# იოგა

> Source: https://yogahub.online/ioga/
> Author: გურამ ჟღამაძე
> Published: 2025-10-27
> Updated: 2026-07-26

# იოგა

## იოგა

 ![იოგა](https://yogahub.online/wp-content/uploads/2025/10/რა-არის-იოგა-small.jpg)

## რა არის იოგა?

სიტყვა „იოგა“ წარმოიშვა სანსკრიტული ფესვიდან „*იუჯ“*, რაც ნიშნავს შეკვრას, შეერთებას, მიბმასა და შეკავებას, ყურადღების მიმართვასა და კონცენტრირებას, გამოყენებასა და განხორციელებას. ასევე ნიშნავს ერთობას ან შერწყმას. ეს არის ჩვენი ნებისა და ღვთის ნების ჭეშმარიტი შერწყმა. როგორც *მაჰადევ დესაი* ამბობს თავის შესავალში „გიტაზე“ (განდის მიხედვით): „იოგა ნიშნავს სხეულის, გონებისა და სულის ყველა ძალის ღვთისადმი მიბმას; ნიშნავს გონების, ინტელექტის, ემოციებისა და ნების დისციპლინას, რასაც იოგა გულისხმობს; ნიშნავს სულის წონასწორობას, რაც ადამიანს აძლევს საშუალებას, ცხოვრება ყველა ასპექტში მშვიდად აღიქვას.“

იოგა ინდური ფილოსოფიის ექვსი ორთოდოქსული სისტემიდან ერთ-ერთია. ის შეკრიბა, დააკოორდინირა და სისტემატიზაცია გაუკეთა *პატანჯალიმ* თავის კლასიკურ ნაშრომში „იოგას სუტრები“, რომელიც 185 მოკლე აფორიზმისგან შედგება. ინდურ მსოფლმხედველობაში ყველაფერი გამსჭვალულია უზენაესი უნივერსალური სულით (*პარამათმა* ან ღმერთი), რომლის ნაწილიც არის ინდივიდუალური ადამიანის სული (*ჯივათმა*). იოგას სისტემა ასე იმიტომ ეწოდება, რომ ასწავლის იმ საშუალებებს, რომლითაც *ჯივათმა* შეიძლება შეუერთდეს ან შეერწყას *პარამათმას* და ამგვარად მიაღწიოს გათავისუფლებას (*მოქშა*).

ის, ვინც იოგას გზას მიჰყვება, იოგია ან იოგინი.

„ბჰაგავად გიტას“ მეექვსე თავში, რომელიც იოგას ფილოსოფიის უმნიშვნელოვანესი წყაროა, *შრი კრიშნა, არჯუნას*უხსნის იოგას მნიშვნელობას, როგორც ტკივილთან და სევდასთან შეხებისგან გათავისუფლებას. იქ ნათქვამია:

“როცა გონება, ინტელექტი და მე (*აჰამკარა*) კონტროლს ექვემდებარება, თავისუფალი მოუსვენარი სურვილებისგან, ის სულში განისვენებს, ადამიანი ხდება *იუკტა* — ანუ ღმერთთან შერწყმული. როგორც სანთელი არ ცახცახებს იქ, სადაც ქარი არ ქრის, ასევეა იოგი, რომელიც მართავს თავის გონებას, ინტელექტსა და მეს, მთლიანად შერწყმულია სულში. როცა გონების, ინტელექტისა და მეს მოუსვენრობა მშვიდდება იოგას პრაქტიკით, იოგი თავისი შინაგანი სულის მადლით პოულობს სრულყოფას. მაშინ ის იცნობს მარადიულ სიხარულს, რომელიც გრძნობების მიღმაა და რაც გონებით მიუწვდომელია. ის რჩება ამ რეალობაში და აღარ სწყდება მას. მან იპოვა საუნჯე, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას. ამაზე მაღალი არაფერია. ვინც ამას აღწევს, უდიდესი სევდაც კი ვერ შეარყევს. სწორედ ეს არის იოგას ნამდვილი მნიშვნელობა — გათავისუფლება ტკივილთან და სევდასთან შეხებისგან.”

