# იო­გას ნა­თელ­ქმნა ნა­წი­ლი 7 – Light on Yoga

> Source: https://yogahub.online/iogis-natelkmna-natsili-7/
> Author: გურამ ჟღამაძე
> Published: 2026-02-15
> Updated: 2026-02-15

## ავტორი: B. K. S. Iyengar

## აშტანგა იოგა — იოგას რვა საფეხური

პა­ტან­ჯა­ლის იო­გა სუ­ტრე­ბი ოთხ თა­ვად ანუ **პა­დად** იყო­ფა. პირ­ვე­ლი ეხე­ბა **სა­მად­ჰის**, მე­ო­რე — იო­გას მიღ­წე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბებს (**სად­ჰა­ნას**), მე­სა­მე­ში ჩა­მოთ­ვლი­ლია ძა­ლე­ბი (**ვიბ­ჰუ­ტი**), რომ­ლებ­საც იო­გი თა­ვი­სი ძი­ე­ბის გზა­ზე ხვდე­ბა, ხო­ლო მე­ოთ­ხე ეხე­ბა გან­თა­ვი­სუ­ფლე­ბას (**კა­ი­ვა­ლია**).

## იამა

**აჰიმ­სა.** სიტ­ყვა აჰიმ­სა შედ­გე­ბა უარ­ყო­ფი­თი ნა­წი­ლა­კის­გან „ა“ (არა) და არ­სე­ბი­თი სა­ხე­ლის­გან „ჰიმ­სა“, რაც კვლას ან ძა­ლა­დო­ბას ნიშ­ნავს. ეს უფრო მე­ტია, ვი­დრე უბრა­ლოდ არა კვლის ბრძა­ნე­ბა, რად­გან მას გა­აჩ­ნია უფრო ფარ­თო, და­დე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა — სიყ­ვა­რუ­ლი. ეს სიყ­ვა­რუ­ლი მო­ი­ცავს მთელ შე­საქ­მეს, რად­გან ჩვენ ყვე­ლა­ნი ერ­თი მა­მის — უფლის შვი­ლე­ბი ვართ. იოგს სწამს, რომ ნივ­თის გა­ნად­გუ­რე­ბა ან არ­სე­ბის მოკ­ვლა მი­სი შე­მოქ­მე­დის შე­უ­რაც­ხყო­ფაა. ადა­მი­ა­ნე­ბი კლა­ვენ ან სა­კვე­ბის­თვის, ან საფ­რთხის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად. მა­გრამ მხო­ლოდ ის ფაქ­ტი, რომ ადა­მი­ა­ნი ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლია, აუ­ცი­ლე­ბლად არ ნიშ­ნავს, რომ ის ბუ­ნე­ბით არა­ძა­ლა­დო­ბრი­ვია ან რომ ის იო­გია, თუმ­ცა ვე­გე­ტა­რი­ა­ნუ­ლი კვე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია იო­გას პრაქ­ტი­კის­თვის. სის­ხლის­მსმე­ლი ტი­რა­ნე­ბიც შე­იძ­ლე­ბა იყ­ვნენ ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლე­ბი, მა­გრამ ძა­ლა­დო­ბა გო­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბაა და არა დი­ე­ტის. ის ბუ­დობს ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბა­ში და არა იმ ია­რაღ­ში, რო­მე­ლიც მას ხელ­ში უჭი­რავს. და­ნა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნო ხი­ლის გა­სა­თლე­ლად ან მტრის და­სა­ჭრე­ლად. და­ნა­შა­ულება არა ია­რაღ­ში, არა­მედ მის მომ­ხმა­რე­ბელ­შია.

ადა­მი­ა­ნე­ბი ძა­ლა­დო­ბას მი­მარ­თა­ვენ სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის — სხე­უ­ლის, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის, ქო­ნე­ბის ან ღირ­სე­ბის და­სა­ცა­ვად. მა­გრამ ადა­მი­ანს არ შე­უძ­ლია მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს და­ეყ­რდნოს თა­ვი­სი ან სხვე­ბის და­ცვი­სას. რწმე­ნა იმი­სა, რომ მას ეს ძა­ლუძს, მცდა­რია. ადა­მი­ა­ნი უნ­და და­ეყ­რდნოს ღმერთს, რო­მე­ლიც არის წყა­რო ყო­ველ­გვა­რი ძა­ლი­სა. მა­შინ მას აღარ ექნე­ბა ბო­რო­ტე­ბის ში­ში.

