ­ღე­ბის ცვლი­ლე­ბას (ელექ­ტრო­ნუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა რო­მე­ლიც თა­ვის ზე­და­პირ­ზე იზო­მე­ბა), თვა­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბას და კუნ­თე­ბის ტო­ნუსს. მშვი­დი ფა­ზა თით­ქმის იგი­ვეა რაც ძილ­ზე მი­ღე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა-უმოქ­მე­დო დას­ვე­ნე­ბა, რო­ცა გო­ნე­ბა თით­ქმის არ მუ­შა­ობს და სუნთ­ქვაც ნე­ლი და ღრმაა, ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლა მი­ნი­მა­ლუ­რი, გა­მო­ი­ყო­ფა ზრდის ჰო­რმო­ნი რო­მე­ლიც აღ­დგე­ნით პრო­ცე­სებს უწ­ყობს ხელს. ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოფ­ხიზ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი დე­ზო­რი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და ძნე­ლად იხ­სე­ნებს რა ესიზ­მრე­ბო­და. ამ მდგო­მა­რე­ო­ბას შე­გიძ­ლი­ათ და­ა­კვირ­დეთ თქვენს ძაღ­ლზე ან კა­ტა­ზე, რო­ცა მათ მშვი­დად სძი­ნავთ სფინ­ქსის პო­ზა­ში და ნე­ლა და რიტ­მუ­ლად სუნ­თქა­ვენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ ესაა ძი­ლის ის ფა­ზა რო­ცა ად­გი­ლი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ძილ­ში სი­ა­რულ­სა და ლა­პა­რაკს.

მშვი­დი­დან აქ­ტი­ურ ძილ­ში გა­დას­ვლა სა­კმა­ოდ შთამ­ბეჭ­და­ვია. აქ­ტი­უ­რი ძლის ფა­ზი­სას, რო­მელ­საც ხში­რად თვა­ლე­ბის სწრა­ფი მოძ­რა­ო­ბის ფა­ზას ეძა­ხი­ან, ან­და თსმ (REM - rapid eye movement) ძილს, თქვე­ნი თვა­ლე­ბი სწრა­ფად მოძ­რა­ობს(და­ხუ­ჭუ­ლი ქუ­თუ­თო­ე­ბის მიღ­მა რა თქმა უნ­და)იმა­ზე სწრა­ფად ვი­დრე სიფ­ხიზ­ლი­სას. თქვე­ნი სუნთ­ქვა სწრა­ფი და არა­თა­ნა­ბა­რი ხდე­ბა, ტვი­ნი ხარ­ჯავს იმ­დე­ნი­ვე ენე­რგი­ას რო­გორც სიფ­ხიზ­ლე­ში, და სიზ­მრე­ბიც უფრო მკა­ფი­ოა. თუ მა­მა­კა­ცი ბრძან­დე­ბით შე­საძ­ლოა ერექ­ცი­აც გქონ­დეთ, თუ ქა­ლი-გაძ­ლი­ერ­დე­ბა ვა­გი­ნა­ლუ­რი სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვა. მა­გრამ ტვი­ნის აქ­ტი­უ­რო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, თქვე­ნი სხე­უ­ლი თით­ქმის უძ­რა­ვი რჩე­ბა, (მცი­რე მოძ­რა­ო­ბე­ბის გარ­და)რად­გან თსმ ძი­ლი­სას სხე­უ­ლი დრო­ე­ბით პა­რა­ლიზ­დე­ბა რა­თა თა­ვი­დან აგა­რი­დოთ მოძ­რა­ო­ბე­ბი ძი­ლი­სას.

თსმ ფა­ზა­ში „ძი­ლი­სას პა­რა­ლი­ზე­ბა“ ყო­ველ­თვის არ წყდე­ბა გაღ­ვი­ძე­ბის­თა­ნა­ვე, ამი­ტო­მაც გაღ­ვი­ძე­ბი­სას ვერ ვინ­ძრე­ვით თით­ქმის ერ­თი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. ძი­ლი­სას პა­რა­ლი­ზე­ბა სა­ში­ნე­ლი შეგ­რძნე­ბაა, მა­გრამ სი­ნამ­დვი­ლე­ში სრუ­ლი­ად უმ­ტკივ­ნე­უ­ლოა, და შე­საძ­ლოა სა­სა­რგე­ბლოც კი იყოს ცნო­ბი­ე­რი სიზ­მრე­ბის და­საწ­ყე­ბად (იხ.თა­ვი4). თქვენ შე­გიძ­ლი­ათ თვა­ლი მი­ა­დევ­ნოთ „პა­რა­დოქ­სულ ძილს,“ რო­გორც თსმ-ძილს ეძა­ხი­ან ევ­რო­პა­ში, რო­დე­საც უყუ­რებთ ძაღლს ან კა­ტას მთლი­ა­ნად გა­თი­შუ­ლი, წყვე­ტი­ლი სუნთ­ქვით, ოდ­ნავ ტო­კავს, ამოძ­რა­ვებს თვა­ლებს, ძა­ღლი-წკმუ­ტუ­ნებს, კუდს აქი­ცი­ნებს, იღრი­ნე­ბა და იყე­ფე­ბა. სწო­რად ამ დროს სა­მარ­თლი­ა­ნად აღ­ნიშ­ნავს ხალ­ხი „შე­ხე­დე მუ­რა სიზ­მარს ხე­დავს“.