როგორც კარგად დამუშავებულ ბრილიანტს აქვს მრავალი მხარე და თითოეული მათგანი განსხვავებულ ფერს ასხივებს, ასევე სიტყვა „იოგასაც“ აქვს მრავალი მნიშვნელობა — მისი თითოეული ფასი ასახავს განსხვავებულ შრეს და ავლენს ადამიანის შინაგანი სიმშვიდისა და ბედნიერების მოსაპოვებლად გაწეულ ძალისხმევას სხვადასხვა ასპექტში.

„ბჰაგავად გიტა“ იოგას სხვა განმარტებებსაც იძლევა და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს კარმა იოგაზე (მოქმედების გზით იოგაზე). იქ ნათქვამია: „მხოლოდ მოქმედება არის შენი უფლება, არა მისი ნაყოფი. არასოდეს აქციე ნაყოფი შენი მოქმედების მოტივად და არასოდეს შეწყვიტო მოქმედება. იმოქმედე უფლის სახელით, უარი თქვი ეგოისტურ სურვილებზე; არ მოახდინოს გავლენა შენზე არც წარმატებამ არც მარცხმა. ეს შინაგანი წონასწორობა იწოდება იოგად.“

იოგა ასევე აღწერილია როგორც სიბრძნე მოქმედებაში, ანუ ოსტატური ცხოვრება საქმიანობის ფონზე, ჰარმონია და ზომიერება.

„იოგა არ არის მათთვის, ვინც ზედმეტად ჭამს, არც მათთვის, ვინც თავს შიმშილით ტანჯავს; არც მათთვის, ვინც ზედმეტად სძინავს და არც მათთვის, ვინც უძინარია. ზომიერებით ჭამასა და დასვენებაში, მუშაობის რეგულაციით, ძილ-ღვიძილის თანხმობით — იოგა ყველა ტკივილსა და სევდას ანადგურებს.“

„*კათოპანიშადში*“ იოგა ასეა აღწერილი: „როცა გრძნობები დამშვიდებულია, გონება განისვენებს და ინტელექტი მტკიცეა — ბრძენნი ამბობენ, რომ მაშინ არის უმაღლესი მდგომარეობა მიღწეული. ეს გრძნობებისა და გონების მუდმივი კონტროლი იწოდება იოგად. ვინც ამას მიაღწევს, თავისუფლდება ილუზიისგან.“

„*იოგა სუტრების*“ პირველი თავის მეორე აფორიზმში პატანჯალი იოგას ასე აღწერს: „*ჩიტა ვრიტი ნიროდჰა*.“ ეს შეიძლება ითარგმნოს როგორც გონებრივი მოდიფიკაციების (*ვრიტი*) შეკავება (*ნიროდჰა*) ან ცნობიერების რყევების (ვრიტი) შეჩერება (ნიროდჰა). სიტყვა „ჩიტა“ აღნიშნავს გონებას მთლიანობაში, რომელიც შედგება სამი კატეგორიისგან: (ა) გონება (მანასი — ინდივიდუალური გონება, რომელსაც აქვს ყურადღების, შერჩევისა და უარყოფის უნარი; ეს არის გონების მერყევი, არამტკიცე მხარე), (ბ) ინტელექტი ან გონიერება (ბუდდჰი — მტკიცე მდგომარეობა, რომელიც განსაზღვრავს განსხვავებებს საგნებს შორის) და (გ) ეგო (აჰამკარა — სიტყვასიტყვით „მე“-ს შემქმნელი, მდგომარეობა, რომელიც განსაზღვრავს, რომ „მე ვიცი“).