ძა­ლა­დო­ბა წა­რმო­ი­შო­ბა ში­შის­გან, სი­სუს­ტის­გან, უმე­ცრე­ბის­გან ან მო­უს­ვენ­რო­ბის­გან. მის მო­სა­თო­კად ყვე­ლა­ზე მე­ტად ში­შის­გან თა­ვი­სუ­ფლე­ბაა სა­ჭი­რო. ამ თა­ვი­სუ­ფლე­ბის მო­სა­პო­ვე­ბლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ცხოვ­რე­ბი­სად­მი ხედ­ვის შეც­ვლა და გო­ნე­ბის გა­და­ხა­ლი­სე­ბა. ძა­ლა­დო­ბა აუ­ცი­ლე­ბლად შემ­ცირ­დე­ბა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ისწავ­ლი­ან რწმე­ნის და­ფუძ­ნე­ბას რე­ა­ლო­ბა­სა და კვლე­ვა­ზე, ნაც­ვლად უმე­ცრე­ბი­სა და ვა­რა­უ­დე­ბი­სა.

იოგს სწამს, რომ ყვე­ლა ქმნი­ლე­ბას სი­ცოც­ხლის ისე­თი­ვე უფლე­ბა აქვს, რო­გო­რიც მას. მას სჯე­რა, რომ და­ბა­დე­ბუ­ლია სხვე­ბის და­სა­ხმა­რე­ბლად და შე­საქ­მეს სიყ­ვა­რუ­ლის თვა­ლე­ბით უყუ­რებს. მან იცის, რომ მი­სი სი­ცოც­ხლე გა­ნუ­ყო­ფლად არის გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი სხვე­ბის სი­ცოც­ხლეს­თან და ხა­რობს, თუ შე­უძ­ლია და­ე­ხმა­როს მათ ბედ­ნი­ე­რე­ბის მიღ­წე­ვა­ში.

ის სხვე­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბას სა­კუ­თარ­ზე წინ აყე­ნებს და ხდე­ბა სი­ხა­რუ­ლის წყა­რო ყვე­ლას­თვის, ვინც მას ხვდე­ბა. რო­გორც მშო­ბლე­ბი ამ­ხნე­ვე­ბენ ჩვილს პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმი­სას, ისე ამ­ხნე­ვებს ის მას­ზე ნა­კლე­ბად იღ­ბლი­ა­ნებს და ამ­ზა­დებს მათ გა­დარ­ჩე­ნის­თვის.

სხვე­ბის მი­ერ ჩა­დე­ნი­ლი არა­სწო­რი ქმე­დე­ბის­თვის ადა­მი­ა­ნე­ბი სა­მარ­თალს ით­ხო­ვენ, ხო­ლო სა­კუ­თა­რი და­ნა­შა­უ­ლის­თვის — წყა­ლო­ბა­სა და პა­ტი­ე­ბას. იოგს კი, პი­რი­ქით, სწამს, რომ სა­კუ­თა­რი არა­სწო­რი ქმე­დე­ბის­თვის უნ­და გასა­მარ­თალდეს, ხო­ლო სხვის­თვის — აპა­ტიოს. მან იცის და ასწავ­ლის სხვებს, რო­გორ იც­ხოვ­რონ. მუდ­მი­ვად მი­ილ­ტვის რა სა­კუ­თა­რი თა­ვის სრულ­ყო­ფის­კენ, ის თა­ვი­სი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და თა­ნაგ­რძნო­ბით უჩ­ვე­ნებს სხვებს, რო­გორ გა­უმ­ჯო­ბეს­დნენ.

