# ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 4

> Source: https://yogahub.online/luciduri-sizmrebi-04/
> Author: ეკატერინე სამხარაძე
> Published: 2025-11-30
> Updated: 2026-01-28

### ავტორი: სტივენ ლაბერჟე

### ლუციდური სიზმრების გამოცდილება.

თუ აქამ­დე ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრის გა­მოც­დი­ლე­ბა არ გქო­ნი­ათ თქვენ­თვის ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნი იქ­ნე­ბა თუ რა არის ეს. მი­უხე­და­ვად იმი­სა რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­მოს­ცა­დოთ რომ გა­იგოთ სი­ნამ­დვი­ლე­ში რა არის ეს, ვი­საც უც­დია იცის. მა­ინც შე­იძ­ლე­ბა გარ­კვეუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა შე­გექ­მნათ მი­სი თქვენ­თვის ჩვე­ული ცნო­ბიე­რე­ბის მდგო­მა­რეო­ბას­თან შე­და­რე­ბით, მა­გა­ლი­თად იმას­თან რო­მელ­შიც ახ­ლა იმ­ყო­ფე­ბით. შემ­დე­გი სა­ვარ­ჯი­შო და­გეხ­მა­რე­ბათ უფ­რო ჩა­უღ­რმავ­დეთ ღვი­ძი­ლის მდგო­მა­რეო­ბას. ყო­ვე­ლი ეტა­პი ერთ წუთს მა­ინც უნ­და გაგ­რძელ­დეს.

### **სავარჯიშო:** ცნობიერების აწმყოს მდგომარეობა.

**1. მხედ­ვე­ლო­ბა**გა­აც­ნო­ბიე­რეთ რას ხე­დავთ. გა­მო­ყა­ვით მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და თვალ­სა­ჩი­ნო შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი - ხი­ლუ­ლი სამ­ყა­როს ფორ­მე­ბი, ფე­რე­ბი, მოძ­რაო­ბე­ბი, სივ­რცე.

**2. სმე­ნა**გა­აც­ნო­ბიე­რეთ რა გეს­მით გა­მო­ყა­ვით ყო­ვე­ლი ბგე­რა რო­მელ­საც თქვე­ნი ყუ­რი აღიქ­ვამს, ინ­ტენ­სი­ვო­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი დი­აპა­ზო­ნი, ტო­ნა­ლო­ბე­ბი - სა­უბ­რი­დან დაწ­ყე­ბუ­ლი მუ­სი­კის მშვე­ნიე­რე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

**3. შეგ­რძნე­ბა**გა­აც­ნო­ბიე­რეთ რას ეხე­ბით - ტექ­სტუ­რა (რბი­ლი, უხე­ში, მშრა­ლი, წე­ბო­ვა­ნი თუ სვე­ლი) წო­ნა (მძი­მე, მსუ­ბუ­ქი…) სა­სია­მოვ­ნო შე­სა­ხე­ბი, მტკივ­ნეუ­ლი, ცხე­ლი, ცი­ვი და სხვა. აგ­რეთ­ვე ყუ­რად­ღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ რას გრძნობს თქვე­ნი სხე­ული ახ­ლა და რას გრძნობ­და ის სხვა დროს მსგავს შემ­თხვე­ვა­ში, დაღ­ლი­ლო­ბას თუ ენერ­გიუ­ლო­ბას, თა­ვი­სუფ­ლე­ბას თუ და­ძა­ბუ­ლო­ბას, ტკი­ვილს თუ სი­ამოვ­ნე­ბას და ა. შ.

**4. გე­მო**გა­აც­ნო­ბიე­რეთ გე­მო - ათას­ნაი­რი გე­მოე­ბი და შე­მად­გენ­ლო­ბე­ბი, ან­და ეცა­დეთ გა­იხ­სე­ნოთ და ნათ­ლად წარ­მო­იდ­გი­ნოთ მა­თი გე­მო.

**5. სუ­ნი**გა­აც­ნო­ბიე­რეთ ყვე­ლაფ­რის სუ­ნი - თბი­ლი სხე­ულის, მი­წის, საკ­მევ­ლის, კვამ­ლის, სუ­ნა­მოს, ყა­ვის, ხახ­ვის, ალ­კო­ჰო­ლის და ზღვის. გა­იხ­სე­ნეთ და წარ­მო­იდ­გი­ნეთ იმ­დე­ნი რამ­დენ­საც შეძ­ლებთ.