სიტყვა „ვრიტი“ წარმოიშვა სანსკრიტული ფესვიდან „ვრტ“, რაც ნიშნავს ბრუნვას, ტრიალს, გორვას. აქედან გამომდინარე, ნიშნავს მოქმედების კურსს, მდგომარეობას, ყოფის ფორმას ან გონებრივ მდგომარეობას. იოგა არის მეთოდი, რომლითაც მოუსვენარი გონება მშვიდდება და ენერგია კონსტრუქციულ არხებში მიედინება. როგორც ძლიერი მდინარე, რომელიც სათანადო კაშხლებითა და არხებით მართვისას ქმნის წყლის დიდ რეზერვუარს, იცავს გვალვისგან და უზრუნველყოფს მრავალი დარგის ენერგიით მომარაგებას, ასევეა გონებაც, როცა კონტროლდება, ქმნის სიმშვიდის რეზერვუარს და წარმოშობს უხვ ენერგიას ადამიანის ამაღლებისთვის.

გონების კონტროლის პრობლემა მარტივად გადასაჭრელი არ არის, როგორც ამას ადასტურებს შემდეგი დიალოგი „*ბჰაგავად გიტას*“ მეექვსე თავში. *არჯუნა* სთხოვს შრი კრიშნას:

„კრიშნავ, შენ მომიყევი იოგაზე, როგორც ბრაჰმანთან (უნივერსალურ სულთან) შერწყმაზე, რომელიც მარად ერთია. მაგრამ როგორ შეიძლება ეს იყოს მუდმივი, როცა გონება ასე მოუსვენარი და არასტაბილურია? გონება სწრაფია და ჯიუტი, ძლიერია და თავნება, მის დამორჩილებას ქარის შეკავებას ვადარებ.“

შრი კრიშნა პასუხობს: „უეჭველია, გონება მოუსვენარია და ძნელად სამართავი. მაგრამ იგი შეიძლება გაწვრთნილ იქნეს მუდმივი ვარჯიშით (აბჰიასა) და სურვილებისგან გათავისუფლებით (ვაირაგია). ადამიანი, რომელიც ვერ აკონტროლებს საკუთარ გონებას, ძნელად მიაღწევს ამ ღვთიურ შერწყმას; მაგრამ თვითკონტროლის მქონე, მონდომებული ადამიანი, თუ სწორად მიმართავს ენერგიას, ამას აუცილებლად მიაღწევს.“

## ხშირად დასმული კითხვები

   დღის რომელი მონაკვეთია საუკეთესო ვარჯიშისთვის?

საუკეთესო დროა დილას 06:00 დან 09:00 მდე და საღამოს 18:00 დან 21:00 მდე. თუ ამ დროს ვერ ახერხებთ ვარჯიშს, შეარჩიეთ ისეთი დრო, როცა ყველაზე ნაკლებად ჩქარობთ.

    რა დამჭირდება ვარჯიშის დასაწყებად?

**თქვენ დაგჭირდებათ:** იოგას ხალიჩა და კომფორტული ტანსაცმელი. წყალი — მხოლოდ სურვილისამებრ

    მჭირდება თუ არა მოქნილობა იოგას დასაწყებად?

**არა.** იოგას ვარჯიშის დაწყება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერი ფიზიკური მონაცემით.

    შემიძლია თუ არა იოგას ვარჯიში, თუ საერთოდ არ შემიძლია ხელებით იატაკს მივწვდე?

**რა თქმა უნდა!** როგორც ზემოთ აღვნისნეთ, იოგა სწორედ იმიტომ არსებობს, რომ დაგეხმაროთ მოქნილობის გაუმჯობესებაში. ბევრი დამწყები იწყებს ზუსტად ამ ნიშნულიდან.

    რა ასაკიდან რა ასაკამდე შეიძლება იოგას ვარჯიში?

იოგას ვარჯიშის დაწყება უკვე 11 წლიდან შეიძლება. ზედა ზღვარი იოგას არ გააჩნია.

    იოგას მარტო ქალები ვარჯიშობენ?

**არა.** იყო პერიოდი, როდესაც ქალებს საერთოდ ეკრძალებოდათ იოგას ვარჯიში და ის მხოლოდ კაცების „პრაქტიკად“ ითვლებოდა.

    აუცილებელია საკუთარი ხალიჩის (მატის) ქონა?