იო­გი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ბო­რო­ტე­ბას ბო­როტ­მოქ­მედ­ში, მა­გრამ არა თა­ვად ბო­როტ­მოქ­მედს. ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის ის ქა­და­გებს სი­ნა­ნულს და არა დას­ჯას. ბო­რო­ტე­ბი­სად­მი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და ბო­როტ­მოქ­მე­დი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი შე­იძ­ლე­ბა თა­ნა­არ­სე­ბობ­დეს. ლო­თის ცოლს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უყ­ვარს ქმა­რი, შე­უძ­ლია ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დეს მის ჩვე­ვას. წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა სიყ­ვა­რუ­ლის გა­რე­შე ძა­ლა­დო­ბამ­დე მი­დის; ბო­როტ­მოქ­მე­დის სიყ­ვა­რუ­ლი მას­ში არ­სე­ბუ­ლი ბო­რო­ტე­ბი­სად­მი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­რე­შე კი სი­სუ­ლე­ლეა და უბე­დუ­რე­ბამ­დე მივ­ყა­ვართ. იო­გმა იცის, რომ გიყ­ვარ­დეს ადა­მი­ა­ნი და თან ებ­რძო­ლო მას­ში არ­სე­ბულ ბო­რო­ტე­ბას — სწო­რი გზაა. ბრძო­ლა მო­გე­ბუ­ლია, რად­გან ის მას სიყ­ვა­რუ­ლით წა­რმარ­თავს. მო­სიყ­ვა­რუ­ლე დე­დამ შე­იძ­ლე­ბა სცე­მოს შვილს მავ­ნე ჩვე­ვის­გან გა­და­საჩ­ვე­ვად; ასე­ვე **აჰიმ­სას** ჭეშ­მა­რიტ მიმ­დე­ვარს უყ­ვარს თა­ვი­სი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე.

**აჰიმ­სას­თან** ერ­თად მო­დის **აბ­ჰა­ია** (ში­შის­გან თა­ვი­სუფ­ლე­ბა) და **აკროდ­ჰა** (ბრა­ზის­გან თა­ვი­სუფ­ლე­ბა). ში­შის­გან თა­ვი­სუფ­ლე­ბა მხო­ლოდ მათ­თან მო­დის, ვინც წმინ­და ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს. იოგს არა­ვი­სი ეში­ნია და არც არა­ვის უნ­და ეში­ნო­დეს მი­სი, რად­გან ის გან­წმენ­დი­ლია „მეს“ (Self) შე­სწავ­ლით. ში­ში იპ­ყრობს და აშე­შებს ადა­მი­ანს. მას ეში­ნია მო­მავ­ლის, უცნო­ბი­სა და უხი­ლა­ვის. ეში­ნია, რომ და­კა­რგავს სა­არ­სე­ბო წყა­როს, სიმ­დი­დრეს ან რე­პუ­ტა­ცი­ას. მა­გრამ ყვე­ლა­ზე დი­დი ში­ში — სიკ­ვდი­ლის ში­შია. იო­გმა იცის, რომ ის განს­ხვავ­დე­ბა თა­ვი­სი სხე­უ­ლის­გან, რო­მე­ლიც დრო­ე­ბი­თი სა­ხლია მი­სი სუ­ლის­თვის. ის ხე­დავს ყვე­ლა არ­სე­ბას „მე“-ში (ატ­მან­ში) და „მეს“ — ყვე­ლა არ­სე­ბა­ში, და ამი­ტომ კა­რგავს ყო­ველ­გვარ შიშს. თუმ­ცა სხე­უ­ლი ექვემ­დე­ბა­რე­ბა ავად­მყო­ფო­ბას, სი­ბე­რეს, ხრწნა­სა და სიკ­ვდილს, სუ­ლი ხე­ლუ­ხლე­ბე­ლი რჩე­ბა. იო­გის­თვის სიკ­ვდი­ლი ის სა­ნე­ლე­ბე­ლია, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბას გე­მოს მა­ტებს. მან მი­უძ­ღვნა თა­ვი­სი გო­ნე­ბა, გან­სჯა და მთე­ლი სი­ცოც­ხლე უფალს. რო­დე­საც მან მთე­ლი თა­ვი­სი არ­სე­ბა უფალს და­უ­კავ­ში­რა, რი­სი უნ­და ეში­ნო­დეს?

