# ჰიპომაგნემია

> Source: https://yogahub.online/hipomagnemia/
> Author: ეკატერინე სამხარაძე
> Published: 2026-01-09
> Updated: 2026-03-17

### [წყარო: კლივლენდის კლინიკა](https://my.clevelandclinic.org/health/diseases/23264-hypomagnesemia)

## რა არის ჰიპომაგნემია?

ჰი­პო­მაგ­ნე­მია, რო­მე­ლიც ასე­ვე ცნო­ბი­ლია რო­გორც მაგ­ნიუ­მის დე­ფი­ცი­ტი, ხდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც თქვენს სის­ხლში მაგ­ნიუ­მის დო­ნე ნორ­მა­ზე და­ბა­ლია. ის შე­იძ­ლე­ბა იყოს მსუ­ბუ­ქი ან მძი­მე.

მაგ­ნიუ­მი არის ელექ­ტრო­ლი­ტი, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს მთა­ვარ კომ­პო­ნენტს მრა­ვა­ლი ორ­გა­ნიზ­მის რე­აქ­ცი­ისა, რომ­ლე­ბიც გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ უჯ­რე­დულ ფუნ­ქცი­აზე, ნერ­ვულ გამ­ტა­რო­ბა­ზე და სხვა. თქვე­ნი ტვი­ნის, გუ­ლის და კუნ­თე­ბის ფუნ­ქციე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მაგ­ნი­უმ­ზე სე­რიო­ზუ­ლად არის და­მო­კი­დებუ­ლი.

მაგ­ნი­უმი უშუა­ლოდ ახ­დენს გავ­ლე­ნას სხვა ელექ­ტრო­ლი­ტე­ბის, მათ შო­რის ნატ­რი­უმის, კალ­ციუ­მი­სა და კა­ლიუ­მის ბა­ლან­სზე. ჰი­პო­მაგ­ნე­მია ხში­რად ვლინ­დე­ბა ჰი­პო­კალცი­ემი­ას­თან (სის­ხლში კალ­ციუ­მის და­ბა­ლი დო­ნე) და ჰი­პო­კა­ლიემი­ას­თან (სის­ხლში კა­ლიუ­მის და­ბა­ლი დო­ნე) ერ­თად.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მი­უხე­და­ვად იმი­სა, რომ თქვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის მაგ­ნიუ­მის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ინა­ხე­ბა ძვლებ­ში, მხო­ლოდ ექ­სტრა­უჯ­რე­დულ სით­ხე­ში (ძი­რი­თა­დად სის­ხლის პლაზ­მა­ში) გახ­სნი­ლი მაგ­ნი­უმია ხელ­მი­საწ­ვდო­მი უჯ­რე­დე­ბი­სა და ორ­გა­ნოე­ბის მი­ერ გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად.

სა­მი ორ­გა­ნო არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მაგ­ნიუ­მის ნორ­მა­ლუ­რი დო­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე,

1. **წვრილი** **და** **მსხვი****­****ლი** **ნაწ****­****ლა****­****ვე****­****ბი**, რომ­ლე­ბიც შთან­თქა­ვენ მაგ­ნი­უმს თქვენს მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი­დან.
2. **ძვლე****­****ბი**, რომ­ლე­ბიც მაგ­ნიუ­მის შე­ნახ­ვის მთა­ვა­რი სის­ტე­მაა.
3. **თირ****­****კმლე****­****ბი**, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი არი­ან მაგ­ნიუ­მის გა­მო­ყო­ფა­ზე (გა­მო­დევ­ნა­ზე) შარ­დის მეშ­ვე­ობით.

თუ ამ პრო­ცე­სის რო­მე­ლი­მე ეტაპ­ზე არ­სე­ბობს პრობ­ლე­მა, ამან შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ჰი­პო­მაგ­ნე­მია.

## ვის ეხება ჰიპომაგნემია?

ჰი­პო­მაგ­ნე­მია შე­იძ­ლე­ბა ეხე­ბო­დეს ყვე­ლას, ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში. გარ­კვეუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ადა­მია­ნებს და გარ­კვე­ულ სი­ტუაცი­ებ­ში უფ­რო მე­ტად შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეთ ჰი­პო­მაგ­ნე­მია. ის გვხვდე­ბა:

- აშშ-ს მო­სახ­ლეო­ბის 2%-ში.
- სა­ავად­მყო­ფო­ში მყო­ფი ადა­მია­ნე­ბის 10%-დან 20%-მდე.
- ინ­ტენ­სიუ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში (ICU) მყო­ფი ადა­მია­ნე­ბის 50%-დან 60%-მდე.
- ალ­კო­ჰო­ლის მოხ­მა­რებლებ­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მქო­ნე ადა­მია­ნებში - 30%-დან 80%-მდე.
- ცუ­დად მარ­თუ­ლი დი­აბე­ტის მქო­ნე ადა­მია­ნე­ბის 25%-ში.