სტუდიების უმეტესობას აქვს საერთო ხალიჩები, თუმცა პირადი ჰიგიენისა და კომფორტისთვის, გრძელვადიან პერსპექტივაში, საკუთარი ხალიჩის ქონა საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

    ონლაინ ვარჯიში ჯობია თუ დარბაზში?

თუ ვარჯიში ინდივიდუალურია, მაშინ მნიშვნელობა არ აქვს ონლაინ იქნება თუ დარბაზში. თუ ვარჯიში ჯგუფურია, მაშინ დამწყებთათვის დარბაზი ჯობია, რადგან ინსტრუქტორი პირადად გაასწორებს თქვენს პოზებს (ასანებს), რაც ტრავმების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია. ონლაინ ვარჯიში კარგია დროის დაზოგვისთვის.

    შეიძლება თუ არა ჭამა ვარჯიშის წინ ან მის შემდეგ?

სასურველია იოგამდე **2-3 საათი** არ მიიღოთ მძიმე საკვები. თუ ძალიან გშიათ, მსუბუქი წასახემსებელი (მაგალითად, ბანანი ან იოგურტი) ვარჯიშამდე 1 საათით ადრე დასაშვებია. ვარჯიშიდან **15 წუთის** გასვლის შემდეგ შეგიძლიათ მსუბუქად მიირთვათ.

    ვარჯიშის დროს წყლის სმა შეიძლება?

წყლის დალევა ვარჯიშამდე 30 წუთით ადრე ჯობია. თუ წყლის გარეშე გიძნელდებათ ვარჯიში, შეგიძლიათ ცოტ-ცოტა, ყლუპ-ყლუპად სვათ მთელი ვარჯიშის განმავლობაში.

    კვების შეცვლა აუცილებელია ვარჯიშის დასაწყებად?

**არა.** შეგიძლიათ იკვებოთ ისე, როგორც იკვებებით.

    მოწევის/სმის თავის დანებება აუცილებელია იოგას დაწყებისას?

**არა.** ზოგადად კარგი იქნებოდა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ იოგასთვის სავალდებულო არაა.

    ეხმარება თუ არა იოგა გახდომაში?

**დიახ,** განსაკუთრებით მაშინ, თუ კვებითაც შეუწყობთ ხელს. ის ასევე აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.

    მაქვს ჭარბი წონა. ჯერ დავიკლო წონაში და მერე მოვიდე სავარჯიშოდ?

**არა.** ჯობია ივარჯიშოთ და თან დაიკლოთ წონაში, რადგან თქვენმა სხეულმა არ დაკარგოს ფორმა.

    რამდენი ხანი სჭირდება პირველი შედეგის დანახვას?

მენტალურ სიმშვიდესა და ენერგიის მატებას **პირველივე ვარჯიშის შემდეგ** იგრძნობთ. ფიზიკური ცვლილებები (მოქნილობა, ტონუსი) ჩვეულებრივ **4-6 კვირიანი** რეგულარული პრაქტიკის შემდეგ ხდება შესამჩნევი.

    მაწუხებს ზურგის/წელის/კისრის (და ა.შ) ტკივილი. დაველოდო, რომ გაიაროს და მერე მოვიდე სავარჯიშოდ?

**არა.** პირდაპირ შეგიძლიათ დაიწყოთ. იოგას ვარჯიშები, თუ სწორად არის შერჩეული და მიწოდებული, მოგიხსნით ტკივილებს და აღმოფხვრის ტკივილის გამომწვევ მიზეზს.

    მაქვს ხერხემლის გამრუდება. შეიძლება ჩემთვის იოგას ვარჯიში?

**დიახ შეიძლება** და აუცილებელიცაა. იოგას ვარჯიშები, თუ სწორად არის შერჩეული, ხელს უწყობს ხერხემლის გამრუდების გასწორებას.

