# ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 5

> Source: https://yogahub.online/luciduri-sizmrebi-05/
> Author: ეკატერინე სამხარაძე
> Published: 2025-12-05
> Updated: 2026-01-28

### ავტორი: სტივენ ლაბერჟე

### ცხადი და ლუციდური სიზმარხილვები.

რო­გორ უკავ­შირ­დე­ბა თქვე­ნი ღვი­ძი­ლის მდგო­მა­რეო­ბის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი და გამ­დიდ­რე­ბუ­ლი ცნო­ბიე­რე­ბა თქვენს ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას? მრავა­ლი დაკ­ვირ­ვე­ბა რე­ალურ სამ­ყა­რო­ზე შე­იძ­ლე­ბა სიზ­მარ­ხილ­ვებს მი­ვა­კუთ­ვნოთ. თქვე­ნი შეგ­რძნე­ბე­ბი სიზ­მარ­შიც შე­იძ­ლე­ბა ისე­თი­ვე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყოს რო­გორც ცხად­ში. თქვენ შე­იძ­ლე­ბა ხე­დავ­დეთ, გეს­მო­დეთ, გრძნობ­დეთ, გე­მოს შე­იგ­რძნობ­დეთ, ფიქ­რობ­დეთ და იყოთ ისე­ვე რო­გორც ახ­ლა ხართ.

მთა­ვა­რი გან­სხვა­ვე­ბა ისაა რომ თქვენს მი­ერ სიზ­მარ­ში აღ­ქმუ­ლი მულ­ტი­სენ­სო­რუ­ლი სამ­ყა­რო თქვენს შიგ­ნით ჩნდე­ბა და არა გა­რეთ. ღვი­ძი­ლის მდგო­მა­რეო­ბა­ში თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი რა­საც აღიქ­ვამთ უკავ­შირ­დე­ბა გა­რე სამ­ყა­როს ობი­ექ­ტებს, ხალ­ხსა და მოვ­ლე­ნებს. რად­გან ღვი­ძი­ლის მდგო­მა­რეო­ბის ობი­ექ­ტე­ბი სიზ­მარ­მხი­ლვე­ლის ცნო­ბიე­რე­ბის­გან და­მოუ­კი­დებ­ლად არ­სე­ბო­ბენ, ისი­ნი შე­და­რე­ბით მუდ­მი­ვია. მა­გა­ლი­თად ახ­ლა ამ წი­ნა­და­დე­ბას რო წა­იკით­ხავთ და წიგნს და­ხუ­რავთ მე­რე ნე­ბის­მი­ერ დროს შე­გიძ­ლი­ათ ისევ გა­და­შა­ლოთ და ეს წი­ნა­და­დე­ბა ხე­ლახ­ლა გა­დაი­კით­ხოთ.

მაგ­რამ მე­სა­მე თავ­ში წა­იკით­ხავთ რომ სიზ­მარ­ხილ­ვე­ბის­თვის ეს და­მა­ხა­სია­თე­ბე­ლი არაა. ემ­პი­რიუ­ლი სამ­ყა­როს აგე­ბის­თვის სა­ჭი­რო მუდ­მი­ვი გა­რე გამ­ღი­ზია­ნებ­ლის არ არ­სე­ბო­ბის გა­მო ისი­ნი გა­ცი­ლე­ბით ცვა­ლე­ბა­დია.

ლუ­ცი­დურ სიზ­მრებ­ში თქვე­ნი გა­რე­მოს აღ­ქმა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სხვავ­დე­ბა ღვი­ძი­ლის აღ­ქმის­გან. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა გა­აც­ნო­ბიე­რებთ რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი სიზ­მა­რია. შე­დე­გად სამ­ყა­რო თქვენს გარ­შე­მო უფ­რო ინ­ტენ­სიუ­რად შე­იც­ვლე­ბა. ლუ­ცი­დურ სიზ­მარ­ში წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი მოხ­დე­ბა ხო­ლო ეს არა­რეა­ლუ­რი მდგო­მა­რეო­ბე­ბი გაქ­რო­ბის­ ნაც­ლად უფ­რო ცხა­დი და აშ­კა­რა გახ­დე­ბა

ასეთ მდგო­მა­რეო­ბა­ში აც­ნო­ბიე­რებთ რომ სიზ­მრის სამ­ყა­რო თქვე­ნი სა­კუ­თა­რი ნა­ხე­ლა­ვია. ამის ცოდ­ნას­თან ერ­თად კი მათ­ვრო­ბე­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ცდა მო­დის. არა­ფე­რი გა­რე სამ­ყა­რო­დან, არა­ნაი­რი შემ­ზღუ­და­ვი ფი­ზი­კუ­რი კა­ნო­ნე­ბი. შე­გიძ­ლი­ათ გა­აკე­თოთ ყვე­ლა­ფე­რი რა­საც მო­ისურ­ვებთ.

ამით ფრთა­შეს­ხმუ­ლე­ბი შე­საძ­ლოა ცა­შიც აფ­რინ­დეთ, იმას­თან შეხ­ვედ­რაც გა­ბე­დოთ ვი­საც ად­რე გა­ურ­ბო­დით, სა­სიყ­ვა­რუ­ლო პა­ემა­ნი მო­აწ­ყოთ ყვე­ლა­ზე სა­სურ­ველ პარ­ტნი­ორ­თან, შეხ­ვდეთ და ესა­უბ­როთ გარ­დაც­ვლილ ადა­მი­ანს, წარ­მა­ტე­ბებს მი­აღ­წევთ თვით­შეც­ნო­ბი­სა და სრულ­ყო­ფის გზა­ზე.

სიზ­მარ­ში სა­კუ­თა­რი თა­ვის გაც­ნო­ბიე­რე­ბი­სა და ამი­სი გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუა­ლე­ბით, სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბას უფ­რო გა­აზ­რე­ბულ­სა და მდი­დარს გახ­დით.

სიზ­მრე­ბის სამ­ყა­რო­ში მოგ­ზაუ­რო­ბა სულ უფ­რო მეტ სარ­გე­ბელს მო­გი­ტანთ, და­გეხ­მა­რე­ბათ სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­გე­ბა­ში. სიზ­მარ­ში გაც­ნო­ბიე­რე­ბით თქვენ ცხად­შიც გა­მო­იღ­ვი­ძებთ.