### რა არის ჰიპომაგნემიის სიმპტომები?

ჰი­პო­მაგ­ნე­მია შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს სხვა­დას­ხვა გზით, მაგ­რამ ის ძი­რი­თა­დად გავ­ლე­ნას ახ­დენს თქვენს აგ ნერ­ვულ-კუნ­თო­ვან სის­ტემასა და გულზე. ზო­გი­ერთ ადა­მი­ანს არ უვ­ლინ­დე­ბა არა­ვი­თა­რი სიმ­პტო­მი (ასიმ­პტო­მა­ტუ­რია).

### მსუბუქი ჰიპომაგნემიის სიმპტომებია:

- კან­კა­ლი.
- ტე­ტა­ნია (კუნ­თე­ბის სპაზ­მე­ბი, კუნ­თე­ბის კრუნ­ჩხვე­ბი და/ან ხე­ლე­ბი­სა და ფე­ხე­ბის შეძ­რწუ­ნე­ბა).
- თვა­ლის არა­ნორ­მა­ლუ­რი მოძ­რაო­ბე­ბი (ნის­ტაგ­მუ­სი).
- დაღ­ლი­ლო­ბა და სი­სუს­ტე.

### მძიმე ჰიპომაგნემიის სიმპტომები მოიცავს:

- გე­ნე­რა­ლი­ზე­ბუ­ლი ტო­ნი­კურ-კლო­ნი­კუ­რი შე­ტე­ვე­ბი.
- დე­ლი­რი­უმი.
- გუ­ლის არა­ნორ­მა­ლუ­რი რიტ­მე­ბი (არით­მია).

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მი­მარ­თოთ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას, თუ გა­ნიც­დით ამ სიმ­პტო­მებს.

### რა იწვევს ჰიპომაგნემიას?

ჰი­პო­მაგ­ნე­მია ჩვე­ულებ­რივ ხდე­ბა შემ­დე­გი მი­ზე­ზე­ბის გა­მო:

- თქვენი ორ­გა­ნიზ­მი იღე­ბს ძა­ლი­ან მცი­რე მაგ­ნი­უმს.
- მაგ­ნიუ­მის ჭარ­ბი და­კარ­გვა თირ­კმლე­ბის (შარ­დის) ან კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის (გა­ნავ­ლის) მეშ­ვე­ობით.
- მაგ­ნიუ­მის გა­და­ად­გი­ლე­ბა ექ­სტრა­უჯ­რე­დუ­ლი სით­ხი­დან ნაკ­ლე­ბად ხელ­მი­საწ­ვდომ ად­გი­ლებ­ში (ნაკ­ლე­ბად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი).

### მაგნიუმის ძალიან მცირე მიღება

მაგ­ნიუ­მის ცუ­დი მი­ღე­ბის გა­მო გა­მოწ­ვეუ­ლი კვე­ბი­თი დე­ფი­ცი­ტე­ბის მი­ზე­ზე­ბია:

- შიმ­ში­ლო­ბა.
- ალ­კო­ჰო­ლის მოხ­მა­რება და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ცუდ კვებას­თან ერ­თად.
- კრი­ტი­კულ მდგო­მა­რეო­ბა­ში მყო­ფი ადა­მია­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ვერ იღე­ბენ საკ­ვებს პი­რით და უნ­და მი­იღონ ყვე­ლა საკ­ვე­ბი ნივ­თიე­რე­ბა ინ­ტრა­ვე­ნუ­რად.

კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტი­დან მაგ­ნიუ­მის ცუ­დი შე­წო­ვის გა­მო გა­მოწ­ვეუ­ლი დე­ფი­ცი­ტე­ბის მი­ზე­ზე­ბია:

- და­ავა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც იწ­ვე­ვენ მა­ლაბ­სორ­ბცი­ას, რო­გო­რი­ცაა ცე­ლია­კი და ნაწ­ლა­ვის ან­თე­ბი­თი და­ავა­დე­ბა.
- კუ­ჭის შე­მოვ­ლი­თი ოპე­რა­ცია.
- მემ­კვიდ­რეო­ბი­თი სინ­დრო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც იწ­ვე­ვენ მაგ­ნიუ­მის ცუდ შე­წო­ვას (პირ­ვე­ლა­დი ნაწ­ლა­ვუ­რი ჰი­პო­მაგ­ნე­მია).
- მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ონ ჩა­რე­ვა მაგ­ნიუ­მის შე­წო­ვა­ში (პრო­ტო­ნუ­ლი ტუმ­ბოს ინ­ჰი­ბი­ტო­რე­ბი, რო­გო­რი­ცაა ომეპ­რა­ზო­ლი).

### მაგნიუმის ჭარბი დაკარგვა

მაგ­ნიუ­მის ჭარ­ბი და­კარ­გვა თირ­კმლე­ბი­დან (შარ­დი) მოი­ცავს:

- ალ­კო­ჰო­ლიზმი.
- კონ­ტროლ და­კარგული დი­აბე­ტი.
- მემ­კვიდ­რეო­ბი­თი თირ­კმლის მი­ლა­კო­ვა­ნი აშ­ლი­ლო­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა გი­ტელ­მა­ნის სინ­დრო­მი.
- შარ­დმდე­ნი პრე­პა­რა­ტე­ბი (ჰიდ­როქ­ლო­რო­თია­ზი­დი, ქლორ­თა­ლი­დო­ნი, ფუ­რო­სე­მი­დი, ბუ­მე­ტა­ნი­დი).
- ამი­ნოგ­ლი­კო­ზი­დუ­რი ან­ტი­ბიო­ტი­კე­ბი (გენ­ტა­მი­ცი­ნი, ტობ­რა­მი­ცი­ნი, ამი­კა­ცი­ნი, პლა­ზო­მი­ცი­ნი, სტრეპ­ტო­მი­ცი­ნი, ნე­ომი­ცი­ნი, პა­რო­მო­მი­ცი­ნი).
- ქი­მიო­თე­რა­პიუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი (ცის­პლა­ტი­ნი).
- იმუ­ნო­სუპ­რე­სო­რი პრე­პა­რა­ტე­ბი (ციკ­ლოს­პო­რი­ნი, ტაკ­რო­ლი­მუ­სი).
- სხვა პრე­პა­რა­ტე­ბი (დი­გოქ­სი­ნი).

მაგ­ნიუ­მის ჭარ­ბი და­კარ­გვა კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის მეშ­ვეო­ბით (გა­ნა­ვა­ლი):

- მწვა­ვე ან ქრო­ნი­კუ­ლი დი­არეა.

### მაგნიუმის გადაადგილება ექსტრაუჯრედული სითხიდან ნაკლებად ხელმისაწვდომ ადგილებში

ეს შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ადა­მია­ნებ­ში, რომ­ლებ­საც აქვთ:

- მწვა­ვე პან­კრეა­ტი­ტი.
- ძვლის ოს­ტეო­პო­რო­ზი - მდგო­მა­რე­ობა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს პა­რა­თი­რეო­იდუ­ლი ჯირ­კვლე­ბის ქი­რურ­გიუ­ლი მო­ცი­ლე­ბის შემ­დეგ.

### როგორ დიაგნოსტირდება ჰიპომაგნემია?

თუ გა­ნიც­დით ჰი­პო­მაგ­ნე­მი­ის სიმ­პტო­მებს, თქვე­ნი მკურ­ნა­ლი ექი­მი ჩა­ატა­რებს ფი­ზი­კურ გა­მოკ­ვლე­ვას და იკით­ხავს თქვე­ნი სიმ­პტო­მე­ბი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ.

ისი­ნი სა­ვა­რაუ­დოდ და­ნიშ­ნა­ვენ სის­ხლის ანა­ლიზს თქვე­ნი მაგ­ნიუ­მის დო­ნის შე­სა­მოწ­მებ­ლად. მაგ­ნიუ­მის ნორ­მა­ლუ­რი დო­ნე ჩვე­ულებ­რივ არის 1.46-დან 2.68 მი­ლიგ­რა­მამ­დე დე­ცი­ლიტ­რზე (მგ/დლ).

ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა და­ნიშ­ნონ შემ­დე­გი ტეს­ტე­ბი:

- კალ­ციუ­მის სის­ხლის ტეს­ტი.
- ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი მე­ტა­ბო­ლუ­რი პა­ნე­ლი.
- კა­ლიუ­მის სის­ხლის ტეს­ტი.
- შარ­დის მაგ­ნიუ­მის ტეს­ტი.
- ელექ­ტრო­კარ­დი­ოგ­რა­მა (EKG).