    რა ვქნა, თუ ვარჯიშისას თავბრუ მეხვევა ან რამე მტკივა?

**გაჩერდით** და ამის შესახებ შეატყობინეთ ინსტრუქტორს.

    რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პოზას საერთოდ ვერ ვაკეთებ?

ნუ ინერვიულებთ. იოგაში თითქმის ყველა პოზას აქვს “მოდიფიკაცია” (გამარტივებული ვერსია). ჩვენი ინსტრუქტორები გაგიმარტივებენ და თქვენზე მოარგებენ ნებისმიერ ესეთ პოზას.

    შემიძლია თუ არა ვარჯიში მაღალი/დაბალი არტერიული წნევის დროს?

შესაძლებელია, თუმცა ინსტრუქტორმა უნდა იცოდეს ამის შესახებ, რათა ამოიღოს ან შეცვალოს პოზები.

    რამდენად ხშირად უნდა ვივარჯიშო?

**თუ ჯანმრთელი ხართ კვირაში 3 ჯერ ვარჯიში საკმარისია****.**სერიოზული გამრუდების, თიაქარის, პროტრუზიის და ხერხემლის დისკის სხვა დეგენერაციული პროცესების დროს **უმჯობესია ყოველდღიური ვარჯიში.**

    ამბობენ, რომ იოგას ვარჯიშები სხეულის ფორმას ცვლის. ასეა?

**დიახ** იოგას ვარჯიში თან წელავს და თან ამაგრებს კუნთებს, რის შედეგადაც კუნთი ვიზუალურად უფრო ლამაზ ფორმას იღებს.

    გამიგია, რომ იოგა უბრალო ვარჯიში არაა და თავისი ფილოსოფიის შესწავლასაც მოიაზრებს.

იოგას რა თქმა უნდა თავისი ფილოსოფიური ნაწილი აქვს, მაგრამ მისი შესწავლა არ არის სავალდებულო და არ აქვს კავშირი ფიზიკურ ვარჯიშთან.

    გამიგია, რომ იოგა რელიგიაა და ქრისტიანობასთან მოდის წინააღმდეგობაში.

იოგა რელიგია არ არის. იოგა ფიზიკური, მენტალური და სუნთქვითი ვარჯიშებია. იგი მთლიანად არის თავისუფალი რელიგიისგან. ხალხი მას ხშირად ურევს ინდუიზმსა და ბუდიზმში, იმის გამო, რომ ინდური რელიგიების უმრავლესობა იყენებს იოგას ტექნიკებს.

    მედიტაციებს თუ ასწავლით?

მედიტაცია არ ისწავლება. მედიტაცია თავისით მოდის ხანგრძლივი ვარჯიშის, კონცენტრაციის და თვითდაკვირვების შედეგად. თუ ვინმე გპირდებათ, რომ მედიტაციას გასწავლით ესე იგი გატყუებთ.

    რა ვქნა, თუ ვარჯიშის დროს ფიქრებს თავს ვერ ვარიდებ?

ეს სრულიად ნორმალურია. იოგას მიზანი ფიქრების “გათიშვა” კი არა, მათზე დაკვირვებაა. დროთა განმავლობაში, სუნთქვაზე და სხეულზე კონცენტრაციით, გონება თავისით დაწყნარდება.

    ამბობენ, რომ იოგა ხსნის სტრესს და შფოთვებს. ასეა?

**დიახ.** იოგა ამცირებს კორტიზოლის (სტრესის ჰორმონის) დონეს. სუნთქვითი ვარჯიშები და სხეულის მოდუნება პირდაპირ მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, რაც გეხმარებათ შფოთვის დაძლევასა და ძილის გაუმჯობესებაში.

    შესაძლებელია თუ არა იოგა ორსულობის დროს?

**დიახ,** არსებობს სპეციალური “პრენატალური იოგა”. თუმცა, ვარჯიშის დაწყებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია და ინსტრუქტორის გაფრთხილება.

    ორსულობის შემთხვევაში, როდის შეიძლება ვარჯიშის დაწყება?