არ­სე­ბობს ორი ტი­პის ბრა­ზი (**კროდ­ჰა**): ერ­თი ამ­და­ბლებს გო­ნე­ბას, ხო­ლო მე­ო­რე სუ­ლი­ერ ზრდას უწ­ყობს ხელს. პირ­ვე­ლის ფეს­ვი სი­ა­მა­ყეა, რაც ადა­მი­ანს აბრა­ზებს, რო­დე­საც მას უგუ­ლე­ბელ­ყო­ფენ. ეს ხელს უშ­ლის გო­ნე­ბას, და­ი­ნა­ხოს სა­გნე­ბი პერ­სპექ­ტი­ვა­ში და ადა­მი­ა­ნის გან­სჯას ხარ­ვე­ზი­ანს ხდის. იო­გი კი, პი­რი­ქით, ბრა­ზობს სა­კუ­თარ თავ­ზე, რო­დე­საც მი­სი გო­ნე­ბა ეცე­მა ან რო­ცა მთე­ლი მი­სი სწავ­ლუ­ლო­ბა და გა­მოც­დი­ლე­ბა ვერ აკა­ვებს მას სი­სუ­ლე­ლის­გან. ის მკა­ცრია სა­კუ­თარ თავ­თან, რო­ცა საქ­მე მის შეც­დო­მებს ეხე­ბა, მა­გრამ ლმო­ბი­ე­რია სხვე­ბის შეც­დო­მე­ბის მი­მართ. გო­ნე­ბის სიმ­შვი­დე იო­გის თვი­სე­ბაა, რომ­ლის გუ­ლიც ლღვე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ტან­ჯვის ხილ­ვი­სას. მას­ში სხვე­ბი­სად­მი სირ­ბი­ლე და სა­კუ­თა­რი თა­ვი­სად­მი სიმ­ტკი­ცე ხელ­ჩა­კი­დე­ბულ­ნი და­დი­ან და მის თან­დას­წრე­ბა­ში ყო­ველ­გვა­რი მტრო­ბა ქრე­ბა.

**სა­ტია.** სა­ტია ანუ ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ქცე­ვი­სა და ზნე­ო­ბის უმა­ღლე­სი წე­სია. მა­ჰათ­მა გან­დი ამ­ბობ­და: „ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ღმერ­თია და ღმერ­თი ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა“. რო­გორც ცეც­ხლი წვავს მი­ნა­რე­ვებს და აწ­რთობს ოქროს, ასე­ვე ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ცეც­ხლი წმენდს იოგს და წვავს მას­ში არ­სე­ბულ წი­დებს.

თუ გო­ნე­ბა ფი­ქრობს ჭეშ­მა­რიტ აზ­რებს, თუ ენა სა­უ­ბრობს ჭეშ­მა­რიტ სიტ­ყვებს და თუ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ჭეშ­მა­რი­ტე­ბას ეფუძ­ნე­ბა, მა­შინ ადა­მი­ა­ნი მზა­დაა უსას­რუ­ლო­ბას­თან შერ­წყმის­თვის. რე­ა­ლო­ბა თა­ვი­სი ფუნ­და­მენ­ტუ­რი ბუ­ნე­ბით არის სიყ­ვა­რუ­ლი და ჭეშ­მა­რი­ტე­ბა და ის ამ ორი ას­პექ­ტით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. იო­გის ცხოვ­რე­ბა მკა­ცრად უნ­და შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს რე­ა­ლო­ბის ამ ორ წა­ხნაგს. სწო­რედ ამი­ტომ არის და­წე­სე­ბუ­ლი **აჰიმ­სა**, რო­მე­ლიც არ­სე­ბი­თად სიყ­ვა­რულს ეფუძ­ნე­ბა. **სა­ტია** გუ­ლის­ხმობს სრულ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას აზ­რში, სიტ­ყვა­სა და საქ­მე­ში. სი­ცრუე ნე­ბის­მი­ე­რი ფო­რმით **სად­ჰა­კას** აგდებს დის­ჰა­რმო­ნი­ა­ში ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ფუნ­და­მენ­ტურ კა­ნონ­თან.

