# იოგას ნათელქმნა ნაწილი 1 – Light on Yoga

> Source: https://yogahub.online/iogis-natelkmna-natsili-1/
> Author: გურამ ჟღამაძე
> Published: 2025-10-21
> Updated: 2026-01-28

## ავტორი: B. K. S. Iyengar

### რა არის იოგა?

სიტ­ყვა „იოგა“ წარ­მო­იშ­ვა სან­სკრი­ტუ­ლი ფეს­ვი­დან „*იუჯ“*, რაც ნიშ­ნავს შეკ­ვრას, შე­ერ­თე­ბას, მიბ­მა­სა და შე­კა­ვე­ბას, ყუ­რად­ღე­ბის მი­მარ­თვა­სა და კონ­ცენ­ტრი­რე­ბას, გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და გან­ხორ­ციე­ლე­ბას. ასე­ვე ნიშ­ნავს ერ­თო­ბას ან შერ­წყმას. ეს არის ჩვე­ნი ნე­ბი­სა და ღვთის ნე­ბის ჭეშ­მა­რი­ტი შერ­წყმა. რო­გორც *მა­ჰა­დევ დე­საი* ამ­ბობს თა­ვის შე­სა­ვალ­ში „გი­ტა­ზე“ (გან­დის მი­ხედ­ვით): „იო­გა ნიშ­ნავს სხე­ულის, გო­ნე­ბი­სა და სუ­ლის ყვე­ლა ძა­ლის ღვთი­სად­მი მიბ­მას; ნიშ­ნავს გო­ნე­ბის, ინ­ტე­ლექ­ტის, ემო­ციე­ბი­სა და ნე­ბის დის­ციპ­ლი­ნას, რა­საც იო­გა გუ­ლის­ხმობს; ნიშ­ნავს სუ­ლის წო­ნას­წო­რო­ბას, რაც ადა­მი­ანს აძ­ლევს სა­შუა­ლე­ბას, ცხოვ­რე­ბა ყვე­ლა ას­პექ­ტში მშვი­დად აღიქ­ვას.“

იო­გა ინ­დუ­რი ფი­ლო­სო­ფი­ის ექ­ვსი ორ­თო­დოქ­სუ­ლი სის­ტე­მი­დან ერთ-ერ­თია. ის შეკ­რი­ბა, და­აკო­ორ­დი­ნი­რა და სის­ტე­მა­ტი­ზა­ცია გა­უკე­თა *პა­ტან­ჯა­ლიმ* თა­ვის კლა­სი­კურ ნაშ­რომ­ში „იო­გას სუტ­რე­ბი“, რო­მე­ლიც 185 მოკ­ლე აფო­რიზ­მის­გან შედ­გე­ბა. ინ­დურ მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი გამ­სჭვა­ლუ­ლია უზე­ნაე­სი უნი­ვერ­სა­ლუ­რი სუ­ლით (*პა­რა­მათ­მა* ან ღმერ­თი), რომ­ლის ნა­წი­ლიც არის ინ­დი­ვი­დუა­ლუ­რი ადა­მია­ნის სუ­ლი (*ჯი­ვათ­მა*). იო­გას სის­ტე­მა ასე იმი­ტომ ეწო­დე­ბა, რომ ას­წავ­ლის იმ სა­შუა­ლე­ბებს, რომ­ლი­თაც *ჯი­ვათ­მა* შე­იძ­ლე­ბა შეუ­ერ­თდეს ან შე­ერ­წყას *პა­რა­მათ­მას* და ამ­გვა­რად მი­აღ­წი­ოს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას (*მოქ­შა*).

ის, ვინც იო­გას გზას მიჰ­ყვე­ბა, იოგია ან იო­გი­ნი.