პირველ ტრიმესტრში ვარჯიშის დაწყება არ არის რეკომენდებული. ხშირ შემთხვევაში, სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ ვარჯიშის დაწყებას **მეორე ტრიმესტრიდან** (დაახლოებით მე-14 კვირიდან), როდესაც პირველი ტრიმესტრისთვის დამახასიათებელი ტოქსიკოზი და დაღლილობა კლებულობს და ნაყოფსაც არაფერი ემუქრება.

    თუ ორსულობამდე უკვე ვვარჯიშობდი იოგას, შევწყვიტო ვარჯიში თუ გავაგრძელო?

თუ ორსულობამდე აქტიურად ვარჯიშობდით იოგას, მაშინ შეგიძლიათ ვარჯიში გააგრძელოთ, მაგრამ ამის შესახებ აუცილებლად უნდა გააფრთხილოთ თქვენი ექიმიც და ინსტრუქტორიც. **ვარჯიში აუცილებლად გახდება შესაცვლელი.**

    არსებობს თუ არა შეზღუდვები კრიტიკულ დღეებში?

რეკომენდებულია თავი შეიკავოთ ვარჯისისგან, განსაკუთრებით — ინვერსიული (ამოტრიალებული) პოზებისგან და ინტენსიური დატვირთვისგან.

    შესაძლებელია თუ არა ინდივიდუალური გაკვეთილის ჩატარება?

**დიახ,** ჩვენ საიტზე ინდივიდუალური გაკვეთილებისათვის გამოყოფილია სპეციალური გვერდი, სადაც შეძლებთ [პერსონალური](https://yogahub.online/private/) ინსტრუქტორის შერჩევას

საუკეთესო დროა დილას 06:00 დან 09:00 მდე და საღამოს 18:00 დან 21:00 მდე. თუ ამ დროს ვერ ახერხებთ ვარჯიშს, შეარჩიეთ ისეთი დრო, როცა ყველაზე ნაკლებად ჩქარობთ.

**თქვენ დაგჭირდებათ:** იოგას ხალიჩა და კომფორტული ტანსაცმელი. წყალი — მხოლოდ სურვილისამებრ

**არა.** იოგას ვარჯიშის დაწყება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერი ფიზიკური მონაცემით.

**რა თქმა უნდა!** როგორც ზემოთ აღვნისნეთ, იოგა სწორედ იმიტომ არსებობს, რომ დაგეხმაროთ მოქნილობის გაუმჯობესებაში. ბევრი დამწყები იწყებს ზუსტად ამ ნიშნულიდან.

იოგას ვარჯიშის დაწყება უკვე 11 წლიდან შეიძლება. ზედა ზღვარი იოგას არ გააჩნია.

**არა.** იყო პერიოდი, როდესაც ქალებს საერთოდ ეკრძალებოდათ იოგას ვარჯიში და ის მხოლოდ კაცების „პრაქტიკად“ ითვლებოდა.

სტუდიების უმეტესობას აქვს საერთო ხალიჩები, თუმცა პირადი ჰიგიენისა და კომფორტისთვის, გრძელვადიან პერსპექტივაში, საკუთარი ხალიჩის ქონა საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

თუ ვარჯიში ინდივიდუალურია, მაშინ მნიშვნელობა არ აქვს ონლაინ იქნება თუ დარბაზში. თუ ვარჯიში ჯგუფურია, მაშინ დამწყებთათვის დარბაზი ჯობია, რადგან ინსტრუქტორი პირადად გაასწორებს თქვენს პოზებს (ასანებს), რაც ტრავმების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია. ონლაინ ვარჯიში კარგია დროის დაზოგვისთვის.

სასურველია იოგამდე **2-3 საათი** არ მიიღოთ მძიმე საკვები. თუ ძალიან გშიათ, მსუბუქი წასახემსებელი (მაგალითად, ბანანი ან იოგურტი) ვარჯიშამდე 1 საათით ადრე დასაშვებია. ვარჯიშიდან **15 წუთის** გასვლის შემდეგ შეგიძლიათ მსუბუქად მიირთვათ.