ჭეშ­მა­რი­ტე­ბა მხო­ლოდ სა­უ­ბრით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. არ­სე­ბობს სა­უ­ბრის ოთ­ხი ცოდ­ვა: შე­უ­რაც­ხყო­ფა და უხამ­სო­ბა, სი­ცრუე, ცი­ლი­სწა­მე­ბა ანუ ჭო­რა­ო­ბა და ბო­ლოს — და­ცინ­ვა იმი­სა, რაც სხვე­ბის­თვის წმინ­დაა. ენა­ტა­ნია (ჭო­რი­კა­ნა) გველ­ზე შხა­მი­ა­ნია. მეტ­ყვე­ლე­ბის კონ­ტრო­ლი იწ­ვევს ბოღ­მის ამო­ძირ­კვას. რო­დე­საც გო­ნე­ბას არა­ვის მი­მართ აქვს ბოღ­მა, ის ივ­სე­ბა ქველ­მოქ­მე­დე­ბით ყვე­ლას მი­მართ. მან, ვინც ისწავ­ლა ენის კონ­ტრო­ლი, დი­დი ზო­მით მი­აღ­წია თვით­კონ­ტროლს. რო­დე­საც ასე­თი ადა­მი­ა­ნი სა­უ­ბრობს, მას პა­ტი­ვის­ცე­მი­თა და ყუ­რად­ღე­ბით უს­მე­ნენ. მის სიტ­ყვებს იმახ­სოვ­რე­ბენ, რად­გან ისი­ნი კე­თი­ლი და ჭეშ­მა­რი­ტია.

რო­დე­საც ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ში დამ­კვი­დრე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი წმინ­და გუ­ლით ლო­ცუ­ლობს, ის, რაც მას მარ­თლა სჭირ­დე­ბა, მა­შინ მო­დის მას­თან, რო­ცა მარ­თლა სა­ჭი­როა; მას არ უწევს მათ­ზე დევ­ნა. ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ში მტკი­ცედ დამ­კვი­დრე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იღებს თა­ვი­სი ქმე­დე­ბე­ბის ნა­ყოფს ისე, რომ თით­ქოს არა­ფერს აკე­თებს. ღმერ­თი, ყო­ველ­გვა­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბის წყა­რო, უზ­რუნ­ველ­ყოფს მის სა­ჭი­რო­ე­ბებს და ზრუ­ნავს მის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე.

**ას­ტე­ია.** სურ­ვი­ლი, ფლობ­დე და ტკბე­ბო­დე იმით, რაც სხვას აქვს, უბი­ძგებს ადა­მი­ანს ბო­რო­ტი საქ­მე­ე­ბის­კენ. ამ სურ­ვი­ლი­დან იღებს სა­თა­ვეს ქურ­დო­ბი­სა და ხარ­ბი სურ­ვი­ლის (სხვი­სი კუთ­ვნი­ლი­სად­მი) ლტოლ­ვა. **ას­ტე­ია** (ა=არა, სტე­ია=ქურ­დო­ბა), ანუ არ­ქურ­დო­ბა, მო­ი­ცავს არა მხო­ლოდ სხვი­სი კუთ­ვნი­ლის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე აღე­ბას, არა­მედ რა­ი­მეს გა­მო­ყე­ნე­ბას განს­ხვა­ვე­ბუ­ლი მიზ­ნით, ვი­დრე ეს გან­კუთ­ვნი­ლი იყო, ან მე­სა­კუ­თრის მი­ერ დაშ­ვე­ბულ დრო­ზე მეტ­ხანს. შე­სა­ბა­მი­სად, ის მო­ი­ცავს მით­ვი­სე­ბას, ნდო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას, არა­სა­თა­ნა­დო მარ­თვა­სა და უკა­ნო­ნო გა­მო­ყე­ნე­ბას. იო­გი თა­ვის ფი­ზი­კურ სა­ჭი­რო­ე­ბებს მი­ნი­მუ­მამ­დე ამ­ცი­რებს, რად­გან სწამს, რომ თუ ის აგრო­ვებს ნივ­თებს, რომ­ლე­ბიც მას სი­ნამ­დვი­ლე­ში არ სჭირ­დე­ბა, ის ქურ­დია.

მა­შინ, რო­ცა სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი ეს­წრაფ­ვი­ან სიმ­დი­დრეს, ძა­ლა­უ­ფლე­ბას, დი­დე­ბას ან სი­ა­მოვ­ნე­ბას, იოგს მხო­ლოდ ერ­თი სწრაფ­ვა აქვს — ეთაყ­ვა­ნოს უფალს. სწრაფ­ვის­გან (ვნე­ბის­გან) თა­ვი­სუფ­ლე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა თა­ვი­დან აი­ცი­ლო დი­დი ცდუ­ნე­ბე­ბი. ვნე­ბა ამ­ღვრევს სიმ­შვი­დის ნა­კადს. ის ამ­და­ბლებს და რყვნის ადა­მი­ა­ნებს, და ხე­ი­ბრად აქ­ცევს მათ. ის, ვინც ემორ­ჩი­ლე­ბა მცნე­ბას „არა იპა­რო“, ხდე­ბა ყვე­ლა სა­გან­ძუ­რის სან­დო მცვე­ლი.

