# ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 6

> Source: https://yogahub.online/luciduri-sizmrebi-06/
> Author: ეკატერინე სამხარაძე
> Published: 2025-12-14
> Updated: 2026-01-28

### ავტორი: სტივენ ლაბერჟე

### ვისწავლოთ, თუ როგორ ვისწავლოთ

ბევ­რი ადა­მია­ნი ხე­დავს ლუ­ცი­დურ სი­ზმარს მას შემ­დეგ რაც პირ­ვე­ლად კით­ხუ­ლობს ან ის­მენს მას­ზე. ეს რა­ღა­ცით ახალ­ბე­დას იღ­ბალს ჰგავს; მათ ეუბ­ნე­ბი­ან რომ ამის გა­კე­თე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია და ისი­ნიც აკე­თე­ბენ. შე­დე­გად ამ წიგ­ნის ყიდ­ვი­სას ცნო­ბის­მოყ­ვა­რეო­ბას გა­იღიზია­ნებთ და ამით ერთ-ორ ლუ­ცი­დურ სიზ­მარს გა­მო­იწ­ვევთ, მაგ­რამ შე­საძ­ლოა ვერ ის­წავ­ლოთ რო­გორ გა­მო­იწ­ვი­ოთ ისი­ნი მა­შინ რო­ცა მო­გინ­დე­ბათ. ამ თავ­ში ნა­ხავთ თუ რა უნა­რე­ბი და ცოდ­ნა უნ­და გქონ­დეთ იმის­თვის, რომ შემ­დგომ თა­ვებ­ში აღ­წე­რი­ლი მე­თო­დე­ბი აით­ვი­სოთ.

ვიდ­რე ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის კვლე­ვას და­იწ­ყებთ უნ­და იცო­დეთ გარ­კვეუ­ლი ძი­რი­თა­დი ფაქ­ტე­ბი თქვენს გო­ნე­ბა­სა და სხე­ულის შე­სა­ხებ სიზ­მარ­ში. ეს და­გეხ­მა­რე­ბათ თქვე­ნი “მენ­ტა­ლუ­რი ბლო­კე­ბის” წარ­მო­შო­ბის გა­გე­ბა­ში, რომ­ლე­ბიც ხელს უშ­ლი­ან ადა­მია­ნებს სიზ­მარ­ში გა­მოფ­ხიზ­ლე­ბა­ში.

ვარ­ჯი­ში ლუ­ცი­დურ სიზ­მრე­ბ­ში იწ­ყე­ბა სიზ­მრე­ბის დღი­ურის წარ­მოე­ბის დაწ­ყე­ბი­დან, ნა­ნა­ხის აღ­დგე­ნის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. თქვე­ნი ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის დღი­ური და­გეხ­მა­რე­ბათ იმის უკეთ გა­გე­ბა­ში, თუ რო­გო­რე­ბია თქვე­ნი სიზ­მრე­ბი. შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი - სიზ­მრე­ბის სიმ­რავ­ლე­ში უნ­და მო­ძებ­ნოთ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი რაც თქვენს სიზ­მრებს ახა­სია­თებს, რომ­ლე­ბიც საკ­მა­რი­სად ხში­რად ჩნდე­ბი­ან თქვენ სიზ­მრებ­ში, რაც და­გეხ­მა­რე­ბათ გან­საზღვროთ რომ სიზ­მარ­ში ხართ. სიზ­მრე­ბის დღი­ური და­გეხ­მა­რე­ბათ 3 და 4 თა­ვებ­ში აღ­წე­რი­ლი სიზ­მარ­ხილ­ვის ინ­დუქ­ციუ­რი ტექ­ნი­კის ათ­ვი­სე­ბა­ში.

რო­დე­საც უკ­ვე გა­უში­ნა­ურ­დე­ბით თქვენს ძი­რი­თად სიზ­მრებს, უნ­და ის­წავ­ლოთ რო­გორ უნ­და გახა­დოთ ისინი მეტ-ნაკ­ლე­ბად გაც­ნო­ბიე­რე­ბუ­ლი თქვე­ნი სურ­ვი­ლი­სა­მებრ. მზად უნ­და იყოთ სცა­დოთ ის ხერ­ხე­ბი რაც ამ წიგ­ნის შემ­დეგ თა­ვებ­ში იქ­ნე­ბა აღ­წე­რი­ლი. მაგ­რამ პირ­ველ რიგ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყუ­რად­ღე­ბა მი­აქ­ცი­ოთ წინასწარ მოსამზადებელ უნა­რებ­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ას რაც დაგ­ჭირ­დე­ბათ რო­ცა ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მარ­მხილ­ვე­ლი გახ­დე­ბით. ან­ბა­ნი თუ არ იცით პო­ემას ვერ და­წერთ.