წყლის დალევა ვარჯიშამდე 30 წუთით ადრე ჯობია. თუ წყლის გარეშე გიძნელდებათ ვარჯიში, შეგიძლიათ ცოტ-ცოტა, ყლუპ-ყლუპად სვათ მთელი ვარჯიშის განმავლობაში.

**არა.** შეგიძლიათ იკვებოთ ისე, როგორც იკვებებით.

**არა.** ზოგადად კარგი იქნებოდა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ იოგასთვის სავალდებულო არაა.

**დიახ,** განსაკუთრებით მაშინ, თუ კვებითაც შეუწყობთ ხელს. ის ასევე აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.

**არა.** ჯობია ივარჯიშოთ და თან დაიკლოთ წონაში, რადგან თქვენმა სხეულმა არ დაკარგოს ფორმა.

მენტალურ სიმშვიდესა და ენერგიის მატებას **პირველივე ვარჯიშის შემდეგ** იგრძნობთ. ფიზიკური ცვლილებები (მოქნილობა, ტონუსი) ჩვეულებრივ **4-6 კვირიანი** რეგულარული პრაქტიკის შემდეგ ხდება შესამჩნევი.

**არა.** პირდაპირ შეგიძლიათ დაიწყოთ. იოგას ვარჯიშები, თუ სწორად არის შერჩეული და მიწოდებული, მოგიხსნით ტკივილებს და აღმოფხვრის ტკივილის გამომწვევ მიზეზს.

**დიახ შეიძლება** და აუცილებელიცაა. იოგას ვარჯიშები, თუ სწორად არის შერჩეული, ხელს უწყობს ხერხემლის გამრუდების გასწორებას.

**გაჩერდით** და ამის შესახებ შეატყობინეთ ინსტრუქტორს.

ნუ ინერვიულებთ. იოგაში თითქმის ყველა პოზას აქვს "მოდიფიკაცია" (გამარტივებული ვერსია). ჩვენი ინსტრუქტორები გაგიმარტივებენ და თქვენზე მოარგებენ ნებისმიერ ესეთ პოზას.

შესაძლებელია, თუმცა ინსტრუქტორმა უნდა იცოდეს ამის შესახებ, რათა ამოიღოს ან შეცვალოს პოზები.

**თუ ჯანმრთელი ხართ კვირაში 3 ჯერ ვარჯიში საკმარისია****.**სერიოზული გამრუდების, თიაქარის, პროტრუზიის და ხერხემლის დისკის სხვა დეგენერაციული პროცესების დროს **უმჯობესია ყოველდღიური ვარჯიში.**

**დიახ** იოგას ვარჯიში თან წელავს და თან ამაგრებს კუნთებს, რის შედეგადაც კუნთი ვიზუალურად უფრო ლამაზ ფორმას იღებს.

იოგას რა თქმა უნდა თავისი ფილოსოფიური ნაწილი აქვს, მაგრამ მისი შესწავლა არ არის სავალდებულო და არ აქვს კავშირი ფიზიკურ ვარჯიშთან.

იოგა რელიგია არ არის. იოგა ფიზიკური, მენტალური და სუნთქვითი ვარჯიშებია. იგი მთლიანად არის თავისუფალი რელიგიისგან. ხალხი მას ხშირად ურევს ინდუიზმსა და ბუდიზმში, იმის გამო, რომ ინდური რელიგიების უმრავლესობა იყენებს იოგას ტექნიკებს.

მედიტაცია არ ისწავლება. მედიტაცია თავისით მოდის ხანგრძლივი ვარჯიშის, კონცენტრაციის და თვითდაკვირვების შედეგად. თუ ვინმე გპირდებათ, რომ მედიტაციას გასწავლით ესე იგი გატყუებთ.