**6. სუნ­თქვა**ყუ­რად­ღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ თქვენს სუნ­თქვას. წა­მის წინ ალ­ბათ არა­ნა­ირ ყუ­რად­ღე­ბას არ აქ­ცევ­დით მას და ვერც აც­ნო­ბიე­რებ­დით რომ სუნ­თქავ­დით მი­უხე­და­ვად იმი­სა რომ ამ სა­ვარ­ჯი­შოს შეს­რუ­ლე­ბი­სას ალ­ბათ 50[ჯერ მა­ინც ჩა­ისუნ­თქეთ და ამოი­სუნ­თქეთ. შე­იკა­ვეთ სუნ­თქვა, მე­რე ღრმად ამოი­სუნ­თქეთ. და­ინა­ხავთ რომ სუნ­თქვის­თვის ყუ­რად­ღე­ბის მიქ­ცე­ვა მი­სი გა­ხა­რე­ბუ­ლი კონ­ტრო­ლის სა­შუა­ლე­ბას გვაძ­ლევს.

**7. ემო­ციე­ბი**გა­აც­ნო­ბიე­რეთ რას გრძნობთ. გა­იხ­სე­ნეთ გან­სხვა­ვე­ბა სიბ­რა­ზე­სა და მხი­არუ­ლე­ბას, ღელ­ვა­სა და უზ­რუნ­ვე­ლო­ბას შო­რის, გა­იხ­სე­ნეთ სხვა ემო­ციე­ბიც და რაც მე­ტია მით უკე­თე­სი. რამ­დე­ნად ცხა­დად აღიქ­ვამთ მათ?

**8. ფიქ­რე­ბი**გა­აც­ნო­ბიე­რეთ თქვე­ნი ფიქ­რე­ბი. რა­ზე ფიქ­რობ­დით რო­ცა ამ სა­ვარ­ჯი­შოს აკე­თებთ? ახ­ლა რა­ზე ფიქ­რობთ? რამ­დე­ნად რე­ალუ­რია თქვე­ნი ფიქ­რე­ბი?

**9. “მე”**გა­აც­ნო­ბიე­რეთ რომ თქვე­ნი სამ­ყა­რო ყო­ველ­თვის მო­გი­ცავთ თქვენ. რო­გორც უი­ლიამ ჯე­იმ­სი აღ­ნიშ­ნავ­და ის არის/ხე­დავს/ ეს­მის/გრძნობს მე ვფიქ­რობ რომ ეს ცდის სა­ფუძ­ვე­ლია. თქვენ არ ხართ ის რა­საც ხე­დავთ, გეს­მით, ფიქ­რობთ ან გრძნობთ თქვენ ის ხართ ვინც ამას გა­ნიც­დის, ან უფ­რო სწო­რედ თქვენ ის ხართ ვინც ამას აც­ნო­ბიე­რებს. თქვენ ყო­ველ­თვის თქვე­ნი მრა­ვალ­გან­ზო­მი­ლე­ბია­ნი სამ­ყა­როს ცენ­ტრში ხართ, მაგ­რამ თქვენ ყო­ველ­თვის ნათ­ლად ვერ აც­ნო­ბიე­რებთ ამას. ისევ ხე­ლახ­ლა გა­და­იმეო­რეთ ყვე­ლა სა­ვარ­ჯი­შო და გა­აც­ნო­ბიე­რეთ რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი თქვენს თავს ხდე­ბა - “მე ვხე­დავ ამ შუქს” …

**10. ცნო­ბიე­რე­ბის ცნო­ბიე­რე­ბა**და ბო­ლოს გა­აც­ნო­ბიე­რეთ თქვე­ნი ცნო­ბიე­რე­ბა. რო­გორც წე­სი ჩვე­ნი ცნო­ბიე­რე­ბა ჩვენს გა­რე­თაა ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი მაგ­რამ ის თა­ვა­დაც შე­იძ­ლე­ბა გაც­ნო­ბიე­რე­ბის ობი­ექ­ტი გახ­დეს. ორ­დი­ნა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით ჩვენ ჩვე­ნი თა­ვი ჩვენს ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ში ერ­თა­დერთ ცნო­ბიე­რე­ბის ცენ­ტრად მიგ­ვაჩ­ნია. თუმ­ცა­ღა მის­ტი­კო­სე­ბი თვლი­ან რომ ჩვენ ყვე­ლა სა­ბო­ლოო ჯამ­ში ერ­თი უსას­რუ­ლო ცნო­ბიე­რე­ბას წარ­მო­ვად­გენთ რო­მე­ლიც სი­ცოც­ხლის წყა­როა. ეს ძნე­ლია ადექ­ვა­ტუ­რად გა­მოთ­ქვა სიტ­ყვე­ბით.