**ბრაჰ­მა­ჩა­რია.** ლექ­სი­კო­ნის მი­ხედ­ვით, **ბრაჰ­მა­ჩა­რია** ნიშ­ნავს უცო­ლო/გაუთხო­ვარ ცხოვ­რე­ბას, რე­ლი­გი­ურ შე­სწავ­ლა­სა და თავ­შე­კა­ვე­ბას. ით­ვლე­ბა, რომ თეს­ლის და­კარ­გვა იწ­ვევს სიკ­ვდილს, ხო­ლო მი­სი შე­კა­ვე­ბა — სი­ცოც­ხლეს. თეს­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით იო­გის სხე­უ­ლი სა­სი­ა­მოვ­ნო სურ­ნელს იძენს. სა­ნამ ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია, სიკ­ვდი­ლის ში­ში არ არ­სე­ბობს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს მი­თი­თე­ბა, რომ ის უნ­და შე­ნარ­ჩუნ­დეს გო­ნე­ბის კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვით. **ბრაჰ­მა­ჩა­რი­ას** კონ­ცეფ­ცია არ არის უარ­ყო­ფის, იძუ­ლე­ბი­თი ას­კე­ტიზ­მი­სა და აკ­რძალ­ვის კონ­ცეფ­ცია. შან­კა­რა­ჩა­რი­ას თა­ნა­ხმად, **ბრაჰ­მა­ჩა­რი** (ის, ვინც იცავს ბრაჰ­მა­ჩა­რი­ას) არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჩა­ფლუ­ლია წმინ­და ვე­დუ­რი ცოდ­ნის შე­სწავ­ლა­ში, მუდ­მი­ვად მოძ­რა­ობს ბრაჰ­მან­ში და იცის, რომ ყვე­ლა­ფე­რი არ­სე­ბობს ბრაჰ­მან­ში. სხვა სიტ­ყვე­ბით რომ ვთქვათ, ის, ვინც ხე­დავს ღვთა­ე­ბრივს ყვე­ლა­ფერ­ში, არის ბრაჰ­მა­ჩა­რი. პა­ტან­ჯა­ლი კი ხაზს უს­ვამს სხე­უ­ლის, მეტ­ყვე­ლე­ბი­სა და გო­ნე­ბის თავ­შე­კა­ვე­ბას. ეს არ ნიშ­ნავს, რომ იო­გას ფი­ლო­სო­ფია მხო­ლოდ და­უ­ქორ­წი­ნე­ბლე­ბის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი. **ბრაჰ­მა­ჩა­რი­ას** ცო­ტა რამ აქვს სა­ერ­თო იმას­თან, ადა­მი­ა­ნი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია თუ მე­ო­ჯა­ხის ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს. ადა­მი­ან­მა ბრაჰ­მა­ჩა­რი­ას უმა­ღლე­სი ას­პექ­ტე­ბი ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში უნ­და გად­მო­ი­ტა­ნოს. გა­დარ­ჩე­ნის­თვის არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო და­უ­ქორ­წი­ნე­ბე­ლი და უსახ­ლკა­რო. პი­რი­ქით, ყვე­ლა **სმრი­ტი** (კა­ნონ­თა კრე­ბუ­ლე­ბი) რე­კო­მენ­და­ცი­ას უწევს ქორ­წი­ნე­ბას. ადა­მი­ა­ნუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბის გან­ცდის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია შე­ი­ცნო ღვთა­ე­ბრი­ვი სიყ­ვა­რუ­ლი. ინ­დო­ე­თის თით­ქმის ყვე­ლა ძვე­ლი იო­გი და ბრძე­ნი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი და ოჯა­ხის პა­ტრო­ნი იყო. ისი­ნი არ გა­ურ­ბოდ­ნენ თა­ვი­ანთ სო­ცი­ა­ლურ ან მო­რა­ლურ პა­სუ­ხის­მგე­ბლო­ბებს. ქორ­წი­ნე­ბა და მშო­ბლო­ბა არ წა­რმო­ად­გენს დაბ­რკო­ლე­ბას ღვთა­ე­ბრი­ვი სიყ­ვა­რუ­ლის, ბედ­ნი­ე­რე­ბი­სა და უზე­ნა­ეს სულ­თან ერ­თო­ბის შე­ცნო­ბა­ში.