ეს სრულიად ნორმალურია. იოგას მიზანი ფიქრების "გათიშვა" კი არა, მათზე დაკვირვებაა. დროთა განმავლობაში, სუნთქვაზე და სხეულზე კონცენტრაციით, გონება თავისით დაწყნარდება.

**დიახ.** იოგა ამცირებს კორტიზოლის (სტრესის ჰორმონის) დონეს. სუნთქვითი ვარჯიშები და სხეულის მოდუნება პირდაპირ მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, რაც გეხმარებათ შფოთვის დაძლევასა და ძილის გაუმჯობესებაში.

**დიახ,** არსებობს სპეციალური "პრენატალური იოგა". თუმცა, ვარჯიშის დაწყებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია და ინსტრუქტორის გაფრთხილება.

პირველ ტრიმესტრში ვარჯიშის დაწყება არ არის რეკომენდებული. ხშირ შემთხვევაში, სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ ვარჯიშის დაწყებას **მეორე ტრიმესტრიდან** (დაახლოებით მე-14 კვირიდან), როდესაც პირველი ტრიმესტრისთვის დამახასიათებელი ტოქსიკოზი და დაღლილობა კლებულობს და ნაყოფსაც არაფერი ემუქრება.

თუ ორსულობამდე აქტიურად ვარჯიშობდით იოგას, მაშინ შეგიძლიათ ვარჯიში გააგრძელოთ, მაგრამ ამის შესახებ აუცილებლად უნდა გააფრთხილოთ თქვენი ექიმიც და ინსტრუქტორიც. **ვარჯიში აუცილებლად გახდება შესაცვლელი.**

რეკომენდებულია თავი შეიკავოთ ვარჯისისგან, განსაკუთრებით — ინვერსიული (ამოტრიალებული) პოზებისგან და ინტენსიური დატვირთვისგან.

**დიახ,** ჩვენ საიტზე ინდივიდუალური გაკვეთილებისათვის გამოყოფილია სპეციალური გვერდი, სადაც შეძლებთ [პერსონალური](https://yogahub.online/private/) ინსტრუქტორის შერჩევას

**დიახ,** ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური თერაპიული მეთოდია. როგორც კი აცნობიერებ, რომ "მონსტრი" სიზმარია, შიში ქრება. შენ შეგიძლიათ მას დაელაპარაკო ან უბრალოდ გააქრო ის.

კვლევების მიხედვით, ლუციდურ სიზმარში მოძრაობების რეპეტიცია (მაგალითად, კალათბურთის სროლა ან ინსტრუმენტზე დაკვრა) ააქტიურებს იმავე ნეირონულ კავშირებს, რასაც რეალური ვარჯიში. ეს ეხმარება "კუნთების მეხსიერებას".

ტვინი სიზმარში მიღებულ იმპულსებს თითქმის ისევე ამუშავებს, როგორც რეალურს. ამიტომ გემო, შეხება და სუნი შეიძლება საოცრად მკაფიო იყოს.

**ფიზიკურად — არა.** ეს ბუნებრივი მდგომარეობაა. თუმცა, ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ სერიოზული ფსიქიკური დარღვევები (მაგალითად, შიზოფრენია), რეალობისა და სიზმრის აღრევის რისკის გამო, ეს პრაქტიკა რეკომენდებული არ არის.

**არა ეს მითია.** შენი სხეული ადრე თუ გვიან აუცილებლად გაიღვიძებს ბიოლოგიური ციკლების გამო. ყველაზე "ცუდი", რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ სიზმარი ჩვეულებრივ ძილში გადაიზარდოს.

თუ მთელ ღამეს ლუციდურობის მცდელობაში არ გაატარებ და ძილის რეჟიმს არ დაარღვევ, ტვინი ისევე ისვენებს, როგორც ჩვეულებრივი ძილის დროს. პირიქით, ბევრი ადამიანი ლუციდური სიზმრის შემდეგ თავს ენერგიულად და ამაღლებულად გრძნობს.

 [შეარჩიე ინსტრუქტორი](/classes/)

### პოსტები