მას შემ­დეგ რაც თქვე­ნი ექი­მი და­ადას­ტუ­რებს, რომ გაქვთ ჰი­პო­მაგ­ნე­მია, ის ჩვე­ულებ­რივ შეძ­ლებს გან­საზ­ღვროს ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი თქვე­ნი სა­მე­დი­ცი­ნო ის­ტო­რიი­სა და ტეს­ტის შე­დე­გე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. თუ ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ არის, შე­საძ­ლოა დას­ჭირ­დეთ მე­ტი ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბა მი­ზე­ზის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად.

### როგორ მკურნალობენ ჰიპომაგნემიას?

ჰი­პო­მაგ­ნე­მი­ის მკურ­ნა­ლო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რამ­დე­ნად მსუ­ბუ­ქი ან მძი­მეა ის და რა არის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი.

თუ ჰი­პო­მაგ­ნე­მია მსუ­ბუ­ქია, თქვე­ნი ექი­მი სა­ვა­რაუ­დოდ რე­კო­მენ­და­ცი­ას გაუ­წევს მაგ­ნიუ­მის ტაბ­ლე­ტებს, რომ­ლე­ბიც მი­იღე­ბა ორა­ლუ­რად.

თუ ჰი­პო­მაგ­ნე­მია მძი­მეა, თქვენ სა­ვა­რაუ­დოდ მო­გა­თავ­სე­ბენ სა­ავად­მყო­ფო­ში და მიი­ღებთ სით­ხე­ებ­სა და მაგ­ნი­უმს ინ­ტრა­ვე­ნუ­რად.

თქვე­ნი ექი­მი ასე­ვე და­ნიშ­ნავს მკურ­ნა­ლო­ბის გეგ­მას ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზის მარ­თვის­თვის.

### შემიძლია თუ არა თავიდან ავიცილო ჰიპომაგნემია?

ჰი­პო­მაგ­ნე­მი­ის გა­მომ­წვე­ვი ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა შეძ­ლე­ბა დაგ­ვეხ­მა­როს გარ­თუ­ლე­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა­ში

მა­გა­ლი­თად, თუ თქვენ გაქვთ ცე­ლი­აკი, მკაც­რი გლუ­ტენ-თა­ვი­სუ­ფა­ლი დი­ეტის დაც­ვამ შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­დან აგა­რი­დოთ მა­ლაბ­სორ­ბცია (საკ­ვე­ბი ნივ­თიე­რე­ბე­ბის არა­სა­თა­ნა­დო შე­წო­ვა, რო­მე­ლმაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ჰი­პო­მაგ­ნე­ზე­მია).

თუმ­ცა, ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში, ჰი­პო­მაგ­ნე­ზე­მი­ის პრე­ვენ­ცია შე­უძ­ლე­ბე­ლია.

### როდის უნდა მივმართო ჩემს ექიმს ჰიპომაგნემიის შესახებ?

თუ გა­ნიც­დით ჰი­პო­მაგ­ნე­მი­ის სიმ­პტო­მებს, უნ­და მი­მარ­თოთ თქვენს ექი­მს. თუ გაქვთ მძი­მე სიმ­პტო­მე­ბი, რო­გო­რი­ცაა შე­ტე­ვე­ბი ან არა­ნორ­მა­ლუ­რი გუ­ლის­ცე­მა, და­რე­კეთ 112-ზე ან მი­დით უახ­ლო­ეს სა­ავად­მყო­ფო­ში რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ლე.

თუ გაქვთ ქრო­ნი­კუ­ლი მდგო­მა­რე­ობა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ჰი­პო­მაგ­ნე­მია, რო­გო­რი­ცაა კრო­ნის და­ავა­დე­ბა ან მემ­კვიდ­რეო­ბი­თი თირ­კმლის მი­ლა­კო­ვა­ნი დე­ფი­ცი­ტი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რე­გუ­ლა­რუ­ლად მი­მარ­თოთ თქვენს ჯან­დაც­ვის გუნდს, რა­თა დარ­წმუნ­დეთ, რომ თქვე­ნი მკურ­ნა­ლო­ბა სა­თა­ნა­დოდ მიმ­დინ­რე­ობს და თქვე­ნი მაგ­ნიუ­მის დო­ნე ჯან­საღ დი­აპა­ზონ­შია.