გა­ნი­ხი­ლავს რა იმ მა­ძი­ე­ბლის მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­მე­ლიც მე­ო­ჯა­ხეა, *ში­ვა სამ­ჰი­ტა* ამ­ბობს: დაე, მან ივარ­ჯი­შოს ადა­მი­ან­თა კომ­პა­ნი­ის­გან თა­ვი­სუ­ფალ, გან­ცალ­კე­ვე­ბულ ად­გი­ლას. გა­რე­გნუ­ლად ის უნ­და დარ­ჩეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, მა­გრამ მი­სი გუ­ლი არ უნ­და იყოს მას­ში. მან არ უნ­და თქვას უა­რი თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ის, კას­ტის ან რან­გის მო­ვა­ლე­ო­ბე­ბზე; მა­გრამ დაე, შე­ას­რუ­ლოს ეს მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი რო­გორც უფლის ინს­ტრუ­მენ­ტმა, შე­დე­გე­ბზე ფი­ქრის გა­რე­შე. ის აღ­წევს წა­რმა­ტე­ბას იო­გას მე­თო­დის გო­ნივ­რუ­ლი მი­ყო­ლით; ამა­ში ეჭ­ვი არ არ­სე­ბობს. რჩე­ბა რა ოჯა­ხის წი­აღ­ში, მუდ­მი­ვად ას­რუ­ლებს რა მე­ო­ჯა­ხის მო­ვა­ლე­ო­ბებს, ის, ვინც თა­ვი­სუ­ფა­ლია დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბი­სა და ნა­კლო­ვა­ნე­ბე­ბის­გან და მო­თო­კი­ლი აქვს გრძნო­ბე­ბი, აღ­წევს ხსნას. მე­ო­ჯა­ხე, რო­მე­ლიც იო­გას პრაქ­ტი­კას ეწე­ვა, არ არის შე­ხე­ბა­ში სათ­ნო­ე­ბას­თან ან მან­კი­ე­რე­ბას­თან; თუ კა­ცო­ბრი­ო­ბის და­სა­ცა­ვად ის რა­ი­მე ცოდ­ვას ჩა­ი­დენს, ის არ ბინ­ძურ­დე­ბა ამით. (თა­ვი V, მუ­ხლე­ბი 234-8.)

რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი დამ­კვი­დრე­ბუ­ლია **ბრაჰ­მა­ჩა­რი­ა­ში**, ის გა­მო­ი­მუ­შა­ვებს სი­ცოც­ხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბი­სა და ენე­რგი­ის მა­რაგს, გა­ბე­დულ გო­ნე­ბა­სა და მძლავრ ინ­ტე­ლექტს, რა­თა შეძ­ლოს ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის უსა­მარ­თლო­ბას­თან ბრძო­ლა. ბრაჰ­მა­ჩა­რი გო­ნივ­რუ­ლად გა­მო­ი­ყე­ნებს მის მი­ერ გე­ნე­რი­რე­ბულ ძა­ლებს: ფი­ზი­კურს — უფლის საქ­მის სა­კე­თე­ბლად, მენ­ტა­ლურს — კულ­ტუ­რის გა­სავ­რცე­ლე­ბლად და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურს — სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბის ზრდის­თვის. ბრაჰ­მა­ჩა­რია არის ბა­ტა­რეა, რო­მე­ლიც სიბ­რძნის ჩი­რაღ­დანს ან­თებს.