„ბჰა­გა­ვად გი­ტას“ მე­ექ­ვსე თავ­ში, რო­მე­ლიც იო­გას ფი­ლო­სო­ფი­ის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი წყა­როა, *შრი კრიშ­ნა, არ­ჯუ­ნას*უხ­სნის იო­გას მნიშ­ვნე­ლო­ბას, რო­გორც ტკი­ვილ­თან და სევ­დას­თან შე­ხე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. იქ ნათ­ქვა­მია:

"რო­ცა გო­ნე­ბა, ინ­ტე­ლექ­ტი და მე (*აჰამ­კა­რა*) კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, თა­ვი­სუ­ფა­ლი მო­უს­ვე­ნა­რი სურ­ვი­ლე­ბის­გან, ის სულ­ში გა­ნის­ვე­ნებს, ადა­მია­ნი ხდე­ბა *იუკ­ტა* — ანუ ღმერ­თთან შერ­წყმუ­ლი. რო­გორც სან­თე­ლი არ ცახ­ცა­ხებს იქ, სა­დაც ქა­რი არ ქრის, ასე­ვეა იოგი, რო­მე­ლიც მარ­თავს თა­ვის გო­ნე­ბას, ინ­ტე­ლექ­ტსა და მეს, მთლი­ანად შერ­წყმუ­ლია სულ­ში. რო­ცა გო­ნე­ბის, ინ­ტე­ლექ­ტი­სა და მეს მო­უს­ვენ­რო­ბა მშვიდ­დე­ბა იო­გას პრაქ­ტი­კით, იო­გი თა­ვი­სი ში­ნა­გა­ნი სუ­ლის მად­ლით პოუ­ლობს სრულ­ყო­ფას. მა­შინ ის იც­ნობს მა­რა­დი­ულ სი­ხა­რულს, რო­მე­ლიც გრძნო­ბე­ბის მიღ­მაა და რაც გო­ნე­ბით მი­უწ­ვდო­მე­ლია. ის რჩე­ბა ამ რე­ალო­ბა­ში და აღარ სწყდე­ბა მას. მან იპო­ვა სა­უნ­ჯე, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერ­ზე მაღ­ლა დგას. ამა­ზე მა­ღა­ლი არა­ფე­რია. ვინც ამას აღ­წევს, უდი­დე­სი სევ­დაც კი ვერ შე­არ­ყევს. სწო­რედ ეს არის იო­გას ნამ­დვი­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა — გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ტკი­ვილ­თან და სევ­დას­თან შე­ხე­ბის­გან."

რო­გორც კარ­გად და­მუ­შა­ვე­ბულ ბრი­ლი­ანტს აქვს მრა­ვა­ლი მხა­რე და თი­თოე­ული მათ­გა­ნი გან­სხვა­ვე­ბულ ფერს ას­ხი­ვებს, ასე­ვე სიტ­ყვა „იო­გა­საც“ აქვს მრა­ვა­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა — მი­სი თი­თოე­ული ფა­სი ასა­ხავს გან­სხვა­ვე­ბულ შრეს და ავ­ლენს ადა­მია­ნის ში­ნა­გა­ნი სიმ­შვი­დი­სა და ბედ­ნიე­რე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად გა­წე­ულ ძა­ლის­ხმე­ვას სხვა­დას­ხვა ას­პექ­ტში.

„ბჰა­გა­ვად გი­ტა“ იო­გას სხვა გან­მარ­ტე­ბებ­საც იძ­ლე­ვა და გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რად­ღე­ბას ამახ­ვი­ლებს კარ­მა იო­გა­ზე (მოქ­მე­დე­ბის გზით იო­გა­ზე). იქ ნათ­ქვა­მია: „მხო­ლოდ მოქ­მე­დე­ბა არის შე­ნი უფ­ლე­ბა, არა მი­სი ნა­ყო­ფი. არა­სო­დეს აქ­ციე ნა­ყო­ფი შე­ნი მოქ­მე­დე­ბის მო­ტი­ვად და არა­სო­დეს შეწ­ყვი­ტო მოქ­მე­დე­ბა. იმოქ­მე­დე უფ­ლის სა­ხე­ლით, უა­რი თქვი ეგო­ის­ტურ სურ­ვი­ლებ­ზე; არ მო­ახ­დი­ნოს გავ­ლე­ნა შენ­ზე არც წარ­მა­ტე­ბამ არც მარ­ცხმა. ეს ში­ნა­გა­ნი წო­ნას­წო­რო­ბა იწო­დე­ბა იოგად.“

