# იოგას ნათელქმნა ნაწილი 6 – Light on Yoga

> Source: https://yogahub.online/iogis-natelkmna-natsili-6/
> Author: გურამ ჟღამაძე
> Published: 2026-01-22
> Updated: 2026-01-22

## ავტორი: B. K. S. Iyengar

## სად­ჰა­ნა (გა­სა­ღე­ბი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ)

იო­გას ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტექ­სტი უდი­დეს ყუ­რად­ღე­ბას უთ­მობს **სად­ჰა­ნას** ან **აბ­ჰი­ა­სას** (მუდ­მივ პრაქ­ტი­კას). სად­ჰა­ნა არ არის იო­გას ტექ­სტე­ბის მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლი შეს­წავლა; ეს სუ­ლი­ე­რი ძა­ლის­ხმე­ვაა. ზე­თის მი­სა­ღე­ბად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ზე­თო­ვა­ნი თეს­ლის დაწ­ნეხვა. შე­შა უნ­და და­იწ­ვას და აალ­დეს რა­თა მას­ში და­ფა­რუ­ლი ცეც­ხლი გა­მო­ავ­ლი­ნოს. ანა­ლო­გი­უ­რად, **სად­ჰა­კამ** მუდ­მი­ვი პრაქ­ტი­კით უნ­და გა­აღ­ვი­ვოს ღვთი­უ­რი ალი სა­კუ­თარ თავ­ში.

„ახალ­გაზრდა, მო­ხუ­ცი, ღრმად მო­ხუ­ცე­ბუ­ლი, ავად­მყო­ფი და უძ­ლუ­რიც კი აღ­წევს სრულ­ყო­ფი­ლე­ბას იო­გა­ში მუდ­მი­ვი პრაქ­ტი­კით. წარ­მა­ტე­ბას იღებს ის, ვინც ვარ­ჯი­შობს და არა ის, ვინც უქ­მად არის. იო­გა­ში წარ­მა­ტე­ბა არ მი­იღ­წე­ვა წმინ­და ტექ­სტე­ბის მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლი კით­ხვით. წარ­მა­ტე­ბა არ მი­იღ­წე­ვა იო­გის ან **სა­ნი­ა­სის** (გან­დე­გი­ლის) სა­მო­სის ტა­რე­ბით და არც მას­ზე სა­უბ­რით. მხო­ლოდ მუდ­მი­ვი პრაქ­ტი­კაა წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო. ჭეშ­მა­რი­ტად, ამა­ში ეჭ­ვი არ არ­სე­ბობს.“ — (*ჰათ­ჰა* *იო­გა* *პრა­დი­პი­კა*, თა­ვი I, მუხ­ლე­ბი 64-6.)

„რო­გორც ან­ბა­ნის შეს­წავლითაა შე­საძ­ლე­ბე­ლი პრაქ­ტი­კის გზით ყვე­ლა მეც­ნი­ე­რე­ბის და­უფ­ლე­ბა, ასე­ვე, თავ­და­პირ­ვე­ლად ფი­ზი­კუ­რი წვრთნის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი პრაქ­ტი­კით ადა­მი­ა­ნი იძენს ცოდ­ნას ჭეშ­მა­რი­ტე­ბის (**ტატ­ტვა** **ჯნა­ნა**) შე­სა­ხებ; იმის შე­სა­ხებ, რომ ადა­მი­ა­ნის სუ­ლის რე­ა­ლუ­რი ბუ­ნე­ბა იდენ­ტუ­რია უზე­ნა­ე­სი სუ­ლი­სა, რო­მე­ლიც მთელი სამ­ყა­როა განმსჭვალული.“ — (*გჰე­რან­და* *სამ­ჰი­ტა*, თა­ვი I, მუხ­ლი 5.)