**აპა­რი­გრა­ჰა.** პა­რი­გრა­ჰა ნიშ­ნავს და­გრო­ვე­ბას ან შე­გრო­ვე­ბას. და­გრო­ვე­ბის­გან თა­ვი­სუფ­ლე­ბა არის **აპა­რი­გრა­ჰა**. ეს არის **ას­ტე­ი­ას** (არ­ქურ­დო­ბის) კი­დევ ერ­თი წა­ხნა­გი. ისე­ვე, რო­გორც ადა­მი­ან­მა არ უნ­და აი­ღოს ის, რაც მას სი­ნამ­დვი­ლე­ში არ სჭირ­დე­ბა, ასე­ვე არ უნ­და და­ა­გრო­ვოს ან შე­ა­გრო­ვოს ნივ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც მას მყი­სი­ე­რად არ ესა­ჭი­რო­ე­ბა. ასე­ვე არ უნ­და აი­ღოს არა­ფე­რი შრო­მის გა­რე­შე ან რო­გორც წყა­ლო­ბა სხვის­გან, რად­გან ეს სუ­ლის სი­ღა­რი­ბე­ზე მი­უ­თი­თებს. იო­გი გრძნობს, რომ ნივ­თე­ბის შე­გრო­ვე­ბა ან და­გრო­ვე­ბა გუ­ლის­ხმობს ღმერ­თი­სა და სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ რწმე­ნის ნა­კლე­ბო­ბას, რომ უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქნე­ბა მი­სი მო­მა­ვა­ლი. ის ინარ­ჩუ­ნებს რწმე­ნას მთვა­რის ხა­ტე­ბის შემ­ხედ­ვა­რე. თვის ბნელ ნა­ხე­ვარ­ში მთვა­რე გვი­ან ამო­დის, რო­დე­საც ადა­მი­ან­თა უმე­ტე­სო­ბას სძი­ნავს და, შე­სა­ბა­მი­სად, ვერ აფა­სებს მის სი­ლა­მა­ზეს. მი­სი ბრწყინ­ვა­ლე­ბა ილე­ვა, მა­გრამ ის არ უხვევს თა­ვი­სი გზი­დან და გულ­გრი­ლია რო­ცა ადა­მი­ა­ნი მას არ აფა­სებს. მას სწამს, რომ ის კვლავ გა­ივ­სე­ბა, რო­დე­საც მზის პი­რის­პირ აღ­მოჩ­ნდე­ბა და მა­შინ ადა­მი­ა­ნე­ბი მო­უთ­მენ­ლად და­ე­ლო­დე­ბი­ან მის დი­დე­ბულ ამოს­ვლას.

**აპა­რი­გრა­ჰას** და­ცვით, იო­გი თა­ვის ცხოვ­რე­ბას მაქ­სი­მა­ლუ­რად მარ­ტივს ხდის და წვრთნის გო­ნე­ბას, რა­თა არ იგ­რძნოს რა­ი­მეს და­კარ­გვა ან ნა­კლე­ბო­ბა. მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი, რაც მას სი­ნამ­დვი­ლე­ში სჭირ­დე­ბა, თა­ვის­თა­ვად მი­ვა მას­თან შე­სა­ფე­რის დროს. ჩვე­უ­ლე­ბრი­ვი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა სავ­სეა უსას­რუ­ლო შეშ­ფო­თე­ბე­ბი­თა და იმედ­გა­ცრუ­ე­ბე­ბით და მათ­ზე რე­აქ­ცი­ე­ბით. ამ­რი­გად, თით­ქმის არ არ­სე­ბობს გო­ნე­ბის წო­ნა­სწო­რო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის შე­საძ­ლე­ბლო­ბა. **სად­ჰა­კას** გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აქვს უნა­რი, დარ­ჩეს კმა­ყო­ფი­ლი, რაც არ უნ­და შე­ემთ­ხვეს მას. ამ­გვა­რად ის მო­ი­პო­ვებს მშვი­დო­ბას, რო­მელ­საც გაჰ­ყავს ილუ­ზი­ი­სა და უბე­დუ­რე­ბის სფე­რო­ე­ბის მიღ­მა, რომ­ლი­თაც გა­ჟღენ­თი­ლია ჩვე­ნი სამ­ყა­რო. ის იხ­სე­ნებს და­პი­რე­ბას, რო­მე­ლიც შრი კრიშ­ნამ მის­ცა არ­ჯუ­ნას *ბჰა­გა­ვად გი­ტას* მეც­ხრე თავ­ში: „მათთვის, ვინც მხო­ლოდ მე მცემს თაყ­ვანს ერ­თგუ­ლი გო­ნე­ბით, ვინც ჰა­რმო­ნი­ა­შია ჩემ­თან ყო­ველ წამს, მე სრუ­ლი უსაფ­რთხო­ე­ბა მო­მაქვს. მე და­ვა­კმა­ყო­ფი­ლებ მათ ყვე­ლა სურ­ვილს და და­ვი­ცავ მათ სა­მუ­და­მოდ.“