იო­გა ასე­ვე აღ­წე­რი­ლია რო­გორც სიბ­რძნე მოქ­მე­დე­ბა­ში, ანუ ოს­ტა­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა საქ­მია­ნო­ბის ფონ­ზე, ჰარ­მო­ნია და ზო­მიე­რე­ბა.

„იო­გა არ არის მათ­თვის, ვინც ზედ­მე­ტად ჭამს, არც მათ­თვის, ვინც თავს შიმ­ში­ლით ტან­ჯავს; არც მათ­თვის, ვინც ზედ­მე­ტად სძი­ნავს და არც მათ­თვის, ვინც უძი­ნა­რია. ზო­მიე­რე­ბით ჭა­მა­სა და დას­ვე­ნე­ბა­ში, მუ­შაო­ბის რე­გუ­ლა­ცი­ით, ძილ-ღვი­ძი­ლის თან­ხმო­ბით — იო­გა ყვე­ლა ტკი­ვილ­სა და სევ­დას ანად­გუ­რებს.“

„*კა­თო­პა­ნი­შად­ში*“ იო­გა ასეა აღ­წე­რი­ლი: „რო­ცა გრძნო­ბე­ბი დამ­შვი­დე­ბუ­ლია, გო­ნე­ბა გა­ნის­ვე­ნებს და ინ­ტე­ლექ­ტი მტკი­ცეა — ბრძენ­ნი ამ­ბო­ბენ, რომ მა­შინ არის უმაღ­ლე­სი მდგო­მა­რეო­ბა მიღ­წე­ული. ეს გრძნო­ბე­ბი­სა და გო­ნე­ბის მუდ­მი­ვი კონ­ტრო­ლი იწო­დე­ბა იოგად. ვინც ამას მი­აღ­წევს, თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ილუ­ზი­ის­გან.“

„*იო­გა სუტ­რე­ბის*“ პირ­ვე­ლი თა­ვის მე­ორე აფო­რიზ­მში პა­ტან­ჯა­ლი იო­გას ასე აღ­წერს: „*ჩი­ტა ვრი­ტი ნი­როდ­ჰა*.“ ეს შე­იძ­ლე­ბა ითარ­გმნოს რო­გორც გო­ნებ­რი­ვი მო­დი­ფი­კა­ციე­ბის (*ვრი­ტი*) შე­კა­ვე­ბა (*ნი­როდ­ჰა*) ან ცნო­ბიე­რე­ბის რყე­ვე­ბის (ვრი­ტი) შე­ჩე­რე­ბა (ნი­როდ­ჰა). სიტ­ყვა „ჩი­ტა“ აღ­ნიშ­ნავს გო­ნე­ბას მთლი­ანო­ბა­ში, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა სა­მი კა­ტე­გო­რი­ის­გან: (ა) გო­ნე­ბა (მა­ნა­სი — ინ­დი­ვი­დუა­ლუ­რი გო­ნე­ბა, რო­მელ­საც აქვს ყუ­რად­ღე­ბის, შერ­ჩე­ვი­სა და უარ­ყო­ფის უნა­რი; ეს არის გო­ნე­ბის მერ­ყე­ვი, არამ­ტკი­ცე მხა­რე), (ბ) ინ­ტე­ლექ­ტი ან გო­ნიე­რე­ბა (ბუდ­დჰი — მტკი­ცე მდგო­მა­რე­ობა, რო­მე­ლიც გან­საზ­ღვრავს გან­სხვა­ვე­ბებს საგ­ნებს შო­რის) და (გ) ეგო (აჰამ­კა­რა — სიტ­ყვა­სიტ­ყვით „მე“-ს შემ­ქმნე­ლი, მდგო­მა­რე­ობა, რო­მე­ლიც გან­საზ­ღვრავს, რომ „მე ვი­ცი“).