სწო­რედ სხე­უ­ლის, გრძნო­ბე­ბის, გო­ნე­ბის, გან­სჯი­სა და სა­კუ­თა­რი მეს (Self) კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი და კონ­ცენტრი­რე­ბუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვით მო­ი­პო­ვებს ადა­მი­ა­ნი ჯილ­დოს ში­ნა­გა­ნი მშვი­დო­ბის სა­ხით და აღას­რუ­ლებს სუ­ლის სწრაფ­ვას — შეხ­ვდეს თა­ვის შე­მოქ­მედს. ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის უმაღ­ლე­სი თავ­გა­და­სა­ვა­ლი მი­სი შე­მოქ­მედთან დაბ­რუ­ნე­ბის გზაა. მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად მას სჭირ­დე­ბა სხე­უ­ლის, გრძნო­ბე­ბის, გო­ნე­ბის, გან­სჯი­სა და სა­კუ­თა­რი მეს კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და შე­თან­ხმე­ბუ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა. თუ ძა­ლის­ხმე­ვა არ არის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი, ის მარ­ცხდე­ბა ამ თავ­გა­და­სა­ვალ­ში. *კა­თო­პა­ნი­შა­დის* პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის მე­სა­მე ვა­ლი­ში (თავ­ში), **ია­მა** (სიკ­ვდი­ლის ღმერ­თი) ამ იო­გას უხ­სნის მა­ძი­ე­ბელ **ნა­ჩი­კე­ტას** ეტ­ლში მყო­ფი ადა­მი­ა­ნის იგა­ვის მეშ­ვე­ო­ბით:

„შე­ი­ცა­ნი **ატ­მა­ნი** (მე), რო­გორც ეტ­ლის მბრძა­ნე­ბე­ლი, გან­სჯა — რო­გორც მე­ეტ­ლე, ხო­ლო გო­ნე­ბა — რო­გორც სა­და­ვე­ე­ბი. გრძნო­ბებს, ამ­ბო­ბენ ისი­ნი, ცხე­ნე­ბი ეწო­დე­ბათ, ხო­ლო მა­თი სურ­ვი­ლის ობი­ექ­ტე­ბი — სა­ძოვ­რე­ბია. რო­დე­საც „მე“ (Self) გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია გრძნო­ბებ­თან და გო­ნე­ბას­თან, ბრძენ­ნი მას უწო­დე­ბენ გან­მცდელს (**ბჰოქ­ტრი**). მას, ვი­საც არ გა­აჩ­ნია გან­სჯის უნა­რი, არ ძა­ლუძს მო­თო­კოს სა­კუ­თა­რი გო­ნე­ბა; მი­სი გრძნო­ბე­ბი მე­ეტ­ლის ავი ცხე­ნე­ბი­ვი­თაა. ხო­ლო ვი­საც აქვს გან­სჯის უნა­რი, ის მუ­დამ აკონ­ტრო­ლებს გო­ნე­ბას; მი­სი გრძნო­ბე­ბი დის­ციპლი­ნი­რე­ბუ­ლი ცხე­ნე­ბი­ვი­თაა. ის, ვინც მოკ­ლე­ბუ­ლია გან­სჯას, ხდე­ბა უყუ­რად­ღე­ბო და მუ­დამ უწ­მინდუ­რი; ის ვერ აღ­წევს მი­ზანს და და­ხე­ტი­ა­ლობს ერ­თი სხე­უ­ლი­დან მე­ო­რე­ში. ხო­ლო ის, ვი­საც გა­აჩ­ნია გან­სჯა, ხდე­ბა ყუ­რად­ღე­ბი­ა­ნი და მუ­დამ წმინ­და; ის აღ­წევს მი­ზანს და აღა­რა­სო­დეს იბა­დე­ბა ხე­ლახ­ლა. ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ჰყავს გამ­ჭრი­ა­ხი მე­ეტ­ლე გო­ნე­ბის მო­სა­თო­კად, აღ­წევს მოგ­ზა­უ­რო­ბის და­სას­რულს — მა­რა­დი­უ­ლი სუ­ლის უზე­ნა­ეს სამ­ყო­ფელს.“