სიტ­ყვა „ვრი­ტი“ წარ­მო­იშ­ვა სან­სკრი­ტუ­ლი ფეს­ვი­დან „ვრტ“, რაც ნიშ­ნავს ბრუნ­ვას, ტრი­ალს, გორ­ვას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნიშ­ნავს მოქ­მე­დე­ბის კურსს, მდგო­მა­რე­ობას, ყო­ფის ფორ­მას ან გო­ნებ­რივ მდგო­მა­რე­ობას. იო­გა არის მე­თო­დი, რომ­ლი­თაც მო­უს­ვე­ნა­რი გო­ნე­ბა მშვიდ­დე­ბა და ენერ­გია კონ­სტრუქ­ცი­ულ არ­ხებ­ში მი­ედი­ნე­ბა. რო­გორც ძლი­ერი მდი­ნა­რე, რო­მე­ლიც სა­თა­ნა­დო კაშ­ხლე­ბი­თა და არ­ხე­ბით მარ­თვი­სას ქმნის წყლის დიდ რე­ზერ­ვუ­არს, იცა­ვს გვალ­ვის­გან და უზ­რუნ­ველ­ყოფს მრა­ვა­ლი დარ­გის ენერ­გი­ით მო­მა­რა­გე­ბას, ასე­ვეა გო­ნე­ბაც, რო­ცა კონ­ტროლ­დე­ბა, ქმნის სიმ­შვი­დის რე­ზერ­ვუ­არს და წარ­მო­შობს უხვ ენერ­გი­ას ადა­მია­ნის ამაღ­ლე­ბის­თვის.

გო­ნე­ბის კონ­ტრო­ლის პრობ­ლე­მა მარ­ტი­ვად გა­და­საჭ­რე­ლი არ არის, რო­გორც ამას ადას­ტუ­რებს შემ­დე­გი დი­ალო­გი „*ბჰა­გა­ვად გი­ტას*“ მე­ექ­ვსე თავ­ში. *არ­ჯუ­ნა* სთხოვს შრი კრიშ­ნას:

„კრიშ­ნავ, შენ მო­მი­ყე­ვი იო­გა­ზე, რო­გორც ბრაჰ­მან­თან (უნი­ვერ­სა­ლურ სულ­თან) შერ­წყმა­ზე, რო­მე­ლიც მა­რად ერ­თია. მაგ­რამ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს იყოს მუდ­მი­ვი, რო­ცა გო­ნე­ბა ასე მო­უს­ვე­ნა­რი და არას­ტა­ბი­ლუ­რია? გო­ნე­ბა სწრა­ფია და ჯი­უტი, ძლი­ერია და თავ­ნე­ბა, მის და­მორ­ჩი­ლე­ბას ქა­რის შე­კა­ვე­ბას ვა­და­რებ.“

შრი კრიშ­ნა პა­სუ­ხობს: „უეჭ­ვე­ლია, გო­ნე­ბა მო­უს­ვე­ნა­რია და ძნე­ლად სა­მარ­თა­ვი. მაგ­რამ იგი შე­იძ­ლე­ბა გაწ­ვრთნილ იქ­ნეს მუდ­მი­ვი ვარ­ჯი­შით (აბ­ჰი­ასა) და სურ­ვი­ლე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბით (ვაი­რა­გია). ადა­მი­ანი, რო­მე­ლიც ვერ აკონ­ტრო­ლებს სა­კუ­თარ გო­ნე­ბას, ძნე­ლად მი­აღ­წევს ამ ღვთი­ურ შერ­წყმას; მაგ­რამ თვით­კონ­ტრო­ლის მქო­ნე, მონ­დო­მე­ბუ­ლი ადა­მი­ანი, თუ სწო­რად მი­მარ­თავს ენერ­გი­ას, ამას აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევს.“