„გრძნო­ბე­ბი სურ­ვი­ლის ობი­ექ­ტებზე ძლი­ე­რია. გრძნო­ბებ­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლია გო­ნე­ბა, გო­ნე­ბა­ზე მაღ­ლა დგას გან­სჯა, ხო­ლო გან­სჯა­ზე უპი­რა­ტე­სია ის — სუ­ლი ყვე­ლა­ფერ­ში. მო­ა­წეს­რი­გე სა­კუ­თა­რი თა­ვი სუ­ლის მეშ­ვე­ო­ბით და გა­ა­ნად­გუ­რე შე­ნი მაც­დუ­რი მტე­რი სურ­ვი­ლის სა­ხით.“ (*ბჰა­გა­ვად* *გი­ტა*, თა­ვი III, მუხ­ლე­ბი 42-3.)

ამის გა­საც­ნო­ბი­ე­რებ­ლად სა­ჭი­როა არა მხო­ლოდ მუდ­მი­ვი პრაქ­ტი­კა, არა­მედ გან­დგო­მაც (უარ­ყო­ფა). რაც შე­ე­ხე­ბა გან­დგო­მას, ჩნდე­ბა კით­ხვა: რა­ზე უნ­და თქვას უა­რი ადა­მი­ან­მა? იო­გი არ ამ­ბობს უარს სამ­ყა­რო­ზე, რად­გან ეს შე­მოქ­მე­დის უარ­ყო­ფას ნიშ­ნავს. იო­გი უარს ამ­ბობს ყვე­ლა­ფერ­ზე, რაც მას აშო­რებს უფალს. ის უარს ამ­ბობს სა­კუ­თარ სურ­ვი­ლებ­ზე, რად­გან იცის, რომ ყო­ველ­გვა­რი შთა­გო­ნე­ბა და მარ­თე­ბუ­ლი ქმე­დე­ბა უფ­ლისგან მო­დის. ის უარს ამ­ბობს მათ­ზე, ვინც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა უფ­ლის საქ­მეს, ვინც ავ­რცე­ლებს დე­მო­ნურ იდე­ებს და ვინც მხო­ლოდ სა­უბ­რობს მო­რა­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე, მაგ­რამ არ ას­რუ­ლებს მათ.

იო­გი არ ამ­ბობს უარს მოქ­მე­დე­ბა­ზე. ის წყვეტს ბორ­კი­ლებს, რომ­ლე­ბიც მას თა­ვის ქმე­დე­ბებ­თან აკავ­ში­რებს, ამ ქმე­დე­ბე­ბის ნა­ყო­ფის უფ­ლისთვის ან კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის მიძ­ღვნით. მას სწამს, რომ მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა მი­სი პრი­ვი­ლე­გი­აა და მას არ აქვს უფ­ლე­ბა, მო­ით­ხო­ვოს თა­ვი­სი ქმე­დე­ბის ნა­ყო­ფი.

მა­შინ, რო­ცა სხვებს სძი­ნავთ, რო­ცა მო­ვა­ლე­ო­ბა უხ­მობთ და მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის მოთ­ხოვნი­სას იღ­ვი­ძე­ბენ, იო­გი სრულიად ფხიზ­ლობს თა­ვი­სი მო­ვა­ლე­ო­ბის მი­მართ, მაგ­რამ სძი­ნავს, რო­ცა საქ­მე მის უფ­ლე­ბებს ეხე­ბა. ამი­ტო­მაც, ნათ­ქვა­მია რომ ყვე­ლა არ­სე­ბის ღა­მე­ში, დის­ციპლი­ნი­რე­ბუ­ლი და მშვი­დი ადა­მი­ა­ნი სი­ნათ­ლისთვის იღ­ვი­ძებს.
